x
მეტი
  • 19.04.2019
  • სტატია:88731
  • ვიდეო:339342
  • სურათი:451192
მეცნიერებმა უძილობის გამომწვევი მიზეზები დაასახელეს

imageუძილობის მიზეზები ჩვენს გენებში უნდა ვეძებოთ და არა ტვინში. თუ თქვენ მთელი ღამის განმავლობაში ცდილობთ დაძინებას, აგრამ უშედეგოდ, უნდა დაფიქრდეთ, რომ სტრესი არის დამნაშავე თქვენს პულსირებულ ტვინთან.თანამედროვე ახსნით უძილობა გენეტიკურ სტრუქტურასთან არის პირდაპირ კავშირში.ჰოლანდიურმა კვლევამ გამოავლინა შვიდი გენი და შვიდივე მათგანი ადამიანებს უძლიერებს უძილობის რისკს.მათი მტკიცებით, ძილის პრობლემების გამოვლენის ტენდენცია უფრო ბიოლოგიურია, ვიდრე ფსიქოლოგიური და იმედს გამოთქვამენ, რომ მილიონობით ადამიანი რომელიც შეპყრობილია ამ სენით, ახალი მიდგომებით დაამარცხებენ უძილობას ყოველგვარი საძილე ტაბლეტების დახმარების გარეშე.ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში უძილობის მასშტაბური კვლევა ჩაატარეს. მეცნიერებმა გააანალიზეს ერთ მილიონზე მეტი ადამიანის გენეტიკური მონაცემები, შეძლეს უძილობასთან დაკავშირებული გენების, ტვინის ცალკეული ტიპის უჯრედებისა და ტვინის ზონების გამოყოფა. imageყურადღების ცენტრში აღმოჩნდა 202 გენეტიკური ლოკუსი (ქრომოსომის ციტოლოგიურ ან გენეტიკურ რუკაზე გენების განთავსების ადგილი) და 956 გენი. ამასთან, ზოგიერთ გენი აქსონების მუშაობაში საკვანძო როლს ასრულებდა. ეს ნერვული უჯრედების წანაზარდებია, რომლის საშუალებითაც ნერვული იმპულსები ნეირონის სხეულიდან მაინერვირებელ ორგანოებთან და სხვა ნერვულ უჯრედებთან მიდის.
მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ აღნიშნული გენების გარკვეული რაოდენობა აქტივობას ავლენს თავის ტვინის ქერქულ სტრუქტურებში. გენეტიკურ დონეზე უძილობა უფრო მეტად იყო დაკავშირებული დეპრესიასთან და შფოთთან, ვიდრე ქრონოტიპთან.გარდა ამისა, უძილობაში ამოქმედებულ უჯრედებს შორის იყო ჰიპოთალამუსის, კლაუსტრუმისა და ზოლიანი სხეულის ნეირონები. სწორედ ისინი შეიძლება გახდნენ ახალი წამლების სამიზნე.imageამსტერდამის უნივერსიტეტის გუნდმა ასევე აღმოაჩინა, რომ არსებობს განსხვავებული გენეტიკური მუტაციები, რომლებიც უკავშირდება ძილსა და მამაკაცს და თუ ქალს ჭირს უძილობა, აქ პრობლემა კიდევ უფრო მგრძნობიარეა.მათ ასევე აღმოაჩინეს ძლიერი გენეტიკური ნიშნები, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია და ნევრისიზმი.პროფესორი დანიელა პოსტუმა ამტკიცებს, რომ განსხვავება ქალებსა და მამაკაცებს შორის გავრცელების თვალსაზრისით, 50 წელს გადაცილებული უფროსი ასაკის ქალების 33 % იტანჯება უძილობით, ხოლო მამაკაცებში ეს პრობლემა მხოლოდ 24 % - ია.

0
19
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
Mediator image
Mediator image
Mediator image
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0