x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოჩვენების მონათხრობის მიხედვით გამოტანილი განაჩენი(კრიმინალური არქივიდან)
image


ზონა ჰისტერი დაიბადა 1873 წელს გრინბრაიერის ოლქში და ჯეიკობ ჰისტერის და მერი ჯეინ რობინსონ ჰისტერის ოჯახში.


მისი ადრეულ ცხოვრებაზე ძალზე მწირი ინფორმაცია არსებობს. ცნობილია, მხოლოდ ის, რომ გაიზარდა ქალაქ რიჩლანდში (დასავლეთ ვირჯინია) და 1895 წელს გააჩინა უკანონო შვილი .

imageფოტოზე: ზონა ჰისტერი

1896 წელს ზონამ გაიცნო ქუჩის მაწანწალა სახელად ედვარდ შუ(სრული სახელი Erasmus Stribbling Trout Shue) რომელიც გრინბრაიერში ჩამოვიდა და იქვე იპოვა სამუშაო .

ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და მალევე დაქორწინდნენ, მიუხედავად ზონას დედის, - მერი ჰისტერის მწვავე პროტესტისა, რომელიც ვერ იტანდა ედვარდს.


image

აღსანიშნავია, რომ ეს ედვარდისთვის მესამე ქორწინება იყო, პირველი გაყრით დასრულდა, ხოლო მეორე ცოლი გაურკვევლ ვითარებაში გარდაიცვალა


თუმცა ცოლ-ქმარს დიდხანს არ უცხოვრიათ ერთად - 1897 წლის 23 იანვარს, ზონა ჰისტერი-შუს გვამი აღმოაჩინა მოზარდმა ბიჭუნამ, რომელმაც მყისვე შეატყობინა დედამისს-მერი ჰისტერს, ქალმა ადგილობრივი ექიმი და კონორერი თან გაიყოლა და ერთ საათში შემთხვევის ადგილზე მივიდა.



ისინი იმ დროს მივიდნენ, როდესაც ედვარდ შუ-ს ცოლის ცხედარი საძინებელ ოთახში გადაჰქონდა .



ექიმმა ჯორჯ კნაპმა (George Knapp) ზერელედ დაათვალიერა გვამი, რადგან ხელი შეუშალა მგლოვიარე ქმარმა, რომელსაც ზონას თავი ხელში ეჭირა გაუთავებლად ზლუქუნებდა, იგი იძულებული გახდა სახლი მალევე დაეტოვებინა.


ზონა გარდაცვალებიდან მეორე დღეს-24 იანვარს დაკრძალეს, Soule Chapel Methodist Cemeter -ის სასაფლაოზე.


დედას არ სჯეროდა, რომ მისი ქალიშვილი ისე, უბრალოდ გარდაიცვალა, (მიუხედავად იმისა, რომ მანამდე, სიკვდილამდე ორი კვირით ადრე ქალი საერთო სისუსტეს გრძნობდა და მკურნალი ექიმის, ჯორჯ კნაპის განცხადებით, ზონას აღენიშნებოდა "ქალური პრობლემები")ოთხი კვირის განმავლობაში ლოცულობდა, იმედი ჰქონდა, რომ დაბრუნდებოდა მისი ქალიშვილი და აუხსნიდა თუ რა მოხდა.

imageფოტოზე:მერი ჰისტერი, ზონას დედა

ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, დაკრძალვიდან ოთხი კვირის თავზე დედას ოთხი ღამის განმავლობაში ზედიზედ ეცხადებოდა ქალიშვილის აჩრდილი, რა დროსაც დედას უამბო, რომ მის სიკვდილში დამნაშავეა ქმარი-ედვარდი, რომელმაც ჯერ გაგუდა, შემდეგ კი კისერი მოტეხა, თან მერი ჰყვებოდა, რომ ქალიშვილის მოჩვენებამ ამის დასტურად კისერიც კი უჩვენა.

image

დედამ დაარწმუნა ადგილობრივი პროკურორი ჯონ პრესტონი (John Alfred Preston), რომ საჭირო იყო გვამის ესგუმაცია.



1897 წლის 22 თებერვალს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზონას კისრის არე გატეხილი ჰქონდა, ხოლო ყელზე თითის ანაბეჭდები აღენიშნებოდა, ამის შემდეგ ედვარდ შუ დააპატიმრეს.


სასამართლო პროცესის დროს, რომელიც 22 ივნისს დაიწყო, ზონას დედა იმდენად დამაჯერებელად ჰყვებოდა გარდაცვლილი ქალიშვილი გამოცხადების ამბავს, რომ მოსამართლემ ვერაფრით დაარწმუნა მსაჯულები, რომ არ გამოეტანათ განაჩენი მოჩვენების მონათხრობის საფუძველზე.

image

1897 წლის 11 ივლისს ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს განაჩენი: ედვარდ შუ დამნაშავედ სცნეს.


შუ ქალაქ მოუნდსვილის ციხეში გადაიყვანეს, (დასავლეთ ვირჯინია), სადაც იგი გარდაიცვალა სამი წლის შემდეგ-1900 წლის 13 მარტს დაუდგენელი ეპიდემიისგან.



ეს შემთხვევა ისტორიაში შევიდა, როგორც "გრინბრაიერის მოჩვენება"(Greenbrier Ghost), ზონა ჰისტერი სასაფლაოსთან დღემდე დგას სამახსოვრო დაფა, რომელიც გვახსენებს ამ მისტიურ ისტორიას.

image




image
ასევე იხილეთ

გავიხსენოთ ყველაზე გახმაურებული, მასშტაბური სისხლის სამართლის საქმეები ვაჭრობის სფეროდან, რა სქემებს და მაქინაციებს იყენებდენ ამ საქმეების ფიგურანტები და რა რაოდენობის ზარალი მიაყენეს სახელმწიფოს პირებმა, რის გამოც ზოგიერთმა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა დაიმსახურა. სამი გრამი კონიაკი - მინვოდტორგის საქმე(1962-1963) ...


ნიკოლაი ჯუმაგალიევი-(დაიბადა 1952 წელს ყაზახეთში)სერიული მკვლელი და კანიბალი.მან მოკლა 1979-80 წლებში მინიმუმ 10 ადამიანი. ჯუმაგალიევის პირველი მსხვერპლი სოფლელი გოგონა იყო.მან გოგოს ყელი გამოჭრა, გაჭრა სიგრძეზე და შემდგომ ერთი თვის განმავლობაში ჭამდა. დაკავების შემდეგ ჯუმაგალიევმა პირველსავე დაკითხვაზე აღიარა, რომ მას ...


1890 წლის 6 აგვისტო ამერიკის ისტორიაში პირველად გამოიყენეს სიკვდილის დასჯის ახალი მეთოდი -ელექტროსკამი, როგორც უფრო "ჰუმანური" საშუალება. ელექტროსკამის პირველი გამოცდა განხორციელდა უილიამ კემლერზე, რომელმაც ნაჯახით მოკლა თავის საყვარელი - ტილი ციგლერი 1889 წლის 29 მარტს. 30 წლის უილიამ კემლერი დააკავეს, ხო...


ტერმინი "სერიული მკვლელი" სწორედ მას შემდეგ დამკვიდრდა ვისზეც დღეს უნდა ვისაუბროთ და იგი ითვლება აშშ-ში პირველ ოფიციალურ სერიულ მკვლელად, სტატისტიკური მონაცემებით სერიული მკვლელების 75% სწორედ შეერთებულ შტატებზე მოდის(მთლიანად 300-ზე მეტი სერიული მკვლელი). ჰენრი ჰოლმსი, (ნამდვილი სახელი ჰერმან ვუებსტერ მაჯეტი), რომელიც ცინიკურად კლავდა ...

გასული საუკუნის 80-იან წლებში როსტოვის ოლქში დაიწყო კოშმარული ეპიდემია, ეს მხარე იქცა სერიული მანიაკი-მკვლელების ბუდედ, რომელმაც ყველა რეკორდი მოხსნა, მარტო როსტოვის ოლქმა მსოფლიოს "აჩუქა" 37 მკვლელი-მანიაკი, რითაც სამარცხვინო #1 ადგილით იწონებს თავს მთელს მსოფლიოში.მათ შორის არიან


0
176
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0