x
მეტი
  • 20.04.2019
  • სტატია:88804
  • ვიდეო:339376
  • სურათი:451307
ნოსტრადამუსმა 2019 წლისთვის კაცობრიობის ნახევრის გარდაცვალება იწინასწარმეტყველა

image
ფრანგმა ფარმაცევტმა და ალქიმიკოსმა მიშელ დე ნოსტრადამმა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ნოსტრადამუსი, 2019 წელს კაცობრიობის ნახევარზე მეტის სიკვდილი იწინასწარმეტყველა.

ცნობილი მეცნიერის გაშიფრული წინასწარმეტყველების თანახმად, კაცობრიობის ნახევრის გარდაცვალების მიზეზი გახდება გაჭიანურებული მესამე მსოფლიო ომი.

ნოსტრადამუსს სჯეროდა, რომ მესამე მსოფლიო ომი ზედიზედ სამი ათეული წლის განმავლობაში გაგრძელდებოდა. ომი კი ხელს შეუწყობს მილიონობით ადამიანის სიკვდილიანობას, მიშელ დე ნოსტრადამმა თავის წინასწარმეტყველებაში მიუთითა ასევე, მიწისძვრის შედეგადად განადგურება, რომლის ეპიცენტრი ჩრდილოეთ ამერიკაში იქნება.

ნოსტრადამუსმა ასევე იწინასწარმეტყველა ევროპის კონტინენტზე წყალდიდობა, რომელიც აიძულებს მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებს, ხელი მოაწერონ პლანეტა დედამიწის კლიმატის შენარჩუნების შეთანხმებას.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო საზოგადოების წარმომადგენლებისა და მასმედიის მთელი რიგი ნაწილი სერიოზულად რეაგირებდა ფარმაცევტისა და ალქიმიკოსის წინასწარმეტყველებაზე.

შეგახსენებთ, რომ მიშელ დე ნოსტრადამი XVI საუკუნეში გარდაიცვალა.

ნოსტრადამუსმა იწინასწარმეტყველა, მაგალითად, ნაპოლეონ ბონაპარტის მოსვლა ხელისუფლებაში, ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვა, ასევე აშშ-ში 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმა.

0
1259
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
1259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0