x
მეტი
  • 26.04.2019
  • სტატია:89103
  • ვიდეო:339500
  • სურათი:451549
კარლ ლაგერფილდის კატამ დიზაინერის ხსოვნისადმი მიძღვნილი კოლექცია გამოუშვა


image



მსოფლიო მოდის მეფედ აღიარებული დიზაინერის კატა კვლავ მგლოვიარეა. მიუხედავად იმისა, რომ "მამიკოს" საყვარელი ფისუნია შუპეტი, მდიდარი მემკვიდრე ვერ გახდება, მის მიმართ ჟურნალისტების ყურადღება კვლავაც არ ცხრება.


image


მსოფლიო მოდის სფეროში ყველაზე ცნობილმა კატამ (უფრო კონკრეტულად კი, შემოქმედებითმა გუნდმა, რომელიც "ChoupettesDiary" - ის ბრენდის უკან დგას) გარდაცვლილი პატრონის ხსოვნისადმი მიძღვნილი, ახალი ლიმიტირებული კოლექცია - სახელწოდებით #RIPDaddy# გამოუშვა.


image

image

imageimage

თუმცა, დამეთანხმებით ეს ყოველივე ცოტა არ იყოს და არასერიოზული იქნებოდა, რომ არა, ერთი საგულისხმო ფაქტი, ნივთების გაყიდვიდან შემოსული მთლიანი თანხა კალიფორნიის ცხოველთა გადარჩენის ფონდს მოხმარდება. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული დიზაინერის საყვარელი კატა, ადრეც არაერთხელ გამხდარა მისი აქსესუარების მთავარი სახე.

image


ამჯერად კი, კოლექციისთვის ნამუშევრები ილუსტრატორმა მონიკა სმაილიმ შექმნა, რომელიც თავად მისი "უდიდებულესობა" შუპეტის, პირადი გვერდის ლოგოტიპის ავტორიცაა.

image



0
111
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0