x
მეტი
  • 27.09.2020
  • სტატია:103586
  • ვიდეო:347835
  • სურათი:467972
თანამედროვე ბავშვების ჩუმი ტრაგედია, რომლის შესახებ არავინ საუბრობს
ბავშვების პრობლემები სახლში იწყება და იქვე შეიძლება მოგვარდეს. მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ მხოლოდ მათზეა დამოკიდებული, თუ როგორი ბავშვი გაიზრდება.


image

თანამედროვე ბავშვს ჯანსაღი ბავშვობა წართმეული აქვს. ისინი საშინელ ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებიან, წერს პროფესიონალი თერაპევტი, ვიქტორია პრუდეი. როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ამის აღიარება, ძალიან ბევრ შემთხვევაში სწორედ მშობლები უნდა დაეხმარონ ბავშვებს.

რაშია პრობლემა?


თანამედროვე ბავშვებს ჯანსაღი ბავშვობის საფუძვლები წართმეული აქვთ. ნაცვლად ამისა, ბავშვებს აქვთ:

  • სხვა საქმეზე გადართული მშობლები;
  • მშობლები, რომლებიც ბავშვებს ყველაფრის უფლებას აძლევენ;
  • შეგრძნება, რომ ყველა მათი ვალდებულია;
  • დაუბალანსებელი კვება და არასაკმარისი ძილი;
  • სახლის მჯდომარე ცხოვრების წესი;
  • უსასრულო სტიმულაცია, ტექნოლოგიური გასართობები, მყისიერი დაკმაყოფილება;

შეიძლება ჯანსაღი თაობის გაზრდა ასეთ არაჯანსაღ პირობებში? რა თქმა უნდა, არა!

ადამიანის ბუნების მოტყუება შეუძლებელია: მშობლის აღზრდას გვერდს ვერ აუვლით. როგორც ხედავთ, შედეგები საშინელია. ნორმალური ბავშვობის დაკარგვის გამო ბავშვები ემოციურ კეთილდღეობას კარგავენ.


image

რა უნდა გააკეთოთ, თუ გსურთ, რომ ბავშვები ჯანმრთელები და ბედნიერები გაიზარდნონ? თქვენ უნდა გამოფხიზლდეთ და საფუძვლებს დაუბრუნდეთ. ჯერ კიდევ გვიანი არაა!

რა უნდა გააკეთონ მშობლებმა:

1. შეზღუდვები დაუწესეთ და გახსოვდეთ, რომ თქვენ მშობელი ხართ და არა მისი მეგობარი.

2. ბავშვები ყველა საჭიროებით უზრუნველყავით და არა იმით, რაც მათ სურთ. ბავშვებისთვის უარის თქმის არ შეგეშინდეთ, თუ მათი სურვილები მოთხოვნილებებს არ ეთანხმება.

3. ჯანსაღი საკვები მიაწოდეთ და სასუსნავები შეზღუდეთ.

4. ბუნებაში ერთი საათი გაატარეთ.

5. სამაგიდო თამაშები ითამაშეთ.

6. ყოველდღე ბავშვი დაასაქმეთ (თეთრეულის დაკეცვა, სათამაშოების დალაგება, სუფრის გაშლა და ა.შ.)

7. ბავშვი დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს გაუშვით, საწოლში გაჯეტების წაღების უფლება არ მისცეთ.

8. ბავშვებს პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლობა ასწავლეთ. მცირე წარუმატებლობისგან არ შემოფარგლოთ. ეს ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვაში დაეხმარება.

9. ბავშვს სკოლაში დავიწყებული საკვები / საშინაო დავალება არ მიუტანოთ, 5 წლის ბავშვს ბანანი არ გაუფცქვნათ, ამ ყველაფრის თავად გაკეთება ასწავლეთ.

10. მოთმინება ასწავლეთ და თავისუფლად დროის გატარების უფლება მიეცით, რომ ბავშვს მოწყენის და საკუთარი შემოქმედებითი უნარის გამოვლენის შანსი გამოუჩნდეს.

11. ბავშვი მუდმივად გასართობი ნივთებით არ შემოფარგლოთ.

12. ტექნიკა მოწყენილობისგან გასართობ საშუალებად არ წარმოადგინოთ.

13. ჭამის დროს, მანქანაში, რესტორანში და მაღაზიაში გაჯეტების გამოყენებას ხელი არ შეუწყოთ. დაე, ბავშვის ტვინმა „მოწყენილობის“ გადალახვა თავად ისწავლოს.

14. ემოციურად ხელმისაწვდომი იყავით, ბავშვს სოციალური ჩვევები ასწავლეთ.

15. ბავშვთან საუბრის დროს ტელეფონით არ გაერთოთ.

16. ბავშვს გაბრაზების და გაღიზიანების გადალახვა ასწავლეთ.

17. ასწავლეთ მისალმება, დათმობა, გაყოფა, თანაგრძნობა, მაგიდასთან და საუბრის დროს მოქცევის წესი.

18. ემოციურ კავშირს მხარი დაუჭირეთ: გაიღიმეთ, აკოცეთ, მოეფერეთ, წაიკითხეთ, ეცეკვეთ, იხტუნეთ და ისრიალეთ მასთან ერთად!

ჩვენ ბავშვები უნდა შევცვალოთ, თორემ პლანშეტებზე შემჯდარ მთელ თაობას მივიღებთ!


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 3 წლის შემდეგ უკვე გვიანი იქნება - რჩევები ბავშვის აღსაზრდელად იაპონელი მასწავლებლისგან

image

2. ამინდი სახლში: თქვენ კარგი მშობელი ხართ, თუ ბავშვის აღზრდის პროცესში ყველა ამ პუნქტს იცავთ

image

3. 7 მეთოდი, გავიგოთ, თუ რა ხდება ბავშვის ცხოვრებაში ისე, რომ არ დავუსვათ კითხვა „როგორ მიდის საქმე?“

image

4. 4 შვილიანმა ოჯახმა სასკოლო ავტობუსი სახლად გადააკეთა! შედეგი შესანიშნავია

image

5. მამობა არა „ცოლის დახმარება“, არამედ ბავშვისთვის მშობლობის გაწევაა

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი


4
24690
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:Yoona
Yoona
24690
  
7 სექტემბერი, 10:07
არ მესმის იმ ბიჭის მშობლების,რომლებიც თავის შვილს გამუდმებით იცავენ საფრთხისაგან და ეს გგონიათ სწორი გადაწყვეტილება. ერთხელ ჩხუბი მომივიდა უბანში ცოტა უფროს ბავშვთან და მე მამაჩემთან მივედი. მოვუყევი,ამან და ამან მცემათქო,ხოდა წამო მაცემიეთქო. მამაჩემმა მითხრა,რომ ის უფროსია და მოგერია,ხოლო მე რო წამოვიდე იგივე გამოდისო. ერთი სიტყვით არ დამეხმარა და გამიშვა უბანში,რათა მე თვითონ მომეგვარებინა ეს ამბავი. იმედგაცრუებული დავრჩი,მაგრამ წავედი და კიდევ ვიჩხუბე,ისევ მცემა,რადგან ძლიერი იყო. ასე გაგრძლედა რამოდენიმეჯერ. ერთ დღესაც მე მოვაჯექი კისერზე და მე გავლახე. მერე ის ბავშვი აღარ მჩაგრავდა,რადგან ძალა დავანახე და თანასოწორად მიღებდა. აღარც თავისზე სუსტის დაჩაგვრის საშუალებას ვაძლევდი. ბევრჯერ მომხვდა,მაგრამ ამან უფრო ძლიერი გამხადა. მამაჩემი რო გამომყოლოდა,ის ტიპი მთელი ცხოვრება დამჩაგრავდა და ვიქნებოდი "ჩმორი",რომელსაც მამიკოს იმედი ექნებოდა. არ არსებობს პიროვნება,რომელსაც შევუშინდები,რადგან იმ ერთმა შემთხვევამ დამანახა,რომ ბრძოლას აზრი აქვს. მარტივი გზა ქონდა არჩეული მამაჩემს,დააშავე? ხოდა შენვე მოაგვარე. დღემდე არ მომწონს ძლიერისგან სუსტი დაჩაგვრა და არ არსებობს მიზეზი,როს გამოც ვინმეს თავს დავუხრი და თუ ისე მოხდა,გავიჭედე და ამომაყირავეს კიდეც,ეს მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობაა.
7 სექტემბერი, 9:52
აი,ეს პუნქტი,თქვენ ხართ მშობელი და არა მისი მეგობარი არის სრული სისულელე. ბავშვი უნდა გრძონობდეს თქვენს თანადგომას და სწორედაც,მისი მეგობარი უნდა იყო. ეს ხელს არ უშლის,რომ ის რაიმეთი შეზღუდოთ ან რაიმე ასწავლოთ. კარგი მეგობრობაც ეგ არის,როცა მუდმივად ცდილობ შენი მეგობარი უკეთესი გახადოთ. შეზღუდვას არ უნდა ქონდეს ბრძანების ტონი და ის უნდა იყოს რჩევის სახით გადაცემული. ასეთ შემთხვევაში,ბავშვს მასზე ძლიერთან ფარხმალის დაყრას აარიდებთ და ეს ცუდია მათი მომავლისათვის. თქვენ ხართ მშობელი და არა მისი ბატონი. ბავშობიდან თუ მიეჩვია ბრძანებების შესრულებას,მაშინ თქვენ მიიღებთ მონდას,რომელსაც ბრძოლის უნარი არ ექნება. უნდა მისცეთ თქვენთან კამათის საშუალება,რადგან არ არსებობს 100% მართალი ადამიანი და ყველა ვუშვებთ შეცდომას. აუცილებელია,რომ მისცეთ შეცდომის დაშვების უფლება და ამ შეცდომის გამოსწორებაც მასვე მიანდეთ,მაგრამ არ დაგავიწყდეთ გვერდზე დგომა. ასე მას პასუხისმგებლობას ასწავლით. როცა ბავშვმა იცის,რომ ყველა მისი გადაწყვეტილებას შედეგები მოყვება და ეს შედეგები მისი გამოსასწორებელია,ის დაფიქრდება,როცა მსგავის სიტუაცია შეექმენება. ეცადეთ,ბავშვი იყოს თავისუფალი და მოერიდეთ მათ დასჯას ამის გამო. ნორმალური გაიზრდება,როცა ბავშვმა იცის თავისუფლების ფასი და ის,რომ არჩვენი მისი გასაკეთებელია,რომელიც მისი პასუხისმგებლობა მხოლოდ. დადგენლი წესი არ არსებობს,თუ როგორ უნდა გავზარდოთ შვილები,ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო.
2019, 9 ივნისი, 23:10
იყო მშობელი არ ნიშნავს რომ უნდა მისდიო ვიღაცის დადგენილ წესებს და ამ წესების საფუძველზე აღზარდო შენი შვილი!!!
0 1 4