x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქართული მითოლოგია - რაში
რაში


ქართულ მითოლოგიაში არსებობს ძალიან საინტერესო არსება, ეს არის უსწრაფესი და მრავლისშემძლე, გონიერი ცხენი, რომლის დაუფლება და ყოლა მხოლოდ და მხოლოდ უძლიერეს გმირებს თუ შეუძლიათ. როგორც ქართველებში, ასევე მრავალი ქვეყნის და ხალხის მითოლოგიაში ვხვდებით ასეთ ცხენებს, რომლებსაც განსხვავებული სახელები ჰქვიათ, არაბულ მითოლოგიაში ანუ ისლამში მას ბურაქი ეწოდება, ამ ბურაქმა ისლამური გადმოცემით, ზურგზე შეისვა და ამოგზაურა თვით მუჰამედი. ბერძნულ მითოლოგიაში ასეთ ცხენს პეგასი ეწოდება, რომელზე ამხედრებულიც თვით ჰერკულესი გადაადგილდებოდა. თურქული ხალხების მითოლოგიაში მას ტულპარი ჰქვია, ქოლიმას კი ჩინელები უწოდებენ. საინტერესოა, რომ ამ მითოსური არსების ქართული, ირანული და ტაჯიკური სახელწოდება ერთმანეთს ჰგავს - ისინი ასეთ ზებუნებრივ ცხენებს რახშს ეძახიან.


რაში


რაშების დაბადება არაჩვეულებრივად, ზებუნებრივად ხდება, ისინი ადამიანის კუნთებიდან იბადებიან, ან ამოდიან ზღვიდან, შეიძლება მიწიდანაც კი გაიზარდონ. რაშები 3 სახისანი არიან: მიწის, ზღვის და ცის რაშები. მიწის რაშები, რომლებიც დედმიწის ზედაპირზე, ხმელეთზე გადაადგილდებიან ხასიათდებიან გამჭრიახი გონებითა და წინასწარმეტყველური ნიჭით, არიან ძალიან ერთგულნი და კეთილნი და მოსალოდნელ საფრთხეზე არათუ წინასწარ აფრთხილებენ პატრონებს, არამედ ყველანარიად ეხმარებიან მის თავიდან აცლილებაში ან პრობლემის დაძლევაში.



მიწის რაში


ზღვის რაშები ხმელეთის რაშებისგან განსხვავებით არა კეთილი, არამედ ველური ბუნებით ხასიათდებიან. გმირებს ზღვის სიღრმიდან ისინი მხოლოდ და მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებით, მიწიერი რაშების დახმარებით ამოჰყავთ ან სპეციალური, მაგიური აღვირით. ზღვის რაშის რძე სამკურნალოა, მაგრამ რამდენადაც ძვირფასია იგი, მით უფრო რთულია მისი მოპოვება ნებისმიერი ადამიანისთვის და შესაძლოა ზღვის რაშმა მოკლას კიდეც მისი რძის მოსურნე.


ზღვის რაში


რაც შეეხება ზეციურ რაშებს ანუ მფრინავ რაშებს, სწორედ ამ სახეობას მიეკუთვნებოდა როგორც მუჰამედის ბურაქი, ასევე ჰერკულესის პეგასი. ისინი რა საკვირველია ფრთოსანნი არიან და დრაკონს ემსგავსებიან იმით, რომ გაბრაზების ან საფრთხის დროს პირიდან ცეცხლს აფრქვევენ. ურთულესია მათი გახედვნაც, მაგრამ თუ ვინმემ მოახერხა მათი მოთვინიერება, ასეთი გმირის პატივისცემა და სიყვარული უჩნდებათ, რის გამოც მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთგულებენ მათ და ყოველ საქმეში ეხმარებიან. ფრთოსანი რაში ერეკლე მეორის დროს, კახეთის დროშაზე იყო გამოსახული.


რაში კახეთის დროშაზე






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
355
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
355
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0