x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ არ შეიძლება 8 საათზე მეტხანს ძილი? ის, რაც აქამდე არ იცოდით!
თუ შუადღემდე ძილი გიყვართ, თქვენთვის სიახლე გვაქვს!


image



გამომცემლობამ Journal of the American Heart Association გამოაქვეყნა კვლევის შედეგი, სადაც მონაწილეობა სამ მილიონზე მეტ ადამიანს ჰქონდა მიღებული. კვლევის მიზანი იყო, 1970-დან 2017 წლამდე მცხოვრებ ადამიანებს მიეღოთ გამოკითხვებში მონაწილეობა და დაეკონკრეტებინათ საკუთარი ძილის პერიოდი, თუ რამდენ საათს გრძელდებოდა ის. ადამიანებს, რომლებსაც 10 საათზე მეტხანს ეძინათ, ინსულტის განვითარების დიდი შანსი ჰქონდათ.


მათი კვლევების თანახმად, გამოკითხულებიდან, რომლებსაც 10 და მეტი საათი ეძინათ, 56%-ს ინსულტი ჰქონდა გადატანილი, ხოლო 49%-ს კი გულის დაავადებები განუვითარდა.




image



მეცნიერებმა Keela, Manchester, East Anglia და Leeds-მა ჯამში მსგავსი 74 გამოკვლევა ჩაატარეს. კვლევების მთავარი და წამყვანი დოქტორი კვოკი ამბობს:


"ჩვენი კვლევა მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის, რადგან ის გვიჩვენებს, რომ გადაჭარბებული ძილი ზრდის გულსისხლძარღვთა პრობლემების რისკს.

შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ექიმებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხს პაციენტებში, რომელთაც ახასიათებთ გადაჭარბებული ძილი, რომელიც რვა საათზე მეტხანს გრძელდება და მოხდეს მათ მიერ კარდიოვასკულარული რისკის ფაქტორების და ობსტრუქციული ძილის აპნოეს სკრინინგი, რომლებიც ძილის დარღვევის სერიოზული მიზეზებია.


კვლევა დავიწყეთ მას შემდეგ, რაც დაგვებადა კითხვა - "რომელი უფრო მავნეა, ნაკლები თუ მეტი ძილი"?!


ძილის ხანგრძლივობა, სიღრმე და ხარისხი დამოკიდებულია ბევრ ნიუანსზე და ყველა ჩვენგანზე ახდენს გარკვეულ გავლენას. თუმცა, "სჯობს კარგად გამოვიძინო, ვიდრე დამაკლედს" - სრული აბსურდია. ადამიანების გონება, რომელთაც ცხრა და მეტი საათი სძინავთ, ორი წლით ბერდება".



image



P.S. თქვენ რამდენი საათი გძინავთ?






იხილეთ აგრეთვე:




რა ემართება სულს ჩვენი ძილის დროს?image






რატომ ჭირდება ქალს მეტი ძილი, ვიდრე მამაკაცს? ის, რაც აქამდე არ იცოდითimage





რომელ მხარეს უნდა გვეძინოს? ის, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცისimage





აი რატომ უნდა დაიძინოთ სულ შიშველმაimage






იცოდით, რომ ძილში წონაში იკლებთ?image

5
249
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
249
  
2019, 21 მარტი, 22:33
მე კი ისე შევეჩვიე ჩემს გრაფიკს 2-3 საათი გადაბმული ძილიც მყოფნის ჩემდა საბედნიეროდ. არც კი მახსოვს ბოლოს ვიანობამდე როდის მეძინა. :)
2019, 21 მარტი, 18:15
უმეტესად 9-10 საათი მძინავს, მხოლოდ ამის შემდეგ ვგრძნობ, რომ კარგად გამოვიძინე :) ღამე შმიძლია გავათენო, მაგრამ დილით უნდა დავასრულო ძილი, 7-8 საათზე, რომ მომკლა, ვერ ავდგები, ნუ საქმე არ მოითხვს ამ ეტაპზე. გამოცდებზე როცა ვარ, იმ პერიოდში კი ვდგები 8-ზე, სქმეს სჭირდება, თუ არ მაქვს ვალდებულებები, მძინავს კარგად :)
2019, 21 მარტი, 18:04
კარგია, დრო თუ გაქვს გამოიძინე მაკუშ :)
2019, 21 მარტი, 18:03
მე მემუქრება :) იმდენად სულ უძილო დღეები და ღამეები მაქვს გამოვლილი, ბოლო 2 წელია თავს ვაძლევ უფლებას მეტი ვიძინო :)
2019, 21 მარტი, 15:01
მე არ მემუქრება, 2-3 საათიც მყოფნის გამოსაძინებლად. :)
0 1 5