x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ლას-ვეგასის თავზე სანიტარული ავიაციის ვერტმფრენი მფრინავ თეფშის შეხვდა
image
პილოტი ამტკიცებს, რომ საკმაოდ ნათლად დაინახა უცხოპლანეტელების მფრინავი თეფში, რომელიც თითქმის შეეჯახა ვერტმფრენს.

სანიტარული ავიაციის გამოცდილი პილოტის ინფორმაციით, მისი საჰაერო ვერტმფრენი Mercy Air 16 მარტს საღამოს ლას-ვეგასში უცხოპლანეტელთა მფრინავ ობიექტს შეხვდა. მამაკაცი ამბობს, რომ მან შეძლო დეტალურად შეესწავლა ეს ობიექტი, რადგან, მას ჰქონდა სათვალე, რამაც საშუალება მისცა, სიბნელეში დაენახა. ის უყურებდა, როგორ მოფრინავდა უცხო მფრინავი ობიექტი ვერტმფრენისკენ. შემდეგ, მოულოდნელად გადაუხვია და თავიდან აიცილა ავარია. პილოტმა დაუყოვნებლივ შეატყობინა სადისპეტჩერო სამსახურს.

ყველაზე მეტად პილოტი გააოცა იმ ფაქტმა, რომ ვერტმფრენის სარადარო მოწყობილობას რეაგირება არ ჰქონდა უცხოპლანეტელთა მფრინავი ობიექტის მიმართ, თუმცა, ის ყოველთვის მოქმედებდა მფრინავ ობიექტებზე რადიოლოკაციური ტალღების დახმარებით.

მფრინავი ობიექტი, გავრცელებული ინფორმაციით, მიწიდან ორი ათასზე მეტი მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.


მოცემულ მომენტში, მომხდარის ანალიზს ატარებენ გამოცდილი ამერიკელი უფოლოგები.

5
930
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
930
  
2019, 19 მარტი, 22:26
მომიკითხე
2019, 19 მარტი, 20:58
როგორ მინდა რომელიმე რომ ვნახო
2019, 19 მარტი, 20:20
მერე რა გვინდაო არაფერი თქვეს?
0 1 5