x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ევგენი გაიდუჩეკი - კაცი , რომელიც ამტკიცებდა, რომ 23-ე საუკუნიდან ესტუმრა დედამიწას

image

არც ისე ბევრი ადამიანის დასახელება შეიძლება კაცობრიობის ისტორიაში, რომლებმაც განაცხადეს, რომ დროში იმოგზაურეს, თუმცა ბოლო ხანებში გამოჩდნენ სხვადასხვა შარლატანები, რომლებიც ვიდეოჰოსტინგ იუთუბზე აქვეყნებენ ვიდეოებს, სადაც აცხადებენ, რომ იმოგზაურეს დროში, დასტურად რაღაც გაურკვეველ ბუტაფორიული ფოტოების დემონსტრირებას ახდენენ, ვითომ და ეს მომავლიდან ჩამოიტანეს, ხშირად სახეც დამალული აქვთ, თოთქოსდა, მასზე სპეცსამსახურები ნადირობენ და ა.შ. ასეთი თაღლითების მიზანი სრულიად მარტივია, რაც შეიძლება მეტი ნახვა დააგროვონ ყველაზე პოპულარულ ვიდეოარხზე და შესაბამისად, ჰონორარიც ჩაიჯიბონ.


აი, რაც შეეხება ევგენი გაიდუჩეკის ისტორიას, სრულიად უნიკალური და განსხვავებულია. მას არც უცდია და მაშინ არც იყო საშუალება ვიდეოს ან სხვა რაიმე საშუალებით მიექცია საზოგადოების ყურადღება, თუმცა მისი ცხოვრება სავსე იყო იდუმალებით. ვინც მას პირადად იცნობდა, ყველა ერთხმად აცხადებს, რომ ადამიანის გონებას შეეძლო შეენახა აუარებელი რაოდენობის ინფორმაცია და ხალხს ისეთ ამბებს უყვებოდა, რომ მსმენელები გაოცებისგან პირს აღებდნენ.

image


თვითონ ამტკიცებდა, რომ 13 წლის იყო, როდესაც 23-ე საუკუნიდან დროის მანქანით ჩამოვიდა მეგობარ გოგონასთან ერთად იმისთვის, რომ გოგონასთვის წარსული ეჩვენებინა(იმ დროისთვის უკვე ჩვეულებრივი ამბავი იქნება დროში მოგზაურობა), თუმცა რაღაც ზუსტად ვერ გათვალეს და აღმოჩდნენ 1930 წელს..დაჯდომა საკმაოდ უხეში გამოდგა, რის გამოც დროის მანქანა დაზიანდა, თვითონ ევგენის თავი გაუტყდა, ხოლო გოგონას მსუბუქი ტრავმები აღენიშნებოდა, გადაწყვიტეს, უკან, 23- საუკუნეში დაბრუნება, თუმცა მანქანა არ ირთვებოდა, თუ ორივე კაბინაში იმყოფებოდნენ, "ბოლივარი ორს ვეღარ უძლებდა"-იხსენებდა მოგვიანებით ევგენი.


ამიტომ ევგენიმ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – ატირებული გოგონა ჩასვა დროის მანქანაში, მიუთითა სწორი თარიღი და უკან, 23-ე საუკუნეში გაუშვა, თვითონ კი დარჩა 1930-იან წლებში, გონებადაკარგული კეთილმა ადამიანებმა იპოვეს და იშვილეს, ევგენის მთელი ცხოვრება იმედი ჰქონდა, რომ მას მომავლიდან სამაშველო ჯგუფი მოაკითხავდა, მაგრამ დრო გადიოდა და მის წასაყვანად არც არავინ მოვიდა.....


ალბათ ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელიც ამ ზღაპარს დაიჯერებს, თუმცა ევგენი გაიდუჩეკის მთელი ცხოვრება საწინააღმდეგოს ღაღადებს, მისი წინასწარმტყველებები, რაც მომავალში უნდა მომხდარიყო, გასაოცარი სიზუსტით ახდა.

image

მან იწინაწარმეტყველა სტალინური რეპრესიები, მეორე მსოფლიო ომის დაწყება და დასასრული, ჩერნობილის ავარია, საბჭოთა კავშირის დაშლა, სომხეთ-აზერბაიჯანის, აფხაზეთის და ბოსნიის ომები და მრავალი სხვა.1980 წელს დაწერა, რომ მომავალში იქნებოდა მობილური ტელეფონები, რომელშიც ინერნეტი იქნებოდა ჩართული.


ევგენი გაიდუჩეკს ეს ყველაფერი აღწერილი ჰქონდა წიგნში "Лента времени"(დროის ლენტი), სადაც ქრონოლოგიური სიზუსტით იყო აღწერილი გასული საუკუნის მნიშვნელოვანი მოვლენები. ამის გარდა, მან დააარსა მუზეუმი, სადაც ნახატების მეშვეობით აღწერილი იყო ისტორია მე-20 საუკუნიდან 22 საუკუნამდე, ხატვის გარდა, გაიდუჩკი ლექსებსაც წერდა.

image

გარდაიცვალა 1991 წლის 16 ოქტომბერს, 76 წლის ასაკში, მისი გარდაცვალების შემდეგ უცნაური ამბები მოხდა. გადაწყვიტეს მისი არქივის გადატანა, რომელსაც ევგენის მეუღლე, ელზა მესხი უვლიდა, თუმცა არქივის დიდი ნაწილი უკვალოდ გაქრა, ნაწილი ხანძარმა შთანთქა. ასე რომ, გაიდუჩეკის არქივიდან თითქმის არაფერი დარჩა, უფოლოგები ამტკიცებენ, რომ "ისინი დაბრუნდნენ მომავლიდან, წყნარად გაიტანეს და მომავალში დააბრუნეს".

მისი მეუღლე ელიზავეტა მესხი 5 წლის შემდეგ, ისიც ზუსტად 16 ოქტომბერს გარდაიცვალა.


მამის მემკვიდრეობის შესწავლა მისმა ერთადერთმა ქალიშვილმა, სვეტლანა ბუგაკოვამ გააგრძელა.



0
494
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
494
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0