x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სკანდალი თოქ-შოუ "პროფილის" გარშემო და გადაცემის ჯგუფის პასუხი
imageგასულ ხუთშაბათს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თოქ-შოუ "პროფილში" მაია ასათიანს სტუმრად ჰყავდა ლალა ცინდელიანის 7 სულიანი ოჯახი, რომელიც დიდი ლილოს მიტოვებულ პოლიციის შენობაში ათევს ღამეს. მრავალშვილიანი დედა გადაცემის სიუჟეტში აღნიშნავს, რომ ყოფილ პოლიციის შენობაში ძალზე ცუდი პირობები იყო."წყალი აქ არ მოდიოდა, შუქი დღემდე არ იყო, წელს შემოვიყვანე შუქიც და წყალიც, კანალიზაცია საერთოდ ჩემი ხელით გავთხარე"-აღნიშნავს ვიდეოსიუჟეტში ლალა.

image

"ახლა ვინმე ისეთი არსებობს თქვენს ცხოვრებაში, რომ 7 შვილი ფეხზე დააყენოთ? - ეკითხება მაია ასათიანი ცინდელიანს.


"ნამდვილად არავინ არსებობდა, სანამ რუსთავი-2-ში არ მოვხვდი" - პასუხობს ლალა.



"ლალა, რეალურად გაქვთ ურთულესი ვითარება და გამოსავალი არ არსებობს"-დაასკვნა მაია ასათიანმა.


თუმცა როგორც ინტერნეტმომხმარებლებმა აღნიშნეს, ლალა ცინდელიანმა გადაცემაში იცრუა. სინამდვილეში, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ მას ორი ბინა აჩუქა.


ასევე ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფოს მიერ გადაცემული ორივე ბინა ვაზიანის დასახლებაში მდებარეობს. ლალა ცინდელიანმა სახელმწიფოს გაწეული დახმარებისთვის მადლობაც გადაუხადა.

image
image
ამასთან, ცინდელიანმა “POSTV”- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბინების ჩუქების შესახებ გადაცემაში “პროფილი” ისაუბრა, თუმცა, “რუსთავი 2”-მა ეს მონაკვეთი ამოუჭრა.


გადაცემა "პროფილი"-ის შემოქმედებითი ჯგუფი გამოეხმაურა მის გარშემო ატეხილ სკანდალს და საგანგებო განცხადება გაავრცელა.



1. აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი ქალბატონის, ლალა ცინდელიანის პრობლემების შესახებ მივიღეთ წერილი, სადაც მისი ახლობელი 7-შვილიანი დედის დახმარებას გვთხოვდა.


2. სოციალურ ქსელში მანამდე გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახული იყო, როგორ ითხოვს მოწყალებას ლალა ცინდელიანის არასრულწლოვანი შვილი, რათა სმენადაქვეითებულ დედას ყურის აპარატი უყიდოს.


3. გადაცემის მიზანი იყო, მაყურებლისთვის მოეთხრო დევნილი ქალბატონის რთული წარსულის და უმძიმესი აწმყოს შესახებ.


4. 14 მარტის „პროფილში“ არც ერთხელ არ იყო ნახსენები, რომ 7-შვილიან ქალბატონს სახლი არ აქვს. ჩვენი მიზანი იყო, ურთულეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი სმენადაქვეითებული დედის და მცირეწლოვანი ბავშვების დახმარება. უცნაურია, რატომ გვედება ბრალი იმაში, რასაც ადგილი არ ჰქონია.


5. რაც შეეხება ბინას, ლალა ცინდელიანს 2018 წელს სახელმწიფომ მართლაც გადასცა. როგორც ლალა ცინდელიანი აცხადებს, ბინა საცხოვრებლად უვარგისია, არის ავარიული კორპუსი და არ მიეწოდება სასმელი წყალი. ამიტომ 7 მცირეწლოვანი შვილით ის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ბინაში არ ცხოვრობს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, გადაცემის მიზანი მაყურებლისთვის უმძიმესი წარსულისა და აწმყოს მქონე ქალბატონის ისტორიის მოყოლა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს საცხოვრებლად უვარგისი ბინა გადაეცა, გადაცემის წამყვანს, არც ერთხელ არ უხსენებია, რომ ოჯახს ბინა არ ჰქონდა. კარგი იქნება თუ შესაბამისი უწყება დევნილი ოჯახისთვის ბინის გადაცემის შემდეგ, გადაამოწმებს, რატომ არ ცხოვრობს ეს ოჯახი ნაჩუქარ ბინაში. ფაქტია, რომ მრავალშვილიანი, სმენადაქვეითებული ქალბატონი, რომელსაც არ აქვს სამსახური და სტაბილური შემოსავალი, ბინაში კომუნიკაციის პრობლემების მოგვარებას, რათა ის საცხოვრებლად ვარგისი გამხდარიყო, ვერ შეძლებდა. გთავაზობთ ლალა ცინდელიანის კომენტარს მომხდართან დაკავშირებით."

0
676
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
676
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0