x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გრიგოლ გეგელია:"ჩვენ ვართ შეუმდგარი სახელმწიფო"
image

ქართველმა ისტორიკოსმა, პოლიტიკოსმა. კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ- პროფესორმა და ლექტორმა გრიგოლ გეგელიამ ტელეკომპანია TV Pirveli -ის გადაცემა "ხალხის პოლიტიკაში" თემაზე "რუსული ოკუპაცია" შემდეგი მოსაზრება გამოთქვა:


"ჩვენ ვართ შეუმდგარი სახელმწიფო... ნაცვლად იმისა, ჩვენ ვსაუბრობდეთ განვითარებაზე და გაძლიერებაზე, მურუსიძისა და ჩინჩალაძის ავკარგიანობაზე ვლაპარაკობთ და დავდივართ წრეზე! აი, ეს სახელმწიფო ვართ დღეს ჩვენ, რომელიც იოტისოდენა ძალისხმევასაც კი არ იჩენს, რომ განვითარდეს!


დიციდან რამდენ ადამიანთან მისაუბრია, რომელიც ამბობს, რომ თავის ბაღებს ვერ რწყავს. დარწმუნებული ვარ იგივე პრობლემაა ხურვალეთში...შეიძლება რომ ამდენი წლის თავზე საირიგაციო სისტემა არ გვქონდეს გაკეთებული? ჩვენ რომ გვქონდეს ელემენტარული ღირსება ამ ქვეყანაში, ამ ხალხისთვის აქამდე საუკეთესო სარწყავი სისტემა უნდა გვეყიდა..."


image

ისრაელმა კომბოსტო და ვარდები მოიყვანა უდაბნოში, ჩვენ კი 26060 მდინარის ქვეყანას თურმე ფული არ გვაქვს რომ დიცში ისეთი სარწყავი სისტემა იყოს, რომლითაც ადგილობრივები იამაყებდნენ. როგორც კი რამეს იტყვი, ისმენ რომ ფული არ გვაქვს, იმავე დროს, ეს არის ქვეყანა სადაც თავდაცვის მინისტრმა 3 წელსა და 4 თვეში 340, 000 ლარი პრემია აიღო!


კითხვა მიჩნდება, თუ რას ნიშნავს ფრაზა, რომელიც პასპორტში წერია: "ამ პასპორტის მფლობელს მფარველობს საქართველო"?! რაში მფარველობს, როდესაც 1100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა ინდუსტრიული შრომისას - უფრო მეტი ვიდრე რუსულ-ქართული ომისას? მშენებლობებს ვერ ვარეგულირებთ, აი ორთაჭალაში რა მოხდა! რომელი რუსისგან უნდა დავიცვათ თავი, როდესაც ბადეები ვერ დაგვიმაგრებია კორპუსებზე?! როცა ხალხი ფეთქდება სახლებში, რადგან ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული?! ეს ყველაფერი შეუმდგარი სახელმწიფოს სხვადასხვა გამოხატულებებია"



0
97
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0