x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134334
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508414
"პარლამენტი არ გადაწვათ ვიდრე ფერები გაგირჩევიათ. თქვენი მარტო დატოვება იქნებოდა??"
საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.


ბესელიას თქმით, კობახიძემ მათ მიმართა სიტყვებით, "შორს ვერ წახვალთო", რაზეც პარლამენტარმა უპასუხა "არც ვაპირებთო".


მისივე განცხადებით, "მათი მარტო დატოვების ეშინიათ, რომ პარლამენტი არ გადაწვან".


"კობახიძე გვეუბნება შორს ვერ წახვედითო. შორს არც ვაპირებთ წასვლას, ახლოდან გდარაჯობთ, რომ პარლამენტი არ გადაწვათ ვიდრე ფერები გაგირჩევიათ. თქვენი მარტო დატოვება იქნებოდა??"- წერს ბესელია.



გუშინ, ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ გადააყენეს. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა ცოტა ხნის წინ გაიმართა. ქვორუმისთვის 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი მხოლოდ 67-მა დეპუტატმა დაუჭირა.


როგორც შემდეგ „ქართული ოცნების" დეპუტატ დავით მათიკაშვილმა განმარტა, ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან იმიტომ ვერ გადააყენეს, რომ წითელი და მწვანე ღილაკები აერიათ.


image

0
192
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0