x
image
ვიზა კოხაძე
რით გააცნეს თავი სამყაროს ამ ორმა ქალბატონმა და რას წერს მათზე ბრიტანული მედია? ( + ფოტოები და ვიდეო )

image
2019 წლის 15 მარტს მსოფლიო ისტორიაში კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი ჩაიწერა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატში, ქალაქ ჰიუსტონში ახალგაზრდა დედამ თელმა ჩიაკამ 6 ჩვილი გააჩინა და როგორც წყარო წერს, მან ბოლო 10 წლის მანძილზე ( საუბარია 2009 წელს ნადია სულეიმანის მიერ გაჩენილ 8 ტყუპზე ), რეკორდი მოხსნა და ის კაცობრიობის ისტორიაში გმირ დედად იქნება მოხსენიებული.მსგავსი რეკორდული მშობიარობა და სამყაროს ერთი დედის მუცლიდან მოვლენილი რვა ტყუპი გახდა კიდევ ერთი ისტორიული ფაქტი. 33 წლის დედამ ნადია სულეიმანმა, რომელიც ცნობილია როგორც "Octomom", სრულიად ახალგაზრდამ შეძლო ამ გაუსაძლისი და უჩვეულო ორსულობის გადატანა. ის ერთადერთი ქალია მსოფლიოში, რომელმაც ეს შეძლო. და დღეს უკვე 43 წლის ასაკში თავის რვა ტყუპთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს.imageimageimage

რაც შეეხება ქალბატონ თელმას, მოგეხსენებათ, 6 ტყუპის და უფრო მეტის გაჩენა უიშვიათესი მოვლენაა, მაგრამ 9 წუთში 6 ჩვილის გაჩენა კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. ქალბატონმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა ნადია სულეიმანის შემდეგ.. როგორც ცნობილია, თელმამ გოგონების სახელები უკვე შეარჩია, ტყუპ გოგონებს ზინა და ზურიელი დაარქვა, ბიჭების სახელები ამ ეტაპზე უცნობია.ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატში სენსაციური რეკორდი დაფიქსირდა.როგორც ექსპერტები და მეცნიერები აღნიშნავენ, ქალმა 9 წუთში 6 ჩვილი გააჩინა, რაც მხოლოდ 4, 7 მილიარდში ერთხელ ხდება. imageმართალია ამ სფეროში არ არსებობს "მშობიარობის სპეციალური ჩემპიონატი", მაგრამ როგორც წყარო წერს, ქალბატონი თელმა ნადიას შემდეგ მეორე ადგილს დაიჭერდა. მან 9 წუთში 2 ტყუპი ბიჭი და 1 ტყუპი გოგონა გააჩინა, დანარჩენი ორი თანმიმდევრობით გამოიყვანეს, ექიმები ფაქტით შოკირებული იყვნენ, თუმცა ეს რეალობა იყო, რაც არასოდეს ენახათ.საავადმყოფოს თანამშრომლებმა უიშვიათესი მოვლენა სოციალურ ქსელებში გააზიარეს და აღნიშნეს, რომ სასწაულის მომსწრენი გახდნენ. მშობიარობიდან 24 საათის შემდეგ, თელმას შესახებ თითქმის ნახევარმა მსოფლიომ შეიტყო.image


0
17
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0