x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
იცოდე საიდან მოდიხარ - საქართველო III – IV საუკუნეებში

image

III საუკუნეში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება ქართლის სამეფოს საგარეო პოლიტიკაში . მართალია ქართლის მესვეურები დასავლურ ორიენტაციაზე მტკიცეთ დგანან და 298 წლის ნასიბინის ზავით ქართლზე პოლიტიკურ გავლენას რომი ინრჩუნებს, მაგრამ ირანს კავკასიაში გაბატონების მცდელობაზე ხელი არ აუღია და ახალი შეტევებისთვის ემზადებოდა .

III საუკუნისთვის ირანის დასავლეთ მეზობელ ქვეყნებში და თვითონ ირანშიც ქრისტიანობა ფართოდ იყო გავრცელებული აქ ბევრგან საეპისკოპოსო კათედრებიც არსებობდა, მაგრამ მას შემდეგ რაც რომის იმპერიაშიქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა, ირანის შაჰის კარმა მკვეთრად შეიცვალა დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ . თუკი ადრე ირანი მფარველობდა ქრისტიანობას, ამის შემდეგ მან დაიწყო ქრისტიანები დევნა და მის საპირისპიროდ მაზდეანობის ძალით დანერგვა . ქართველი პოლიტიკოსები არჩევდნენ შეენარჩუნებინათ შორეულ რომზე ნომინალური დამოკიდებულება, ვიდრე მეზობელ ირანის ბატონობის ქვეშ ყოფილიყვნენ . ამრიგად ქრისტიანობის თუ მაზდეანობის მიღება არმიღებამ სერთაშორისო პოლიტიკური შინაარსი შეიძინა .

საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება I საუკუნიდან იწყება და პირველ მოციქულებად თვით იესო ქრისტეს მოწაფეები - წმ. ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი გვევლინებიან, სიმონ კანანელი საქართველოშია გარდაცვლილი და აქვე ანაკოფიაში დაკრძალეს, ამ დროიდან საქართველოშითანდათანობით ვრცელდება ქრისტიანობა . არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა რომ, მდინარე მტკვრისა და ქსნის შესართავთან არსებობდა ქალაქი ნესტაგისი , რომლის საცხოვრებელ კომპლექსში აღმოჩენილია მცირე ზომის ეკლესიები, რომლებიც III საუკუნით თარიღდება . ქართლში მცხოვრებ ებრაელებს გარკვეული კონტაქტები ჰქონდათ თავიანთ იერუსალიმელ-პალესტინელ თანამოძმეებთან და, როგორც ცნობილია, სწორედ მცხეთელ ებრაელებს ჩამოუტანიათ - ქრისტეს კვართი , რომელიც დაკრძალული იყო, იმ ადგილას სადაც მოგვიანებით აშენდა სვეტიცხოველი .

0
56
შეფასება არ არის
ავტორი:vako123
vako123
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0