x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"უცბათ მუხრუჭების საშინელი ხმა...ფანჯარას ჩაუწია მძღოლმა და ქალს გასძახა..."
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში დღეს, "ტაქსიში" მომხდარი ამბის შესახებ წერს.


"ყალბი 5 ლარიანი შემომაჩეჩეს მაღაზიაში ამას წინათ. რამდენჯერმე ვცადე მისი გამოყენება, მაგრამ არსად მიიღეს. გადავკეცე და ჩავიდე შარვლის უკანა ჯიბეში...
დილით ვაჩერებ ტაქსის, ძალიან მეჩქარება და აბა მიშველე ჯიგარო-თქო ვუთხარი. კარგიო.
რადიოა ჩართული, ოდნავ ჩამოწეული ფანჯრიდან ქარის ზუზუნი შემოდის...
უცბათ მუხრუჭების საშინელი ხმა და ძლივს გააჩერა მანქანა მძღოლმა... ზებრაზე ასაკიან ქალს სავარაუდოდ შვილიშვილი გადაჰყავდა, სავარაუდოდ ერთი ქრომოსომით მდიდარი იყო პატარა ქერათმიანი გოგო...
ფანჯარას ჩაუწია მძღოლმა და გასძახა:
ან თვალებიდან გამოიხედე ან დარჩი სახლში ქალო!!!
ადგილზე მოვკვდი...
ვისაც ნანახი აქვს ჩემი ტელეფონი, იმან იცის, რამხელა და როგორი მტკივნეული იქნება კეფაში გამეტებით მოხვედრა ამ ნივთის... მოვიქნიე და უცბად გონება გამინათდა...
არაფერი მითქვამს...
ჯიბიდან ყალბი 5 ლარიანი ამოვიღე, 2 ლარი ხურდა გამოვართვი...

ზედმეტქრომოსომიანთა და ჟურნალისტთა ქარიან დღეს გილოცავთ .

იმ მძღოლს სიძედ ბედუკაძე, სიდედრად გურანდა გაბუნია,
ცოლად ირმა ინაშვილი,
საყვარელ საკვებად მაჭახელას მაკარონიანი ხაჭაპური, სიზმრად თვალმოჭუტული სანდრო ბრეგაძე,
დილის სიმღერად კი კორკოტას ბაიათები ქონდეს!


ამინ!"- წერს გიგა მაქარაშვილი.


P.S 21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღინიშნება.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაეროს ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. თარიღი 21.03 სიმბოლური ხასიათისაა, რადგან დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომის გასამებით ვლინდება.



image

0
354
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
354
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0