x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სკუმბრია – 3 უგემრიელესი რეცეპტი

image
ჩვენთან სკუმბრია გაყინული სახით იყინება და ვიდრე მომზადებას დაიწყებთ, მისი გადნობა არის საჭირო. გადნობის წესი კი ასეთია: თუ გინდათ, რომ თევზი არ ჩაიშალოს და სტრუქტურა შეინარჩუნოს, ის მაცივარში უნდა გაადნოთ, საყინულიდან ყველაზე შორს მდებარე თაროზე და არა ოთახის ტემპერატურაზე, ან უკიდურეს შემთხვევაში, თუ გეჩქარებათ, შეგიძლიათ ცივ წყალში მოათავსოთ.


I. სკუმბრია პომიდვრის სოუსით


image


ინგრედიენტები:


სკუმბრია – 2 ცალი

ნიორი – 2 კბილი


ბულგარული წიწაკა – 1 ცალი

პომიდორი – 5 ცალი (ან ტომატი – 200 მლ. + წყალი 200 მლ.)

ზეთი – 2 ს. კ.

რბილი ყველი – 4 ნაჭერი

ფქვილი – 0, 5 ჭ.

მარილი, პილპილი – გემოვნებით

ოხრახუში – 6 ძირი

ზეთი – შესაწვავად


მომზადება:


1. გაასუფღავეთ სკუმბრია: მოაცილეთ თავი, ფარფლები, კუდი, შიგნეულობა და გარეცხეთ > ააჭერით ფილე.

2. ერთმანეთს შეურიეთ მარილი და პილპილი > წაუსვით თევზს > ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ზეთში.


image


3. დაჭერით ნიორი წვრილად, ბულგარული წიწაკა კუბიკებად > მოთუშეთ 2 ს. კ. ზეთში > დაამატეთ ქერქგაცლილი და დაჭრილი პომიდორი ან წყლით გაზავებული ტომატი > როდესაც წამოდუღდება, დაამატეთ დაჭრილი მწვანილი.

4. ჩააწყეთ ტაფაში თევზი > ზემოდან დაალაგეთ ყველის თხელი ნაჭერი > დაახურეთ სახურავი ჰერმეტულად > გადმოდგით ცეცხლიდან.

5. კერძი მზად, ყველის გადნობის შემდეგ იქნება.



II. ღუმელში გამომცხვარი სკუმბრია


image


ინგრედიენტები:


სკუმბრია – 2 ცალი

დაფქული პაპრიკა (ტკბილი) – 1 ჩ. კ.

ხმელი ნიორი – 2 ჩ. კ.

მარილი – გემოვნებით

ხმელი კამა – 1 ჩ. კ.

ზეითუნის ზეთი – 3 ს. კ.


მომზადება:


1. გაასუფღავეთ სკუმბრია: მოაცილეთ თავი, ფარფლები, კუდი, შიგნეულობა და გარეცხეთ > ააჭერით ფილე.

2. მოაყარეთ მარილი ორივე მხარეს

3. მარინადის მოსამზადებლად, ერთმანეთს შეურიეთ სანელებლები და ზეთი > მიღებული ნაზავი წაუსვით ფილეს ორივე გვერდიდან და მოათავსეთ საცხობ ფორმაში, კანით ზევით > გააჩერეთ 1 საათი ოთახის ტემპერატურაზე.


image


4. გამოაცხვეთ 200 °C-ზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში, 20 წთ.

5. გარნირი, სურვილის მიხედვით: შეიძლება იყოს მდნარი ყველი, შემწვარი კარტოფილი ან სოკოს კერძი, ბოსტნეულის სალათი ლიმონის წვენით...



III. სკუმბრია ხახვის მარინადით


image


ინგრედიენტები:


სკუმბრია – 2 ცალი

თევზის სანელებლები – 1 ს. კ.

მარილი – 1 ს. კ.

შაქარი – 1 ჩ. კ.

ზეთი – შესაწვავად, იმდენი რომ ტაფის ძირი დაიფაროს

პურის და სიმინდის ფქვილი – პროპორციით 1:1, ამოსავლებად


მარინადისთვის:


ხახვი – 2 ცალი

ლიმონი – 1 პატარა ან ნახევარი დიდი

დაფქყლი შავი პილპილი – 1 ს. კ.

მარილი – 1 ჩ. კ.

შაქარი – 1 ჩ. კ.

ზეითუნის ზეთი – 2 ს. კ.


მომზადება:


1. გაასუფღავეთ სკუმბრია: მოაცილეთ თავი, ფარფლები, კუდი, შიგნეულობა და გარეცხეთ > ააჭერით ფილე.

2. შეურიეთ ერთმანეთს თევზის სანელებლები, მარილი და შაქარი > მიღებული მარინადი მოაყარეთ ფილეს ორივე გვერდიდან.

3. შეურიეთ ერთმანეთს ფქვილის 2 სახეობა და ამოავლეთ თევზის ფილე.


image


4. ზეთი ჩაასხით ტაფაში და კარგად რომ გაცხელდება, ჩააწყეთ ფილე კანით ზევით > შეწვით თავსახურის გარეშე > როდესაც გადააბრუნებთ, სახურავი დაახურეთ და ისე გააგრძელეთ შეწვა.

5. ვიდრე თევზი იწვება, მოამზადეთ მარინადი: შეურიეთ ერთმანეთს მშრალი ინგრედიენტები > დაამატეთ ლიმონის წვენი და ზეთი > კარგად შეურიეთ ერთმანეთს > დაჭერით ხახვი რგოლებად > დაამატეთ უკვე გამზადებული სანელებლების ნაზავი.

6. მოათავსეთ შემწვარი თევზი დიდ საინზე, კანით ქვევით და თანაბრად გაანაწილეთ მარინადი ზემოდან.

7. სუფრაზე მიტანამდე, გააჩერეთ 30 წთ.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageimageimageimage






0
1046
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1046
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0