x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მაკოლეი კალკინი: «მაიკლი დიდებული ადამიანი იყო. ჩვენ ერთ საწოლში გვეძინა...»

«ნევერლენდის დატოვება» (Leaving Neverland) – არის დოკუმენტური ფილმი ორი მამაკაცის შესახებ, რომლებიც ბავშვობის ასაკში ხშირად სტუმრობდნენ მ. ჯეკსონს და როგორც ამბობენ, ისინი სისტემატურად იყვნენ პოპ-მეფის მხრიდან სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი. მათმა შოკის მომგვრელმა აღიარებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. მომღერლის თაყვანისმცემლებმა ფილმის რეჟისორი და მისი მთავარ გმირები – 40 წლის ჯეიმს სეიფჩაკი და 36 წლის უეიდ რობსონი სიცრუეში დაადანაშაულეს, რომელზეც პასუხს, 2009 წელს გარდაცვლილი ვარსკვლავი, ვერ გასცემს.

თუმცა, გამოჩნდა ადამიანი, რომელიც თითქმის იმავე ასაკის (38 წლის) არის, რაც აღნიშნული ფილმის გმირები და ის ნევერლენდის რანჩოს ასევე ხშირად სტუმრობდა.


image


მაკოლეი კალკინი მსოფლიომ საშობაო ფილმის – «მარტო სახლში» (1990) შესრულებული როლის შემდეგ გაიცნო, მაგრამ ამ ფილმამდე, მის კარიერაში კიდევ 4 ფილმი იყო. მას 5 წლის ასაკიდან იღებდნენ და მან მაიკლი უფრო ადრე გაიცნო, ვიდრე ეკრანებზე «მარტო სახლში» გამოვიდოდა. ხოლო, ფილმის პრემიერის შემდეგ, მომღერალმა პატარა ვარსკვლავს დაურეკა და თავისთან მიიწვია.

«ის ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი ადამიანი და ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. მე ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც პოპულარული გავხდი, — იხსენებს კალკინი. – ეს ადვილი არ იყო და მაიკლს ჩემი დახმარება უნდოდა. ჩვენ თითქმის ერთი გზა გავიარეთ და მას კარგად ესმოდა ჩემი. სახელი, სტრესი, რთული ოჯახური ურთიერთობა... ის ყოველთვის გვერდით იყო. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ არასრულწლოვანი ვიყავი და ჩემ მიერ გამომუშავებულ ფულს მშობლები განკარგავდნენ. მათი სახელები იყო ჩემს საბანკო ანგარიშებზე. ხოლო, როდესაც დაშორება გადაწყვიტეს, მშობლებმა ჩემ გამო ბრძოლა დაიწყეს. ისინი უეცრად მიხვდნენ, რომ ზრუნვა მესაჭიროებოდა. ნეტავ, რატომ?..» – ამბობს მსახიობი.


image


შესაძლებელია, მაკოლეის და მაიკლის ახლო ურთიერთობა, 22 წლის ასაკობრივი სხვაობის გამო ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ მსახიობი ამტკიცებს, რომ მათ მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდათ. ის აღნიშნავს, რომ ჯექსონი ყოველთვის «ემოციურად ახალგაზრდა» იყო და ის ბავშვებთან ურთიერთობით, თამაშით, მათი ენერგიულობით ტკბებოდა. და მიუხედავად იმისა, რომ მომღერალს არაერთ ცოდვას მიაწერენ, კალკინს უჩვეულო არაფერი შეუმჩნევია.

2005 წელს, როდესაც მომღერალს სექსუალური ძალადობის ბრალდება წაუყენეს, მაკოლეი დაცვის მხარის მოწმე იყო. კალკინმა სასამართლოზე განაცხადა, რომ მომღერალთან, ერთ საწოლში, «მაქსიმუმ» 10-ჯერ ეძინა:

«მაიკლი დიდებული და მხიარული ადამიანი იყო. ჩვენ ერთ საწოლში გვეძინა, მაგრამ ჩვენს შორის არაფერი ყოფილა. ჯექსონი სულის სიღრმეში ისევ ბავშვი იყო და მას სხვა ბავშვების დახმარება და მათზე ზრუნვა უყვარდა (მომღერალს ბავშვთა დახმარების ფონდებში და საბავშო საავადმყოფოებში 600 მლნ. დოლარზე მეტი აქვს გადარიცხული. რედ.)».

მსახიობმა ისიც გაიხსენა, რომ მსგავსი ჭორი მასზე და ჯექსონზე მის ბავშვობაშიც გავრცელდა და მიუხედავად იმისა, რომ ამ ხმებს მომღერალი, თავად მაკოლეი და მისი მშობლები უარყოფდნენ, ჟურნალისტები მათ არ უჯერებდნენ და სკანდალური სტატიების გამოქვეყნებას აგრძელებდნენ.

«მაიკლის გვერდით თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობდი. ის საოცარი ადამიანი იყო და ეს მის ბუნებრივი მდგომარეობას წარმოადგენდა» – აცხადებს მაკოლეი.


image

imageმსახიობსა და მომღერალს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდა, როდესაც მაკოლეი ჯექსონის ქალიშვილის, პერის ნათლია გახდა. როგორც ის ამბობს, გოგონა საკუთარი შვილივით უყვარს და მზად არის, ის «ბოლომდე დაიცვას».

პერისი ახლა 20 წლის არის და ზემოთ ხსენებული დოკუმენტური ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა – ვენები გადაიჭრა. საბედნიეროდ, გოგონას დახმარება დროზე აღმოუჩინეს და ყველაფერი კარგად დასრულდა (რედ.).


image


P. S. მაიკლ ჯექსონის ოჯახმა, ტელეკომპანია HBO-ს წინააღმდეგ, რომელმაც დოკ. ფილმი გადაიღო, სარჩელი აღძრა და მორალური ზიანის კომპენსაციის სანაცვლოდ 100 მლნ. დოლარი მოითხოვა.

სასამართლოში სარჩელი აღიძრა «ნევერლენდის დატოვების» მთავარი გმირების – ჯეიმს სეიფჩაკის და უეიდ რობსონის წინააღმდეგაც. მათ მომღერლის ფრანგი ფანების სამი ჯგუდი – MJ Street, Michael Jackson Community და On The Line უჩივის. მოსარჩელეების განცხადებაში ნათქვამია, რომ ფილმის გმირები მაიკლ ჯექსონის ხსოვნას შეურაცხყოფენ, ხოლო მისმა შემქმნელებმა უდანაშაულობის პრეზუმპცია დაარღვიეს. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ფილმში, მომღერლის წინააღმდეგ, საფუძველს მოკლებული ბრალდებები ჟღერს.

და კიდევ, ბევრს არ ასვენებს კითხვა: თუ რატომ ეძინა ზრდასრულ მამაკაცს პატარა ბავშვებთან ერთად, ერთ საწოლში?

პასუხი კი არც ისე რთული მისახვედრია: ძილის წინ პატარებთან საუბრით, მას საკუთარი ბავშვობის დაბრუნება უნდოდა, იმ ბავშვობის, რომელიც არასდროს ჰქონია... (რედ.)


imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


imageimageimageimage



0
519
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
519
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0