x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
"ნერვებს გაუფრთხილდით" - ინგა გრიგოლია აღშფოთებულ საზოგადოებას მიმართავს
image
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში საზოგადოების იმ ნაწილს პასუხობს, რომელმაც ჟურნალისტი პრეზედენტ სალომე ზურაბიშვილის ინტრვიუს შემდეგ გააკრიტიკა.


მისი თქმით, ის ადამიანები, გაბრაზებული რომ თაგავენ ინტერვიუს შემდეგ, საინტერესოა რას იტყვიან ერთ დღეს პრეზიდენტს ივანიშვილი რომ გაუნაწყენდეს.


გრიგოლია საზოგადოებას მოუწოდებს ნერვებს გაუფრთხილდნენ და მადლობას უხდის იმისთვის, რომ მისი მაყურებლები არიან.


"ის აღშფოთებული ადამიანები, პრეზიდენტს როგორ შეჰბედე შეკამათებაო, შე უზრდელო და ტუტუცოო, შე ხეპრე და გაუნათლებელოო, გაბრაზებულები რომ მთაგავენ. ერთ მშვენიერ დღეს, პრეზიდენტს რომ გაუნაწყენდეს ივანიშვილი, როგორც მარგველას, მერე რას იტყვიან ნეტა? მადლობა, რომ გვიყურეთ და ნერვებს გაუფრთხილდით, მე კი საინტერესო ინტერვიუები ნუ მომიშალოს ღმერთმა"- წერს გრიგოლია.



19 მარტს "ტვ პირველის" ეთერში გავიდა ინტერვიუ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პრეზიდენტს რამდენიმე საკითხში შეეკამათა, რამაც საზოგადოებას აღაშფოთა. აღსანიშნავია რომ ეს იყო სალომე ზურაბიშვილის პირველი ინტერვიუ, პრეზიდენტის რანგში.

image




0
2236
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
2236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0