x
მეტი
  • 23.07.2019
  • სტატია:92695
  • ვიდეო:341599
  • სურათი:454727
რა საფრთხე არსებობს შავი ზღვის სიღრმეში?

image

ალბათ ცოტა ადამიანი თუ ფიქრობს, რომ წყლის ქვეშ არსებობს რაღაც დაბრკოლება და ხიფათი. აქ საუბარია არ არის ზვიგენებზე, შხამიან მედუზებსა და წყალქვეშა დინებაზე.

შავ ზღვაში, 200 მეტრის სიღრმეზე, წყალში დაგროვილია სასიკვდილო გაზი. ეს გაზი არის წყალბადის სულფიდი, აალებადი და ტოქსიკური ყველა ცოცხალი არსებისთვის. თევზები და ფრინველები ზედა ფენებში ცხოვრობენ, ხოლო, წყლის სიღრმეში მხოლოდ ზოგიერთი მიკროორგანიზმები გადარჩნენ წყალბადის სულფიდის გამო. გარდა ამისა, მკვლევარები ამტკიცებენ, რომ გარდა წყალბადის სულფიდისა, შავი ზღვის სიღრმეში არსებობს მეთანიც.

image

რა შეიძლება მოხდეს, თუ ეს ძალიან საშიში გაზი ზედაპირზე ამოიფრქვევა?

ისტორიული წყაროებიდან: 1927 წელს, ყირიმის ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც ატმოსფეროში მოხდა გაზის ამოფრქვევა: ადგილობრივებმა იგრძნეს ლაყე კვერცხის სუნი (წყალბადის სულფიდი) და უზარმაზარი ცეცხლის ნათელი ბრწყინვალება დაინახეს.

ასეთმა ფენომენმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას არა მხოლოდ წყლის მობინადრეებს, არამედ, სანაპიროს მცხოვრებლებსაც.


0
419
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
419
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0