x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 19 - 24 მარტი
image


გსურთ, რომ მზად დაუხვდეთ პრობლემებს? ან მიგაჩნიათ, რომ ინფორმაციის ქონა დიდი ძალაა? მაშინ, გთავაზობთ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.


კირჩხიბი

ორშაბათი-პარასკევის პერიოდში თქვენში ამბიციები მოიმატებს. თამამად წაიწევთ თქვენი მიზნებისკენ. ამხელა მონდომება და მიზანსწრაფულობა მოხიბლავს მაღალი სტატუსის მქონე პიროვნებას. ზოგიერთ კირჩხიბს შესაძლოა შემოაწვეს სიზარმაცე, რომელსაც აუცილებლად უნდა გაუმკლავდეს, თუ სურს, რომ ფორტუნამ გაუღიმოს. მთელი კვირის განმავლობაში ერთადერთხელ სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდებით. გახსოვდეთ, რომ ეს გამოცდაა, რომელიც აუცილებლად უნდა ჩააბაროთ. კვირის ბოლოს ელოდეთ სიურპრიზს, რომელიც სიყვარულთან ან წარსულთანაა დაკავშირებული.


ლომი

გაგიაქტიურდებათ ორგანიზებისა და კონცენტრაციის უნარი. კარგი დროა მეცადინეობისთვის,
პროექტების წამოსაწყებად, ძველი საქმეების დასასრულებლად. ლომები, რომლებიც ამ კვირაში გამოცდას/ტესტს
დაწერენ, კმაყოფილები იქნებიან მიღებული შედეგით. ამ კვირაში დადებული შეთანხმებები მომგებიანი აღმოჩნდება, სწორი დროა ბიზნესის წამოსაწყებად ან გასაფართოებლად. დაუახლოვდებით ასაკით გაცილებით უფროს ადამიანებს. მოგიწევთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიაროთ სხვებს და შესაფერისი ფორმა შეარჩიოთ.



ქალწული

ორშაბათის საღამოდან ხუთშაბათის დილამდე ფოკუსირებული იქნებით თქვენს პირად ცხოვრებაზე,
საყვარელ ადამიანზე ან შვილებზე. მოსალოდნელია მძაფრი ემოციები, სენსიტიურობა და სენტიმენტალურობა,
რაც, ჩვეულებრივ, არ გახასიათებთ. ამ პერიოდში შეიძენთ ახალ მეგობრებს. პარასკევიდან კვირის ჩათვლით წარმატება თქვენი თანამდევი იქნება, გაგიმართლებთ ყველა საქმეში, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ.


იხილეთ ყველა ნიშანი ბმულზე > > >




0
238
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0