x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფილმი 4 წლის ბიჭზე, რომელსაც კონკიად ყოფნა უნდა...
ბოლო ათწლეულებია სხვადასხვა მწვავე პრობლემა არსებობს...

ბუნებაში მრავალნაირი ფსიქიკური გადახრა არსებობს, მათ შორის:

კანიბალიზმი, პედოფილია, მიცვალებულის მიმართ სქესობრივი

ლტოლვა... სხვისი წამებით სიამოვნების მიღება.


ფსიქიკური გადახრების გარდა, არსებობს რიგი პრობლემები,

რაც საზოგადოებაში ბოლო პერიოდია, დგას.

ამ პრობლემებს შორის ცალკე შეიძლება გაიმიჯნოს

ადამიანების გენდერული იდენტობის აღქმის საკითხი,

არა მარტო უცხურ, არამედ ქართულ საზოგადოებაშიც აშკარად

იჭრება ეს საკითხი არცთუ ისე სუსტი ძალით.

ამ თემატიკას ეხმიანება ახალი ამერიკული ფილმი 4 წლის ბიჭზე,

რომელსაც კონკიად ყოფნა უნდა.

image

კლერ დენსი ოქტავია სპენსერთან და ჯიმ პარსონსთან ერთად ახალ დრამაში მონაწილეობს.

ალექსს (კლერ დენსი) და გრეგს (ჯიმ პარსონსი) ოთხი წლის ბიჭი ჯეკი ჰყავთ, რომელიც სუპერგმირების ნაცვლად, კონკიად ყოფნაზე ოცნებობს და საკუთარ თავს გოგოდ აღიქვამს.

მშობლებს პრობლემების დაძლევასა და ჯეკს საკუთარი გენდერული იდენტობის აღქმაში მისი სკოლის დირექტორი ჯუდი (ოქტავია სპენსერი) ეხმარება.


ამერიკელები მსოფლიოს ახალ რეალობას სთავაზობენ, ანუ სინამდვილის გამ-რუდებულ აღქმას, მათ საშინელებათა ფილმებში ვამპირები დადებით გმირებად წარმოგვიდგებიან. გადასარჩენად და დანარჩენ ე.წ. ბოროტ ვამპირებისგან თავდასხმის ასაცილებლად ამ ე.წ. კეთილ ვამპირებს საკუთარი ნებით ჭყიპავენ საკუთარი ან საკუთარი ახლობლების სისხლით.

რაც შეეხება ამ ფილმს, რეალობას ნადვილად ასახავს, თუმცა რამდენად სასარგებლოდ და სწორად აღქმული იქნება საზოგადოების მხრიდან, ეს დასაფიქრებელი საკითხია.






1
111
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
111
  
ეგრეა ზუსტად - "ამერიკელები მსოფლიოს ახალ რეალობას სთავაზობენ, ანუ სინამდვილის გამრუდებულ აღქმას" და თუ არ ეთანხმები, ვაი შენი ბრალი - ხარ სექსისტი, რასისტი, და რა ვიცი კიდევ რაღანაირი "ისტი", მოკლედ კაი არაფერი. 4 წლის ბიჭს კონკიობა უნდა, ხოლო ამავე ასაკის ან ცოტა უფროსი გოგოები სხვადასხვა მულტფილმებში, ტომ სოიერსა და ჰეკ ფინს რომ არ დასიზმრებია, ისე "ცელქობენ",... კი არადა თავზე ამხობენ ყველას ყველაფერს - და რა მოხდა მერე? სადღაა ქალის კდემამოსილება და სინაზე, ჯანდაბას - ამერიკელებს არ ვჩივი, ჩვენი ქალების სადაა?
0 1 1