x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134423
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
რეალიტი- შოუს "უკანასკნელი გმირის"მონაწილეთა საბედისწერო წყევლა თუ სუფთა დამთხვევა?
image

მომღერალი იულია ნაჩალოვა გახდა რეალიტი შოუს "უკანასკნელი გმირის" მეცხრე და მეოთხე სეზონის მეოთხე გარდაცვლილი მონაწილე.


პირველად ყურადღება ამ ფაქტს გამოცემა комсомольская правда-მ მიაქცია, რის შემდეგაც საზოგადებაში და პრესაში გაჩნდა კითხვები.რა არის ეს საბედისწერო წყევლა თუ შემთხვევითობა?


მეოთხე სეზონის მონაწილეთაგან აღარ არის ცოცხალი ჟანა ფრისკე, გარდაიცვალა ტვინზე გაჩენილი სიმსივნით 2015 წლის 15 ივნისს, ფრისკე 40 წლის იყო, 2018 წლის 16 იანვარს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა მეოთხე სეზონის გამარჯვებული, ქალი-პირადი მცველი იანა ვოლკოვა.



2019 წელს გარდაიცვალა შოუს ორი მონაწილე -3 თებერვალს იჟევსკში გამართული კონცერტის შემდეგ დაიღუპა რეპერი კირილ ტოლმაცკი(ფსევდონიმი-დეცლი), ხოლო 16 მარტს გარდაიცვალა მომღერალი და მსახიობი იულია ნაჩალოვა.


რაც შეეხება სხვა სეზონის მონაწილეებს ცოცხალი აღარ არის შოუს კიდევ 5 მონაწილე(მთლიანობაში 9)ესენი არიან რეჟისორი, მსახიობი და სცენარისტი სერგეი ბოდროვი, გარდაიცვალა 2002 წლის 20 სექტემბერს, 30 წლის ასაკში.იგი ზვავის ქვეშ მოყვა ჩრდილოეთ ოსეთში ფილმის გადაღების დროს.ვერა გლაგოლევა, რეჟისორი და მსახიობი, გარდაიცვალა 2017 წლის 16 აგვისტოს კუჭის კიბოთი, 61 წლის ასაკში.როკ მომღერალი და კომპოზიტორი კრის კელმი, გარდაიცვალა 2019 წლის 1 იანვარს 63 წლის ასაკში, მწერალი სერგეი საკინი, გარდაიცვალა 40 წლის ასაკში, გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია, უგზო-უკვლოდ დაიკარდა 2017 წლის ნოემბერში და გარდაცვლილი აღმოაჩინეს 2018 წლის 4 მაისს იაროსლავლის ოლქში და ტელეწამყვანი სერგეი სუპონევი, გარდაიცვალა 2001 წლის 8 დეკემბერს, 38 წლის ასაკში თოვლმავალი Yamaha-თი ავარიის შედეგად.

image

აღსანიშნავია, რომ იგივე კანონზომიერება შეამჩნიეს რუსულ ტელე-შოუ "ექსტრასენსთა ბრძოლა"-ში, რომლის 7 მონაწილე გარდაიცვალა

0
373
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0