x
მეტი
  • 23.07.2019
  • სტატია:92702
  • ვიდეო:341600
  • სურათი:454732
კომა

image
სკოლიდან ახლად დაბრუნებულ ხატიას ისევ სურვილი გაუჩნდა, ახალი მოდელის კაბა შეექმნა. მისი რესურსი ამ საქმისათვის დედის მოძველებული ან დიდი ზომის კაბები იყო, ან კიდევ ბებიის ნამზვითევი ნაჭრები, რომლემბსაც ხატიას ბებო სახელდახელოდ ინახავდა. ბებომ იცოდა მის შვილიშვილი როგორი ონავარი იყო, ნაჭრებს როგორც კი ხელში ჩაიგდებდა მაშინვე დაჭრიდა. ამიტომ ერთი დიდ სკივრში ინახავდა და ზედ ბოქლომს ადებდა, მაგრამ ხატია რის ხატია იქნებოდა რომ ბოქლომის სათადარიგო გასაღები არ დაემზადებინა, ამიტომ ბებოს ნამზვითვ ნაჭრებზე ხელი მიუწვდებოდა. ხატიაც ამით სარგებლობდა და თავისუფლად ქმნიდა ნაჭრებისგან ლამაზ კაბებს. იმ დღესაც ჩუმათ შეიპარა ბებოს საძინებეში, საწოლის ქვემოთ შენახული სკირვი ნელ- ნელა გამოსწია და ბოქლომი გასაღები გახსნა, სკივრი გააღო ამოღო იასამნისფერი ატლასის ნაჭერი, სკივრი დაკეტა და ისევ ბებოს საწოლის ქვემოთ შეაჩოჩა. თავის საძინებელში შესულმა ხატიამ მოპარული ნაჭერი, საწოლზე გაშალა, ჯერ ერთ ხანს თავის გონებაში ქმნიდა ახალ ესკიზსს, თუ როგორი იქნებოდა კაბა, ამ ლამაზი ნაჭრით შეკერილი. მერე ხელში მაკრატელი მოიმარჯვა, ნემსი და ძაფი იქვე გვერდით დაიდო და საქმეს შეუდგა, სულ რაღაც ორი საათი დასჭირდა იმისთვის რომ მისთვის სასურველი კაბა შეეკერა, შემდეგ კაბა მოირგო და სარკესთან შეამოწმა თუ როგორი იყო მის ტანზე, დედამ ოთახის კარი რომ შეაღო ხატია ახალ კაბაში დაინახა. დედას არ გასჭივრებია იმის მიხვედვრა თუ საიდან ჰქონდა ხატიას ახალი კაბა, ცოტა უსაყვედურა ამასთანავე ძალიან მოეწონა ხატიას ტანზე კაბა. -დე, იცი ეს კაბა იმდენად მომწონს, ვფიქრობ ბანკეტზე ჩავიცვა, მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს და ამ პრობლემის მოგვარებაში შენ და მამა უნდა დამეხმაროთ. -აბა კიდევ რა მოიფიქრე, ჩემო ჭკვიანო და დიზაინერო გოგო. -ჯერ სიტყვა მომეცი, რომ შემისრულებ და გულს არ დამწყვეტ. -როდის იყო მე შენთვის სურვილი არ შემისრულებია. ხატიამ დედას კისერზე ხელები მოხვია და სახე დაუკოცნა. -აი ამოტომ მიყვარხარ დედიკო. დედა შვილი ეხვეოდა და კოცნიდნენ ერთმანეთს. ჯერ დედამ არ იცოდა რა სურვილი ჰქონდა შვლის ასეთი, ხატია იმდენად მრავალმხრივ დიდი ფანტაზიის მქონე ბავშვი იყო დედამ გუნებაში გაიფიქრა, რაღაც ალბათ კიდევ საოცრება მოიფიქრა და სურს მე დავეხმაროო, როცა ხატიამ განზრახვა გაუმხილა დედას არ ესიამოვნა ხატია კი დედას დაჟინებით სთხოვდა: - თუ ძალიან გიყვარვარ ეს იყოს საჩუქარი შენგან და მამასგან, გამოკეთეთ ცხვირის ოპერაცია, არ მინდა ამ ცხვირით ბანკეტზე წასვლა. ოთახიდან ისე გავიდა ხატიას დედა რომ შვილისთვის არც კი უთქვამს საბოლოოდ და არც არა. საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულ მეუღლეს გაანდო ხატიას დედამ შვილის სურვილი, ხატიაც იქვე იყო და ელოდებოდა თუ რას იტყოდა მამა, დასთანხმდებოდა თუ არა ამ სურვილზე.მამას იმდენად უყვარდა ხატია უარს არასოდს არ ეუბნებოდა, მიუხედავად იმისა რომ შეძლებული ოჯახი არ იყო, მაგრამ იმის საშუალება ყოველთვის ჰქონდათ, შვილებისთვის კარგი განათლება და პატარ-პატარა სურვილები აესრულებინათ. დიდი ფიქრის შემდეგ ხატიას დასთანხმდა მამა ცხვირის ოპერაციის გაკეთებაზე. რამაც ხატია ძალიან გაახარა და წარმოიდგინა თუ როგორი ლამაზი იქნებოდა ბანკეტზე. თვითონვე შეუდგა საზრუნავს, მოეძია ექიმი, ვინც ოპერაციას გაუკეთებდა, თავისი მეგობრების რჩევით, შეარჩია ექიმი და ოპერაციაც დაინიშნა. დილით, როგორც ყოველთვის, მხიარულ განწყობაზე გაიღვიძა, ხატიამ სარკესთან იმაზე მეტი დრო მოანდომა პრანჭვას, ვიდრე იცოდა, დედასაც სთხოვა ძალიან ლამაზად ჩაეცვა, დედა გაოცებული უცქერდა შვილს, უთხრა კიდევაც: -შვილო საავადმყოფოში მივდივართ, ქორწილში კი არა, ასე საგანგეოდ რომ გამოვეწყოთ. ხატია იმდენად აღფრთოვანებული იყო და ლამაზად გამოეწყო. სახლიდან გასვლის წინ კიდევ ერთხელ ჩაიხედა სარკეში და თავის თავს უთხრა: ხატია ბოლოჯერ შეხედე შენს ცხვირს, ხვალიდან ბევრად კარგი და ლამაზი იქნები. კარი გაიხურა და წავიდა. სავადმყოფოში მხოლოდ დედა და ხატია მივიდნენ, ერთი საათით ადრე, ხატიას წუთები საუკუნედ ეჩვენებოდა, მოსვენება დაკარგა, ყოველ წუთს საათს დასჩერებოდა, როგორც იქნა მოვიდა მისი რიგიც და ხატია შევიდა საოპერაციოდ, პირჯვარი გადაიწერა და ლოცვა წარმოსთქვა ჩუმათ. მაინც ჰქონდა ცოტა შიში ოპერაციის, თორემ შედეგი რომ კარგი იქნებოდა ამაში დარწმუნებული იყო. ერთ საათში ოპერაცია დასრულდა, ხატია პალატაში შეიყვანეს, დედას გული დაუმშვიდდა შვილი რომ დაინახა, ხატია იმდენად გახარებული იყო ტკივილსაც კი ვერ გრძნობდა, ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდა. დედას სთხოვა, ყველასთვის ეთქვა რომ ოპერაცია კარგად ჩატარდა და უკვე ახალი და ლამაზი ცხვირი ჰქონდა.შემდეგ რამდენიმე წუთის დაიძინა. დაახლოებით ხუთი წუთი ეძინა ხატიას, თვალი გაახილა, დედას გაუღიმა და ისევ დაიძინა, ძილში ხატიას სახეზე ფერი ეცვალა, სილურჯემ გადაჰკრა, დედას შეეშინდა შვილი ასეთ მდოგომარეობაში რომ დაინახა, მაგრამ იქვე მყოფმა პაციენტებმა, რომლებსაც უკვე გაკეთბული ჰქონდათ მსგავსი ოპერაცია, დაამშვიდეს და უთხრეს: -ეს იცის ოპერაციის შემდეგ და ნუ გეშინია. დედა მაინც ვერ ისვენებდა და ექიმს დაუძახა, ექიმის მოსვლამდე ხატიას გულის ცემა შეუნელდა, სხეული გაუცივდა, ექიმი მოვიდა და რეამიანციაში გადაიყვანეს ხატია, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. დედა დაემხო ხატიას საწოლთან და განწირული ხმით ტიროდა, უფალს თხოვდა შვილი გონზე მოეყვანა, იატაკს თავს ურტყამდა, იქ მყოფი ექიმები და ექთნები აწყნარებდნენ საცოდავ დედას, დედას რომელმაც არ იცოდა რა ელოდა მის შვილს, დედას რომელიმაც დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც დათანხმდა შვილს ცხვირის ოპერაცია გაეკეთებინა. ეს ოპერაცია ხატიასთვის არ აღმოჩნდა, ისეთი იოლი, როგორც მას წარმოედგინა. ექიმები ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ გოგონა მდგომარეობიდან გამოეყვანათ, მაგრამ საწოლზე მწოლიარე ხატია თანდათან უფრთო ანგელოზს დაემსგავსა, თითქოს არანაირი სასიცოცხლო ნიშანწყალი არ ეტყობოდა, ექიმები გაოცებულნი იყვნენ მიღებული შედეგით, ვერ გაერკვიენ თუ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, ოპერაციამ ხომ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ მილიონში ერთი შემთხვევა ხდება, ასეთი და ის ერთი შემთხვევის მსხვერპლი ხატია აღმოჩნდა, დიაგნოზი დაუსვევს, "მღვიძარე კომა" დედა უფალს მუხლმოყრილი სთხოვს შვილი კომიდან გამოიყვანოს, მაგრამ დედის ლოცვა ჯერ არ წვდება უფალს. საქართველში რომ ვერაფერი შედეგი მიიღეს, მშობლები იძულებული გახდნენ შვილი საზღვარგარეთ წაეყვანათ, იქ მეტი შანსი იყო ხატია დაბრუნებოდა ჩვეულ ცხოვრებას, მაგრამ მხოლდ ის მოხერხდა, რომ ხატია თვალებს ახელს და ისევ ძველებურად უბრწყინავს, როგორც მაშინ როცა სიხარულით შედიოდა საოპერაციოთ იმის იმედად, რომ უკან ახალი, ლამაზი ცხვირით გამოვიდოდა.ამჟამად ცხვირი ლამაზი აქვს ხატიას, მაგრამ საწოლს მიეჯაჭვა და კომაშია დღესაც. დედა სულ თავს დასტრიალებს თავის ფერიას, სულ იმის ფიქრობს თუ რას ფიქრობს მისი ხატია, რას განიცდის, რა უნდა, ყოველ წამს ეკითხება შვილს, მაგრამ ხატია მხოლოდ თვლას დაახამხამებს და პასუხს ვერ უბრუნებს თვალცრემლიან დედას...... დედას იმედი აქვს რომ ერთ დღესაც უფალს სწვდება მისი ლოცვა და ხატია ისევ ძველებურდ მხიარული და ბედნიერი იქნება. ხატია ისევ მის ფიქრბში არის, მისი ლამაზი კაბით, ბანკეტზე მისული, თავის მეწყვილესთან ერთად ვალსს ცეკვავს. ამიტომ არის მომღიმარი ხატია, იმ ლამაზი წუთებიდან არ უნდა გამოსვლა, მისთვის ხომ ეს ყველაზე ლამაზი ოცნება იყო . დედა შვილის ხელებს გულზე იხუტებს და მის გაბრწყინებულ თვალებს შეჰყურებს, იმის იმედად, რომ ერთ დღესაც ხატია ხმას ამოიღებს და დედას დაუძახებს, მიყვარხარ დედა....

0
105
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0