x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
“რაც ვერ მოახერხა პუტინმა 2008 წელს ტანკებით, მოახერხა 2012 – 2019 წლებში ბიძინა ივანიშვილის ხელით”- დავით ნებიერიძე

image

SOS!
განგაშის ზარები არ უნდა დადუმდნენ!

ნებისმიერი პოლიტიკოსი და ექსპერტი, რამოდენიმე ოდიოზური, რუსეთის გავლენების აგენტების გამოკლებით დღემდე ცალსახად აცხადებდნენ, რომ საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის შეცვლა და მისი ევრაზიულ, უფრო სწორედ კი "რუსულ სამყაროში" დაბრუნება ნებისმიერ ხელისუფლებას პოლიტიკური თვითმკვლელობის, ხელისუფლების დაკარგვის ფასად დაუჯდებაო. თავად ამ განცხადებების ავტორები და მსმენელთა უდიდეს უმრავლესობა ამას წარმოიდგენდნენ როგორც ხელისუფლების დელარირებულ და გაცხადებულ ნაბიჯს ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაციის ცვლილებისკენ. დაახლოებით ისეთი მოდელით როგორც ეს გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა და მიიღო კიდეც "ღირსების რევოლუცია" - "მაიდანი". მაგრამ, საქართველოს შემთხვევაში საქმე გვაქვს გაცილებით უფრო მზაკვრულ და შეფარულ ქმედებასთან, რომლის წყალობიტაც ივანიშვილის ხელისუფლებამ ფაქტიურად უკვე ჩააბარა ჩვენი სამშობლო რუსებს, ისე, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა ვერ აცნობიერებს ამ შემდგარ ფაქტს. ეს ღალატი შედგა ფორმულით - "საქმე სიტყვების ნაცვლად!"
ახლა გავაანალიზოთ ეს ტრაგიკული რეალობა:
ამისათვის გაგახსენებთ შევარდნაძის 90-იანების ეპოქას, როდესაც ყველა საკვანძო მინისტრი კრემლიდან ინიშნებოდა - კვირაია, გიორგაძე, ნადიბაიძე და ა.შ. ზვიად გამსახურდიას დამხობაც ხომ მთლიანად კრემლის გეგმა იყო, ხაინდრავების, კიტოვანებისა და "წითელი ინტელიგენციის" ხელით შესრულებული. დღეს იგივე მოცემულობის წინაშე ვდგავართ: ქვეყანას მართავს პუტინის "ნამესნიკი" ბიძინა ივანიშვილი. ყველა საკვანძო მინისტრი - გახარია, ქობულია და ა.შ. მოსკოვიდან მოვლენილი ფიგურები არიან. კვლავ "წითელი ინტელიგენციის" ნარჩენები და მათი მემკვიდრეები წარმოადგენენ ამ კოლაბორაციონისტული ხელისუფლების ელექტორალურ დასაყრდენს. თუმცა, არსებობს განსაკუთრებით უფრო მძიმე და ფუნდამენტური ფაქტორები, რომლებიც რუსეთისკენ აღებულ გეზს და ევროატლანტიკური მისწრაფებების პარალიზებას შეუქცევადს ხდიან. კერძოდ, პირველ რიგში ეს არის "რუსული სამყაროსთვის" (Русский Мир) დამახასიათებელი ფასეულობათა სისტემის 2012 წლის შემდეგ უპრეცენდენტოდ და მეთოდურად შემოსვლა ქართულ სივრცეში და დღეს უკვე ტოტალური დომინირება - კორუფცია, ნეპოტიზმი, კრიმინალის დომინირება, მედროვეობა, ღირსების ლპობა და განადგურება და ა.შ. ზუსტად ამ მახინჯი, "რუსული სამყაროს" დამახასიათებელი ფასეულობათა სისტემა ანგრევს ქართულ სახელმწიფოს და მთლიანად გვინადგურებს როგორც ტავისუფლებისა და წარმატების ოცნებას, ასევე თაობათა თავდადებული ბრძოლისა და ზღვა სისხლის ფასად მიღწეული შედეგებს, ერთხელ და სამუდამოდ დაგვეღწია თავი რუსეთის იმპერიისგან და მოგვეპოვებინა თავისუფლება. ყოველივე ამას ზემოდან ემატება მაკროეკონომიკური ფაქტორები რომელიც უდაოს ხდის ღალატის შემდგარ ფაქტს. აქ მოყვანილი დიაგრამა თვალნათლივ ადასტურებს ყოველივე ამას.
ეკონომიკური თვალსაზრისით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეაზე ყველაზე დამღუპველ ზეგავლენას ახდენს ქართული ეკონომიკის რუსეთის ბაზარზე მიბმა. მიხეილ სააკაშვილის ეპოქაში ქართულმა სახელმწიფომ მოახერხა მთავარი - განტავისუფლდა რუსული ეკონომიკური გავლენებისგან და მინიმუმამდე შეამცირა მასზე დამოკიდებულების ფაქტორი. როგორ მთლიანად ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ენერგეტიკული საკითხებით. ჩვენ მოვახერხეთ და ამოვშანთეთ "გაზპრომის" გავლენები. გადავეწყვეთ მსოფლიო ბაზრებზე და წარმატებით ჩავანაცვლეთ რუსული ბაზარი. ამ დიაგრამაში კი სრულადაა ასახული ამ კურსის, ამ ბრძოლის შედეგების სრული კრახი. ქართული ექსპორტის ლომის წილი მთლიანად დსთ-ს ბაზარზე მოდის. სადაც ძირითად ნაწილს რუსეთის ბაზარი შეადგენს. სხვა ბაზრების ხვედრითი წილი კი კატასტროფულად შემცირებულია. ეს კი უაპელაციოდ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილმა უხმოდ, ზედმეტი ალიაქოთის გარეშე, შეფარულად, მაგრამ მტკიცედ და ურყევად უკვე დაგვაბრუნა რუსეთის ორბიტაზე და გადაგვაქცია ყველა მყრალ, გავერანებულ რუსულ გუბერნიად. თან ისე, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა კარგად ვერ აცნობიერებს ამ ტრაგიკულ ფაქტს. რამე თუ კოლაბორაციონის ხელისუფლებას დეკლარირებულად არ განუცხადებია გეოპოლიტიკური ვექტორის შეცვლის შესახებ. გარდა ამისა, ყველასათვის ცნობილია, თუ რა გამალებით მიმდინარეობს "გაზპრომის", როგორც პუტინის მთავარი პოლიტიკური იარაღის საქართველოში დაბრულების კამპანია. რომელიც ჯერ კიდევ კალაძემ დაიწყო და დღეს ნათია თურნავა აგრძელებს.

მეგობრებო, როგორც არ უნდა მიჭირდეს ამის წარმოთქმა, მაინც ვალდებული ვარ ვთქვა, რათა გამოგაფხიზლოთ და მოუხმო თქვენს ღირსებას, გაგიღვიძოთ ერის თვითგადარჩენის ინსტიქტი: ჩვენ უკვე ვართ სახელმწიფო ღალატის შემდგარი ფაქტის მოწმენი. საქართველო შეიერთა პუტინმა და სახელმწიფოებრიობის ნიშნებიდან დაგვრჩა მხოლოდ დროშა, ჰერბი და ჰიმნი. სრული ოკუპაციის ფაქტი უკვე შემდგარია! ის რაც ვერ მოახერხა პუტინმა 2008 წელს ტანკებით, მოახერხა 2012 - 2019 წლებში ბიძინა ივანიშვილისა და მისი კოლაბორაციონისტების ხელით. ფაქტიურად ჩვენ მოგვიწევს "სამამულო ომის" წარმოება დამპყრობლის წინააღმდეგ.
გაიხსენეთ ვისი გორისა ხართ!?
გაიხსენეთ, რომ ღირსება არ არსებობს თავისუფლების გარეშე!
გაიხსენეთ, რომ ვალში ვართ ჩვენი დიდი წინაპრების სახელების წინაშე და ვალში ვართ იმ ჩვენი თანამედროვე ლომგული ვაჟკაცების ხსოვნის წინაშე, ვინც უყოყმანოდ დადეს თავი სამშობლოსათვის ჩვენს თვალწინ.

შეგაკვდებით, მაგრამ არ დაგითმობთ სამშობლოს, თავისუფლებას და ღირსებას!image

1
159
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
159
  
უკაცრავად, მაგრამ პირველ რიგში"ოცნებისა" და მისი "აპოლოგეტების" ახლო ნათესავები მინდა "მოვიკითხო", "სამართლიანი", "მდგრადი განვითარებისა და განათლებისკენ მიმართული" სტრატეგიის გამო.
ამ დავით ნებიერიძეს თქმულს რაც შეეხება: თითქმის და თითქოს ყველაფერს ვეთანხმები... მარა, კარგად მახსოვს ქართული ენერგოსექტორი მიშას დროს გაიყიდა რუსულ კომპანიებზე და ფულს სუნი არ უდისო, რომ აცხადებდნენ მიშას დროინდელი ჩინოვნიკები, ეგეც დამამახსოვრდა და რა ვქნა? რაცხა "ნაცის" სუნი უდის ამ პერსონას, თუ მეჩვენება ნეტავ?
0 1 1