x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი: თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
image


აპრილი მოგვიახლოვდა და ყველას გვაინტერესებს, რა გამოწვევების წინაშე დაგვაყენებს მომავალი თვე, ამიტომ გთავაზობთ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.

ვერძი


აპრილში ორ ფრონტზე მოგიწევთ "ბრძოლა" - ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად და შინაგანი ბალანსის აღსადგენად. ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, ამ თვეში მოახერხებთ მოთმინების
მოკრებას და ხელის ჩაქნევის ნაცვლად, დაელოდებით თქვენი ვარსკვლავის ამობრწყინებას.
ვერძები, რომლებსაც პარტნიორთან ერთად ბიზნესი აქვთ, სრულ ძალაუფლებას მოიპოვებენ. ვარსკვლავები იუწყებიან, რომ სასიყვარულო ურთიერთობაში აგრესიას გამოავლენთ, რითაც
შესაძლოა პარტნიორი დააფრთხოთ. თუ თვის ჰოროსკოპს დავუჯერებთ, ვერძები, რომლებსაც დაორსულება სურთ, დიდ წინააღმდეგობას წააწყდებიან. საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების აზრები გაიყოფა, რამაც შესაძლოა კონფლიქტი გამოიწვიოს.


image


კურო



კუროები, რომლებიც აქამდე არასწორი მიმართულებით მიდიოდნენ, სწორ გზაზე დაბრუნდებიან აპრილში.
ამ პოზიტიური ცვლილების მიუხედავად პირად ცხოვრებაში არეულობაა მოსალოდნელი. თუმცა, პრობლემის
გადაჭრას საუბრითაც შეძლებთ და არ მოგიწევთ უკიდურესი ზომებისთვის მიმართვა. ამ თვეში ოჯახის უფროსი წევრები დახმარების ხელს გამოგიწვდიან.
ამ ნიშნით დაბადებულები, რომლებიც სამსახურს ეძებენ, ბოლოს და ბოლოს, იპოვიან ვაკანტურ ადგილს
და დასაქმდებიან კიდეც. შესაბამისად, მოახერხებენ ვალების გასტუმრებასაც. ბევრი კურო ინვესტიციას
გონივრულად ჩადებს. აპრილის ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, მოიზიდავთ ფორტუნას.
თვის ჰოროსკოპი გაფრთხილებთ, რომ მოგზაურობა სასურველ შედეგს არ მოგიტანთ.


image


ტყუპი


აპრილში ტყუპი თავდაუზოგავად იშრომებს და თითქმის ყველა გეგმას განახოციელებს. გაიზრდება ამ ნიშნით დაბადებულის თავდაჯერებულობა, რის გამოც საკუთარი ოცნებები სავსებით ხელშესახები მოეჩვენება. მართლაც,
თქვენ თავად ირჩევთ, რა არის მარტივი და რა - რთული. მოემზადეთ გაურკვევლობებისა და ხშირი კონფლიქტისთვის, რადგან აპრილში თქვენ და თქვენს პარტნიორს საჩხუბარი მიზეზი არ გამოგელევათ. ფინანსურადაც რთული პერიოდი გიდგებათ, ამიტომ გონივრულად ხარჯეთ ფული, იმის მიუხედავად, რომ მოწოდებით მფლანგველი ხართ. თუ გამოცდის ჩაბარება გიწევთ, ის საკითხებიც კი გადაიმეორეთ, რომელიც კარგად გახსოვთ, რადგან შესაძლოა ტესტში სიურპრიზი დაგხვდეთ.


image


კირჩხიბი


აპრილში გაიზრდება თქვენი ინტერესი კარიერისადმი. თვის ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ მოსალოდნელია დიდი წარმატება. მიუხედავად თქვენი დამოუკიდებლობისა, გარშემომყოფების დახმარება დაგჭირდებათ. კარგი პერიოდია დასაორსულებლად, შვილის ჩასახვისთვის. რომანტიკული ურთიერთობა დასტაბილურდება. მოსალოდნელი არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. აპრილი აღმოჩნდება წლის ის თვე, როდესაც კირჩხიბს აღარ მოუწევს ფინანსურ საკითხებზე ნერვიულობა. იმ თანხას ელოდეთ, რომელიც მარტში უნდა ჩაგრიცხოდათ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო. მოსწავლე ან სტუდენტ კირჩხიბებს მეცადინეობა გაუჭირდებათ, კონცენტრაციისთვის დიდი ძალისხმევის გამოვლენა დასჭირდებათ. აპრილში მოერიდეთ საზღვარგარეთ წასვლას, შეგიძლიათ დაგეგმოთ მომავალი მოგზაურობა.


იხილეთ ყველა ნიშანი > > >


image

0
1533
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
1533
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0