x
მეტი
  • 19.04.2019
  • სტატია:88731
  • ვიდეო:339342
  • სურათი:451192
ვინ არის ახალგაზრდა, რომელმაც მგელი შიშველი ხელებით მოიგერია

image

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩრდილისუბანში მგელი ადგილობრივებს თავს დაესხა. მტაცებლის მოგერიება 24 წლის ტარიელ მიქელაძემ შეძლო, რომელიც მას შიშველი ხელებით შეებრძოლა.

შემთხვევა 19 მარტს, საღამოს მოხდა. ჩრდილისუბანი ტყესთან ახლოსაა და თეთრიწყაროს რაიონის საძოვრებს ესაზღვრება. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მგელი სწორედ იქიდან გადმოვიდა.

„ჩემი ინფორმაციით, საღამო ხანს ორი ქალბატონი სახლისკენ მიდიოდა. როდესაც ერთი შინ შევიდა, სახლის აივანზე მგელი დაესხა თავს. ყვირილზე მეორე ქალიც მივარდა. მგელმა ისიც დაკბინა. მათი გადარჩენა მეზობლად მცხოვრებმა ტარიელ მიქელაძემ შეძლო, რომელიც უიარაღოდ შეეჭიდა მგელს. საბოლოოდ, მტაცებელი მეზობლებმა ხელკეტებითა და ნაჯახით მოკლეს“, – უთხრა „რეგინფოს“ წალკის მერმა, ილია საბაძემ.

მისივე თქმით, ერთ-ერთ ქალს მგელმა ხელზე უკბინა, მეორეს კი ჭრილობა ყელის არეში აქვს. დაზიანებები მიიღო თავად ტარიელ მიქელაძემაც. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ილია საბაძის თქმით, ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მგელი ცოფიანი იყო, თუმცა ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

0
350
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფო ფიცხელაური
სოფო ფიცხელაური
350
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0