x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„ამ ქალაქს „თბილისი“ ჰქვია და არა „ნაძალადევი“! არ მოგწონს? წადი!“

image

მსახიობი თემო გვალია სოციალურ ქსელში წერს:

„ძალიან მოუხშირა ზოგიერთმა „თბილისზე“ უშნოდ ღადაობას… ხოდა ე მანდ არ ჩაიხლართოთ ცუდად... თქვენ აღადავეთ... აღარ გავაგრძელებ...
ვისაც არ მოგწონთ, არავინ გაძალებთ აქ ცხოვრებას! დაუბრუნდით მშობლიურ „კერას“ და იქიდან იღადავეთ!
არცერთი ქალაქი, რაიონი თუ სოფელი, არავის საღადაო არ არის! და საერთოდ, დღეს თბილისზე ღადაობს ჯილა გოიმი!
ვისაც პრეტენზია გაქვთ, დამიკავშირდით ცხელ ხაზზე.
ისე ქალაქი ქალაქს, რომ აღარ ჰგავს, ეს ფაქტია! მაგრამ, მთლად თბილისელების ბრალიც არაა ეგ. ისმის კითხვა: აბა ვისი ბრალია? პასუხი მარტივია და ყველამ თავის გულში ჩაიხედეთ ვინც ღლიცინით ხართ დაკავებული.
გეგონება გაძალებთ ვინმე აქ ცხოვრებას. არ მოგწონს? წადი!
ისევ ისმის კითხვა: სად? პასუხი კვლავ მარტივია: იქ სადაც კარგად გრძნობდი და იგრძნობ თავს. (ეს კულტურულად)... არ უნდა გვიწევდეს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ რას ვიზამთ, ამ ერთხელაც „გვაპატიეთ“, თუ თავს ცუდად გრძნობთ ვინმე. გვაპატიეთ, რომ ჩვენც ზოგიერთი დაუნახავივით არ გაკრიტიკებთ და არ დაგცინით.
უბრალოდ სირცხვილია ეს ყველაფერი!
ყველას შემოგევლეთ ვინც ჩამობრძანდით და ცდილობთ სიყვარულით იცხოვროთ ამ ულამაზეს ქალაქში. ვისაც არ მოგწონთ, „აბრატნი“ ბილეთი და სახლისაკენ ჰერი-ჰერი! ამ ქალაქს „თბილისი“ ჰქვია და არა „ნაძალადევი“!
(გთხოვთ ნურავის მივაყენებთ შეურაცხყოფას. აზრი გამოვხატოთ კულტურულად. ისინიც ჩვენი დები და ძმები არიან, მაგრამ შეცდომაში შეყვანილი თუ შესულები).“image
0
671
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
671
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0