x
მეტი
  • 20.04.2019
  • სტატია:88804
  • ვიდეო:339376
  • სურათი:451306
"გამოჭიმეს News-ი, ვითომ ვენები გადავიჭერი.ნუ აძლევთ თავს ამ უზნეობის უფლებას!!!!! "

მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და იმ ადამიანებს პასუხობს ვინც მის შესახებ ჭორები გაავრცელა.


მისი თქმით, გამოჭიმეს ნიუსი, ვითომ ვენები გადაიჭრა და ეს მისთვის ძალიან მტკივნეულია.


"2 თვეა, ვიშორებ ტატუს. სამჯერ დავდე ეს ფოტო ინსტაგრამზე, სადაც ხელის ის ნაწილი ჩანს, სადაც ვენებია. რატომღაც მხოლოდ გუშინდელს გამოეხმაურა ე.წ. უსაქმური, არაფროფესიონალი სოციალური გვერდები.
მთელი დღე ვპასუხობ ზარებს, რომ კარგად ვარ და არაფერი დამიშავებია თავისთვის. გამოჭიმეს News-ი, ვითომ ვენები გადავიჭერი. მე ვარ ქრისტიანი მართმადიდებელი, არასოდეს მიფიქრია თვითმკვლელობაზე. არც მქონია სუიციდის მცდელობა. ჩემთვის ეს თემა ძალიან მტკივნეულია, რადგან ჩემმა ბიძაშვილმა- დამ, ასე დაასრულა სიცოცხლე. ნუ მანიპულირებთ მსგავსი თემებით, ნუ აძლევთ თავს ამ უზნეობის უფლებას!!!!! ინფორმაციის გაჟღერებამდე მინიმუმ შეიწუხეთ თავი და გადაამოწმეთ!!!
P.S. თქვენი წინდაუხედაობის გამო გული გაუხეთქეთ ბევრ ადამიანს!!! ამ ქვეყანაში ნეტავ სად გადის უსაქმურობის, უზნეობის და არაპროფესიონალზმის ზღვარი?!"- წერს ნინი ქარსელაძე.


image

0
264
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0