x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
რეპერ ლილ უეინს "ვეტმანის" "შოთა, ვაჟა და გალაკტიონი" აცვია
image

დემნა გვასალიას ინოვაციური იდეები მსოფლიო მასშტაბით დიდი ხანია ცნობილია.

ქართველმა დიზაინერმა 90-იანების "კროქსები" და ე.წ. ბაზრობის ჩანთები ამერიკულ და ევროპულ ბაზარზე წარმატებით გაიტანა .

მისი მაისურები წარწერით "უფალო შეგვიწყალე" ასევე დიდი წარმატებით გაიყიდა და არაერთმა ვარსკვლავმაც აიტაცა.


ამჯერად მსოფლიო "ვეტმენის" ახალმა ქურთუკმა აალაპარაკა.

ოთხი გრემის მფლობელი ამერიკელი რეპერი ლილ უეინი სცენაზე ქართული წარწერებით დამშვენებული ქურთუკით ავიდა. ჯინსის ქურთუკს ქართულ ენაზე აწერია სიტყვები -"შოთა, ვაჟა, გალაკტიონი" ასევე "სოხუმი93", მარცხნივ კი ლექსი "მე და ღამე".

ქურთუკი "ვეტმანის" გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექციიდანაა და 2035 გირვანქა სტერლინგი ღირს . ლარში მისი ფასი 7122 ლარი იქნება.

0
71
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0