x
მეტი
  • 23.07.2019
  • სტატია:92697
  • ვიდეო:341600
  • სურათი:454732
ცხელი ბრაზილიური ცეკვები გასული საუკუნიდან - რა ხდებოდა რიოს კარნავალზე "მაშინ"?

ბრაზილიის კულტურა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მრავალფეროვანია, რაც განპირობებულია იქ მცხოვრები სხვადასხვა ერების ხალხისგან.


image


ჩვენამდე კარგად შემონახული ინკების ნასახლარის ნანგრევები მაჩუ-პიკჩუ, რომელიც ასევე ინკების დაკარგული ქალაქის სახელსაც ატარებს, მდებარეობს პერუში, მდინარე ურუბამბას თავზე.


ქვიანი მთაგრეხილის ერთ-ერთ მთაზე მაჩი პიქჩუსა და უაინა პიკჩუზე დაახლოებით 30 წლიანი მშენებლობის შემდეგ დაარსდა ცივილიზაცია მაჩუ პიქჩუ, რომელიც ცენტრალური ანდების აღმოსავლეთით მდებარეობს. მისი ნამდვილი სახელია პიქჩუ ან პიჩო. 1462 წელს დასრულდა ქალაქის მშენებლობა. დასრულებიდან 100 წლის შემდეგ ესპანელი დამპყრობლების გამოჩენის პერიოდში, ინკებმა დატოვეს ქალაქი გაუგებარი მიზეზების გამო. ამის შემდეგ ეს მივიწყებული ნასახლარი 1911 წელს იელის უნივერსიტეტის არქეოლოგმა ჰირაიმ ბინგემმა ხელახლა აღმოაჩინა და საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოაქცია.


ბრაზილიაში წარმოუდგენელია საუზმე და სადილი ყავის გარეშე, ბრაზილიელებს შეუძლიათ მთელი დღის განმავლობაში მიირთვან ეს მაცოცხლებელი სასმელი, რათა მთელი დღე სიჯანსაღე შეინარჩუნონ. აქვთ მდიდარი სამზარეულო და ტურისტების დასაინტერესებლად სხვა უამრავი ფაქტორი, თუმცა რაც პირველი თავში მოგვდის ბრაზილიაზე ფიქრისას, ეს ალბათ კარნავალია, რომელიც რიოში ყოველ წელს ტარდება.


კარნავალის დღესასწაული ბრაზილიის კულტურის განუყოფელი ნაწილია. ეს ტრადიცია მე-18 საუკუნეში პორტუგალიელებმა ახალ კონტინენტზე ჩასვლისას მიიტანეს. რა თქმა უნდა, საუკუნეების მანძილზე ტრადიციამ მრავალი ცვლილება განიცადა, თუმცა დღემდე რაც შეინარჩუნა, ეს არის დღესასწაული და ცეკვა, ძალიან ბევრი ცეკვა!



დღევანდელ სტატიაში ფოტოებით მინდა გაჩვენოთ, თუ როგორ გამოიყურება რიოს კარნავალი 1953 წელს. ფოტოზე კი ნახავთ როგორც რიოს მცხოვრებლებს, ასევე – ტურისტებს.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage







0
480
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
480
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0