ჟურნალმა Forbes-მა კაილი ამერიკის ყველაზე ახალგაზრდა ქალად დაასახელა, რომელიც მილიარდერი საკუთარი შრომით გახდება.

კაილი ჯენერი კარდაშიანების კლანიდან ყველაზე უმცროსია. მისი ნახევარდის, 37 წლის კიმ კარდაშიანის შემოსავალი 350 მილიონ დოლარს შეადგენს.

კაილის, ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, ჯერ ლეგალურად ალკოჰოლის მიღებაც არ შეუძლია, თუმცა უკვე მოხვდა ფორბსის ყდაზე. ის 21 წლის 10 აგვისტოს გახდება.

image