x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ყველაზე სახიფათო ძილის პოზა

image
ძილში ჩვენ სხეულის პოზიციას 15 - 25 ჯერ მაინც ვიცვლით, ეს რაოდენობა კი, 50 იმ შემთხვევაში აღწევს, თუკი ადამიანი სტრესის ქვეშ იმყოფება. ძილის პოზა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უდიდეს გავლენას ახდენს და ზოგიერთი მათგანი ძილის ხარისხსა და მის ხანგრძლივობაზე არცთუ სასიკეთოდ აისახება. მოდით, ერთად გავარკვიოთ რატომ ითვლება ერთი შეხედვით საკმაოდ "უწყინარი" ძილის პოზები სახიფათოდ და რა ზიანის მოტანა შეუძლიათ მათ ადამიანის ჯანრთელობისთვის.



პოზა - მუცელზე


ეს, ძილისთვის ყველაზე არაჯანსაღი პოზაა, განსაკუთრებით კი, მაღალი რისკის ზონაში 45 წელს გადაცილებული ადამიანები არიან. მუცელზე წოლა იწვევს ტკივილს ხერხემლისა და კისრის არეში, ღრმა და ნაადრევი ნაოჭების გაჩენას სახეზე და ძლიერ ზეწოლას შინაგან ორგანოებზე, რაც საბოლოოდ ნაადრევი ინსულტისა და ინტიმური ზონის არაერთი დაავადების გამომწვევი მიზეზია.


image


პოზა - მჯდომიარე


ძილის ეს პოზა ზიანს აყენებს არა მხოლოდ მალთაშუა დისკებს, არამედ კისრის არეშიც უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, თუ ხშირად გძინავთ ამ პოზაში იცოდეთ, რომ ის შეიძლება სხეულის ცალკეული ნაწილების შეშუპების მიზეზიც კი გახდეს.


image


პოზა - ემბრიონი


ამ პოზაში ძილი განსაკუთრებით ქალბატონებს ხიბლავთ, ის დედის ჩანასახში ნაყოფის დაცულობასთან ასოცირდება. თუკი თქვენ ძილს უპირატესობას სწორედ ამ პოზაში ანიჭებთ, გახსოვდეთ, რომ ის არა მარტო მკერდის ნაადრევ დეფორმირებას, არამედ ფილტვებსა და დიაფრაგმაზეც, უარყოფით გავლენას ახდენს, რაც დროთა განმავლობაში საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არცთუ დადებითად აისახება.


image



პოზა - გვერდზე


ძილის ამ ყველაზე გავრცელებულ პოზას, რამდენიმე მინუსიც აქვს. მარჯვენა გვერდზე ძილმა შეიძლება გულძმარვა გამოიწვიოს, ხოლო მარცხენა მხარეს - კოშმარული სიზმრები. გვერდზე წოლის მაყვარულებმა გაითვალისწინეთ, რომ ეს პოზა საფრთხეს ძირითადად 3 ორგანოს - ფილტვებს, ღვიძლსა და კუჭს უქმნის, ამიტომ უკეთესი იქნება თუ დიდი ხნის განმავლობაში არ დარჩებით ერთ გვერდზე და მხარეს ხშირად შეიცვლით.

image



პოზა - ზურგზე


ზურგზე წოლა ჯანმრთელი ძილისთვის იდეალურად ითვლება. ის ზომიერად ანაწილებს ზეწოლას არა მარტო ხერხემალზე, არამედ უნარჩუნებს მკერდს სიმკვრივეს და ნაოჭების პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა, თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძილის ამ პოზას ერთი ნაკლიც გააჩნია - ხვრინვა.



image

და ბოლოს, მას შემდეგ რაც სასურველ ძილის პოზას შეარჩევთ, რამდენიმე მარტივი რჩევა, რომელიც თქვენს ძილს კიდევ უფრო მშვიდსა და ეფექტურს გახდის. ღრმა ძილი ხომ ჩვენი ჯანმრთელობის და სილამაზის საწინდარია.


1.ძილის წინ საძინებელი ოთახი აუცილებლად გაანიავეთ, ვინაიდან მთელი დღის განმავლობაში ოთახის მიკროკლიმატი საკმაოდ ბინძურდება - გროვდება მტვერი, მავნე მიკროორგანიზმები, განიავება კი, დაგეხმარებათ არა მარტო უსიამოვნო შედეგების თავიდან აცილებაში, არამედ ოთახის ჟანგბადითაც გამდიდრებაში.


2. დაიცავით ტემპერატურის რეჟიმი, ოპტიმალურად 18 დან 24 გრადუსამდე ითვლება.


3. გამორთეთ ყველანაირი ელექტრო მოწყობილობა, რომელიც ოთახის განათებას უზრუნველყოფს.


4. დაწოლამდე, მინიმუმ 1 საათით ადრე, ნუ ისარგებლებთ მობილური ტელეფონით, ნოუთბუქით ან ტელევიზორით. ეკრანის ცისფერი განათება აფერხებს მელატონინის გამომუშავებას (მელატონინი - ძილის ჰორმონი) რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელი ძილისთვის.


5. უპირატესობა მიანიჭეთ 100 % ბამბის ნატურალურ თეთრეულს, ის სხეულისთვის არა მარტო სასიამოვნო, არამედ მშვიდი ძილის ერთ -ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.


0
326
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0