x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
აფხაზები და ქართველები - ერთი ხალხი
აფხაზები


აფხაზებმა დიდი როლი ითამაშეს საქართველოს ისტორიაში და ქართველებმა დიდი როლი ითამაშეს აფხაზთა ისტორიაში. ჩვენ გვაქვს საერთო სახელმწიფოში ცხოვრების დიდი ისტორიული გამოცდილება. აფხაზები იყვნენ მაღალ თანამდებობებზე საქართველოს სამეფოში და დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზურ ტომთა მოსვლის შემდგომ მოყოლებული მჭიდრო ურთიერთობები გვქონდა ერთმანეთთან. მეგრელებსა და აფხაზებს შორის არსებობდა უმჭიდროვესი კავშირი, ტრადიციაც კი არსებობდა სახელად მორდუობა, რაც გულისხმობდა ბავშვების ერთმანეთის ოჯახებში გაზრდას. მეგრულ ოჯახში დაბადებული ბავშვი იგზავნებოდა აფხაზურ ოჯახში და აფხაზურ ოჯახში დაბადებული ბავშვი კი მეგრულოჯახში. ასე იზრდებოდნენ თაობები, აფხაზეთის ტერიტორიაზე იქმნებოდა შერეული ოჯახები აფხაზთა და მეგრელთა. ქართველებს დიდი როლი აქვთ ნათამაშები აფხაზთა ეთნოგენეზში და აფხაზებს დიდი როლი აქვთ ნათამაშები ქართველთა ეთნოგენეზში. ეს ისტორიული ფაქტია.


აფხაზეთი. რიწის ტბა


მოდი, ვიმსჯელოთ ცოტა უფრო სიღრმისეულად, ფილოსოფიურად და მეცნიერულად და არა მხოლოდ ისტორიულად. ყოველი დაბადებული ადამიანი საოცრებაა ბიოლოგიურ დონეზეც კი - ერთი საშუალო, 60-კილოგრამიანი ადამიანი შედგება მინიმუმ 60 ტრილიონი უჯრედისგან. ადამიანის ორგანიზმში ყოველ კილოგრამზე მოდის 1 ტრილიონი უჯრედი. ადამიანის ერთი ტიპიური, საშუალო უჯრედი შეიცავს დაახლოებით 100, 000, 000, 000, 000 (100 ტრილიონ) ატომს. ყოველი ეს უჯრედი არის მინი ქარხანა, რომელიც შედგება ორგანელებისგან. ერთ-ერთ მთავარ ორგანელაში, ბირთვში მდებარე დნმ-მოლეკულა ანუ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა შეიცავს ინფორმაციას 4 მილიარდი წლის განმავლობაში დედამიწური სიცოცხლის მთელი ევოლუციის შესახებ. თითოეული დნმ-ის მოლეკულა შედგება დაახლოებით 192 მილიარდი ატომისგან და ადამიანის გენომი შეიცავს იმაზე მეტ ინფორმაციას, ვიდრე მთელი დედამიწის ყველა ბიბლიოთეკის ყველა წიგნი ერთად. ეს განუზომლად მრავალფეროვანი, ღრმა შინაარსის და ურთულესი მოწყობის სისტემაა, რასაც ადამიანის ორგანიზმი ჰქვია. ეს არის ბიო-ქიმიური და ფიზიკური სასწაული. მაგრამ აქ არ მთავრდება ყველაფერი.



აფხაზეთი


ამ არსებას, რომელსაც ადამიანი ჰქვია, უბრალოდ სიცოცხლე კი არ შეუძლია, მაგალითად როგორც მაჩვს, არამედ შეუძლია მაღალინტელექტუალური აზროვნება. რომელიც აყალიბებს პიროვნებას, შეიცობს და ცვლის მთელ გარშემომყოფ სამყაროს. ადამიანი თავის თავში იტევს მთელ სამყაროს და თუკი სიმების თეორია მართებულია - მთელ მულტისამყაროს. ფაქტია, რომ ადამიანი არის იმდენადვე რთული აგებულების, როგორც თავად ეს სამყარო და ამით უთანაბრდება მას და მეტიც, მნიშვნელობით უსწრებს კიდეც. ვინაიდან ადამიანში ხდება არა მხოლოდ ბიოლოგიური და ფიზიკური, არამედ მეტაფიზიკური პროცესიც - აზროვნება. ეს უნარი, რამდენადაც ჩვენ ვიცით, სამყაროს არ გააჩნია. ამიტომ ადამიანი სამყაროზე მაღლაც კი დგას თავისი არსითა და ბუნებით. თავად სამყარო ან მულტისამყარო იმდენად შემაძრწუნებლად და დაუსრულებლად დიდია, რომ მასში ზომებს მნიშვნელობაც კი ეკარგება, მთავარი სტრუქტურული სირთულე, სიღრმისეული არსი და აზრია. ყოველი ადამიანი თავადაა მიკრო-სამყარო მაკრო-სამყაროში.


ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ, როგორ შეიძლება არსებობდეს ხალხი, რომელიც პატივს არ სცემს თითოეულ ადამიანს და მით უმეტეს ცალკეულ ადამიანთაგან შემდგარ ათასწლოვან ერებს, ეთნოსებს, სახელმწიფოებს, ისტორიას, კულტურას, ფასეულობებს. ყოველი ადამიანი ცალკეული სამყაროა. დიდი ძალა კი დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, პასუხისმგებლობას უპირველესად ერთმანეთის მიმართ.


აფხაზი


განურჩევლად ყოველი ცალკეული ადამიანის, ეთნოსისა და ერის დაფასებაზე უკვე ვთქვით. ახლა ისიც აღვნიშნოთ, თუ რაში გამოიხატება ქართველთა და აფხაზთა სისხლისმიერი ძმობა და არა მხოლოდ საერთოადამიანური ძმობა. ქართველები და აფხაზები ერთმანეთთან ისეთნაირად კი არ ვართ ახლოს, როგორც მაგალითად ქართველები და ჩინელები ან ნეგროიდები, არამედ ჩვენ კავკასოიდები ვართ, დიდი კავკასიური რასის ნაწილნი. მაგრამ ვინმემ შეიძლება თქვას, ასე ხომ დიდი კავკასიური რასის ნაწილი ირლანდიელები ან შოტლანდიელებიც არიან ან თუნდაც სლავები და გერმანელებიო. დიახ, მაგრამ ქართველები და აფხაზები იმაზე ბევრად უფრო ახლოს ვართ, ვიდრე მაგალითად ქართველები და გერმანელები ან სლავები. საქმე იმაშია, რომ მას მერე, რაც განვითარდა გენეტიკური მეცნიერება და შეგვიძლია სეკვესტრირება გავუკეთოთ ადამიანის გენომს, აღმოჩნდა, რომ იმერლები, გურულები, მეგრელები, სვანები, აფხაზები, ჩერქეზები და ოსები ატარებენ ერთნაირ გენომს მამის ხაზით - G ჰაპლოჯგუფს, რომელიც კავკასიაში ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ დაახლოებით მაქსიმუმ 485 საუკუნის წინ. (იხ. ადამიანის ჰაპლოჯგუფები).


აფხაზეთი. ახალი ათონი


რეალურად ჩვენ ერთი ხალხი ვართ, რომელიც ვკარგავთ დროს სწრაფი განვითარების მაგივრად. ჩვენ უნდა დავაფასოთ და განვავითაროთ ერთმანეთის კულტურა და განვავითაროთ ერთმანეთის საზოგადოებები, რომ შევძლოთ დავასრულოთ კონფლიქტი და ჩვენს შვილებს ნორმალური მომავალი შევუქმნათ. ჩვენს შვილებს არაფრით ჯობია იაპონელი, შვედი ან ამერიკელი ბავშვები. თუ ისინი ცხოვრობენ მაღალი ცხოვრების დონით, ჩვენც შეგვიძლია იგივეს გაკეთება. ამაში ხელს ერთადერთი რამ გვიშლის. საერთო ენის გამონახვა. გვჭირდება წარსულიდან არა მხოლოდ ცუდის, არამედ კარგის დანახვაც. გვჭირდება მიდგომა, რომ როდესაც ვაკრიტიკებთ მოწინააღმდეგე მხარეს, მისი არგუმენტებიც გავითვალისწინოთ, არ დავუშვათ ჩავყაროთ ისეთი საფუძველი, რომ ჩვენმა შვილებმაც ის გამოიარონ, რაც ჩვენ გავიარეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ჯიბრით და ბოღმით დაბრმავებულებმა შვილებიც ასევე გავზარდეთ.


წარმოგიდგენთ ფოტოებს, სადაც აღწერილია აფხაზების ჩაცმულობა, ცხოვრება, ხასიათი და გარეგნობა გასულ საუკუნეებში:



1. აფხაზები ბიჭვინთაში. მე-19 საუკუნის დასაწყისი.


აფხაზები ბიჭვინთაში




2. აფხაზები მე-19 საუკუნეში


აფხაზები




3. აფხაზი მე-19 საუკუნეში


აფხაზი



4. აფხაზი მე-19 საუკუნეში


აფხაზი




5. აფხაზი მე-19 საუკუნეში


აფხაზი




6. აფხაზეთის დიდი სარდალი აჩაბაია. კრისტოფო კასტელის (1632-1654) ნახატი.


აფხაზი სარდალი აჩაბაია




7. აფხაზი მე-18 საუკუნეში


აფხაზი




8. აფხაზი. 1877 წ.


აფხაზი




9. აფხაზი. 1877 წ.


აფხაზი




10. აფხაზი. 1897 წ.


აფხაზი




11. აფხაზი. ადრეული მე-20 საუკუნე


აფხაზი




12. აფხაზი მე-19 საუკუნეში


აფხაზი




13. აფხაზები მე-19 საუკუნეში


აფხაზები



14. აფხაზი მე-19 საუკუნეში


აფხაზი




15. აფხაზი მე-19 საუკუნეში


აფხაზი




16. აფხაზი მე-19 საუკუნეში.


აფხაზი



17. აფხაზი მე-19 საუკუნეში


აფხაზი



18. აფხაზი. მე-20 საუკუნის დასაწყისი


აფხაზი





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
1493
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1493
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0