x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
გადმოვიდნენ რუსები- ხმა არ გაიღო არავინ, ადამიანები მოიტაცეს - ისევ არაფერი, კიდევ მოიტაცეს - ისევ შერჩათ
image

"იმედის კვირა"-ს ვუყურე.
ნახეთ, მე რუსეთუმე ხელისუფლების რუსეთუმე არხი კი არა ვარ, კვარაცხელიაზე სიუჟეტი გავაკეთე, მაგრამ ხურვალეთში არ შემოსულა რუსი, ევროკავშირის სადამკვირებლო მისიამ ასე თქვა: - მძიმე ექსესები არ ყოფილაო.
და მსუბუქი ექსესები იყო, აბა?
ექსესი ექსესია და მძიმე რომ არ იყო და რომ არ დავუხოცივართ ჯერ - ეგ კვარაცხელიას ოჯახს ჰკითხე, იმედი.

ციხელაშვილი ალაპარაკეს - ხოდა, მინისტრმა მზარდი კონტაქტები გვაქვს ბოლო წლებშიო - რატომღაც ჟურნალისტს აზრად არ მოუვიდა ეკითხა - მზარდი კონტაქტების ფონზე, გზა და კვალი როგორ ჩაიკეტა გალთან, მზარდი კონტაქტების ფონზე, ადამიანების გატაცება რატომ გამრავლდა...

ისევე, როგორც, აზრად არ მოუვიდა, დაესვა კითხვა: თუ არაფერი ხდებოდა ხურვალეთში, რატომ არ შეუშვეს 15 რიცხვში ჟურნალისტები, თუ არა, ოპერატორები მაინც - სად არის 15 მარტს გადაღებული ვიდეოები? - არ არის? უი, რატო?


აზრად არ მოუვიდა, ეკითხა, ევროკავშირის სადამკვირებლო კომისიის განცხადების მერე, რატომღა შედიოდა სადამკვირებლო ეკიპაჟი ეკიპაჟზე სოფელში.

რატომ ჩაინიშნა სასწრაფო შეხვედრა 15 მარტს.

რატომ აღარ უშვებენ დღემდე სოფელში აქტივისტებს?

მართლა ჰგონიათ, რომ აქტივისტების, უიარაღო აქტივისტების გამო ჩააყენა ხურვალეთში ჯარი რუსეთმა?
და თუ ეს ასეა, როგორ ფიქრობს, იმედი, კარგი ფაქტია, რუსეთი გკარნახობდეს, საქართველოს რომელ სოფელში შეგვიძლია უიარაღო ადამიანებს ჩასვლა და რომელში - არა?

უიარაღო ადამიანების გადაადგილება თუა შეზღუდული ქვეყანაში - ჯარის გადაადგილებას სულ ვერ შევძლებთ და სულ ოკუპირებულნი ვყოფილვართ - მაშინ.

და ამ ყველაფრის შემდეგ, ჟურნალისტს არ გაუჩნდა სურვილი, გამოეყენებინა შანსი და მინისტრისთვის და ევროკავშირის სადამკვირებლო კომისიისთვის ეკითხა - რატომ მოგვატყუეს...

არ გაუჩნდა სურვილი, ციხელაშვილისთვის ეკითხა, რას ნიშნავდა მაშინ მისი განცხადება, რომ რუსები კი გადმოვიდნენ, მაგრამ ისევ გადავიდნენ...

არ გაუჩნდა სურვილი ეკითხა გორის მერისთვის - რას ნიშნავდა მისი განცხადება, რომ ასე გადმოდიან, კაცო, რუსები, გზა ეშლებათ.

თქვენ რა უფლება გაქვთ კვარაცხელია ახსენოთ, ოთხოზორია, ტატუნაშვიული?
იცით, რატომ დაიღუპნენ ეს ბიჭები?
რატომ მოკლეს, იცით?
გადმოვიდნენ რუსები- ხმა არ გაიღო არავინ, ადამიანები მოიტაცეს - ისევ არაფერი, კიდევ მოიტაცეს - ისევ შერჩათ...
ამიტომ მოკლეს, ჩვენი მთავრობის უმოქმედობის და თქვენნაირი კარის ჟურნალისტების გამო!

ისე, რომ იცოდეთ, როცა კვარაცხელია მოკლეს, სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი კი არ გამოიძახეს, როგორც თქვენ გვატყუებთ, არა - ერთი ექიმი მიიყვანეს, ერთი, საქმის შემკერავი ექიმი.

და რა უფლებით არ ახსენეთ ლევან ძაძუა, რომელიც ჯერ კიდევ ტყვეობაშია? ციხელაშვილი ჩაწერეთ და ძაძუაზე არ ჰკითხეთ? - ტფუი.

პატარკაციშვილის მკვლელობის საქმე თაროზე გვედოო პროკურატურამ და ხმა არ გაგიღიათ...
იმედის დარბევის საქმეზე, ახლა, 2019 წელს მისცა ჩვენება თარგამაძემ - 7 წლის მერე - უთავმოყვარეებო.

ჩემმა შვილმა ბათუმიდან დამირეკა 15 მარტს - დე, დენი გამოგვირთეს, რომ ვერაფერი გაგვეგო და მერე დენი რომ ჩართეს, უკვე ტელევიზიით ლაყბობდნენ, რომ არაფერი ხდებაო...
14 წლისაა.
ლაყბობდნენო!
როდის ამას იქეთ ეწოდება ლაყბობას ჟურნალისტიკა, როდის ამას იქეთ?!

პ.ს. მადლობა ბორჯღალოსნებს, ჩემი გაუყიდელნი, ჩემი უპირობო პატრიოტები, ჩემი შეუფასებელნი.image

0
137
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0