x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კაცი გამოძახებით-რა სურთ კლიენტ ქალებს?

image

როგორც გაირკვა, სუსტი სქესის წარმომადგენლებს სექსი ნაკლებად აინტერესებთ, მათთვის უპირველესია, გვერდით ჰყავდეთ კავალერი სხვადასხვა ადგილებში ვიზიტის დროს.


ბრიტანელმა მამაკაცმა, რომელიც ესკორტ-მომსახურეობით არის დაკავებული, პორტალ LADbible-ს მოუთხრო, თუ რა ძირითადი მოთხოვნილებები აქვთ მის კლიენტებს.


"კაცი გამოძახებით"-ამ სფეროში უკვე უკვე სამი წელია მუშაობს, ამ არაჩვეულებრივ პროფესიაზე არჩევანი იმიტომ შეაჩერა, რომ უყვარს ქალები და ავანტიურა, პირველი შეკვეთა მუშაობის დაწყებიდან ორ კვირაში მიიღო.


როგორც თვითონ აცხადებს, ამ სამი წლის განმავლობაში მოიარა ევროპის ქვეყნები და ჩრდილოეთ ამერიკა, თვითონ არ აფიშირებს ამ "დამატებით შემოსავალს", რადგან აქვს მუდმივი სამსახური, მხოლოდ უახლოესმა მეგობარმა იცის, კიდევ რითაა იგი დაკავებული.მისი თვიური შემოსავალი 4 ათასიდან 10 ათას ფუნტ სტერლინგამდე ვარირებს.



როგორც თვითონ აღნიშნავს, კლიენტების უმეტესობას არ აინტერესებს ინტიმური კავშირი, ქალების ძირითადი სურვილია სხვადასხვა ღონისძიებებზე, წვეულებებზე ან შეხვედრებზე გვერდზე ახლდეს მამაკაცი, თუმცა იშვიათად, მაგრამ ხანდახან არის ინტიმური კავშირის სურვილიც.

image

რაც მთავარია მამაკაცმა გამოცემას მოუთხრო კლიენტებზე, რომლებიც ყველაზე უცნაური თხოვნებით გამოირჩეოდნენ.


მაგალითად ერთმა ბიზნესვუმენმა სთხოვა ყოფილიყო მისი "პერსონალური მწვრთნელი", რამაც მოაგონა სცენა ფილმიდან "გრეის ორმოცდაათი ელფერი "(Fifty Shades of Grey)


იყო შემთხვევები, როდესაც მან უარი თქვა სექსზე ქმრის თანდასწრებით, იყო ერთი კლიენტიც, რომელიც "საქმის დროს" სთხოვდა ეყნოსა წინდებისთვის და ბოტებისთვის.

image



აგრეთვე უარი განაცხადა Skype-ით სექსზე, რომელიც კლიენტის ქმრისთვის იყო გათვალისწინებული.

image

მაგრამ ბრიტანელ მამაკაცს ბევრი კარგი რამ აქვს უფრო მოსაგონარი და გადახდენილი, მაგალითად დასვენება მალდივის კუნძულებზე, სადაც 18 მხიარული დღე გაატარა, ან ვეგასში, როდესაც დიდი კანიონის თავზე ვერტმფრენით იმგზავრა.

"უწინ მსგავსი რამ არც დამესიზმრებოდა" განაცხადა მან.



(სტატიაში გამოყენებულია კადრები ფილმიდან "კაცი გამოძახებით"(1999)

0
515
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
515
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0