x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ვწერ ბიჭზე, რომელმაც თან წაიღო სულ ყველაფერი - ნახეთ, რას წერს გარდაცვლილი ბაიკერის მეუღლე
13 მარტს, ავტოსაგზაო შემთხვევას ოზურგეთში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა, რომლის დროსაც ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მავალი 2 მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლეტი შეეჯახნენ.


მსუბუქი ავტომანქანის მძღოლებმა მცირე დაზიანებები მიიღეს, მოტოციკლეტის მძღოლი, 25 წლის მამუკა ნაცვალაძე კი ადგილზევე გარდაიცვალა.


გარდაცვლილი მამუკა ნაცვალაძის მეუღლე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს.


"რამდენიც არ უნდა ვეცადო, ალბათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვერ ვიპოვი საჭირო სიტყვებს და ალბათ ამ ფორმით ამ თემასაც აღარ შევეხები...


გაუაზრებლად, გაყინული და არ ვიცი საიდან მოსული ძალით ვწერ ბიჭზე, რომლის ჩემს ცხოვრებაში არსებობისთვისაც სამყაროში არსებულ ყველა ძალას ყოველდღე მადლობას ვუხდიდი და ვფიქრობდი (ახლაც ვფიქრობ), რომ მე მისი ღირსი არ ვიყავი და არ ვიმსახურებდი...


ვწერ ბიჭზე, რომელმაც დამავიწყა აქამდე არსებული ყველაფერი ცუდი და რამდენიმე თვეში მომცა იმაზე მეტი, რასაც ყველაზე თამამად ბედნიერ ოცნებაშიც კი ვერ დავსახავდი...


ვწერ ბიჭზე, რომლისთვისაც სიცოცხლის დათმობაც უყოყმანოდ შემეძლო და რომ შეიძლებოდეს ახლაც სიხარულით გავაკეთებდი იგივეს...


ვწერ ბიჭზე, რომელიც ქარიშხალივით შემოვარდა ჩემს ცხოვრებაში, დამაყარა თავზე ყველა სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, ერთად აღებული და ასევე ქარიშხალივით წავიდა და თან წაიღო სულ ყველაფერი, ყველაფერი ერთი „პატარა“ ბედნიერების გარდა. რისთვისაც ვაგრძელებ სიცოცხლეს და რისთვისაც ვეცდები, რომ ყველაფერი შევძლო...


იმისთვის არ ვწერ, რომ კიდევ ერთხელ თანაგრძნობა გამოვიწვიო, ისედაც ვიცი და დარწმუნებული ვარ. არც იმისთვის, რომ გაგაცნოთ ბიჭი, რომელმაც ჩემი ცხოვრება თავისი გამოჩენით თავდაყირა დააყენა და ამქვეყნად ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაგრძნობინა თავი... ჰო, ყველაზე ბედნიერ და სრულყოფილ ადამიანად...

უბრალოდ, ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამდენი სიყვარულის, სითბოსა და გვერდში დგომისთვის...

მაპატიე, ეს შენთვის საძულველი დიდი და საჯარო პოსტი და ყველაზე დიდი მადლობა შენ უნდა გითხრა, ჩემო ... მადლობა, წარმოუდგენლად ბედნიერი დღეებისთვის, მადლობა შენი ჩემს ცხოვრებაში არსებობისთვის და მადლობა იმისთვის, რომ სიკვდილის უმცირესი შიშიც გამიქრე და გპირდები, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარ შეხვედრას შეძლებისდაგვარად მშვიდად დაველოდები..."- წერს მამუკა ნაცვალაძის მეუღლე.



image

0
722
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
722
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0