x
მეტი
  • 19.04.2019
  • სტატია:88731
  • ვიდეო:339342
  • სურათი:451202
საბაკალავრო საფეხურის 3-წლამდე და მაგისტრატურის საფეხურის 1-წლამდე შემცირება დადგენილია! - როდის ამოქმედდება?

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე ამბობს, რომ მოკლე ციკლის პროგრამები, რაც საბაკალავრო საფეხურის 3- წლამდე და მაგისტრატურის საფეხურის 1-წლამდე შემცირებას ითვალისწინებს, კანონის საფუძველზე უკვე დადგენილია. თუმცა მისი ამოქმედება წელს არ მოხდება.


image


აღნიშნულზე საუბარი ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო.



“კანონის საფუძველზე ეს უკვე დადგენილია, თუმცა მოკლე ციკლის პროგრამების განხორციელება, მათ შორის პროფესიულის საფუძველზე, რომ ამოქმედდეს ასოცირებული ხარისხი ორწლიანი პროფესიული მიმართულებით, თუმცა ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა უცხოელ ექსპერტებთან, ხარისხის განვითარების ცენტრთან. მოგეხსენებათ, საქართველოს განათლების ხარისხის მიმართულება გადის საერთაშორისო შეფასებას, ველოდებით დასკვნას და, შესაბამისად, ამის შემდეგ დაიგეგმება უკვე პროცესები ჩვენს საგანმანათლებლო პროგრამებში შესატანი ცვლილებების შესახებ. წელს ეს არ ამოქმედდება და ამ ეტაპზე არც კონკრეტული ფაკულტეტები არ ვიცით, რომელსაც ეს შეეხება”, – განაცხადა ირინა აბულაძემ.



როგორც მან აღნიშნა, სულ მალე ძალაში შედის ახალი ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო, რომლის დამტკიცების შემდეგაც, ექსპერტებთან შეთანხმებით, შემუშავდება რეკომენდაციები, რომელი ფაკულტეტები დაექვემდებარება მოკლე ციკლის პროგრამით კვალიფიკაციების მიღებას.




0
92
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0