x
image
მანჩო 777
15 წლის გოგონამ უარი თქვა სკოლაში წასვლაზე. ის ამისთვის ნობელის პრემიაზე წარადგინეს
2018 წლის სექტემბერში შვედმა მოსწავლე გოგონამ, გრეტა ტუნბერგმა სტოკჰოლმში პარლამენტის შენობის წინ მოაწყო პიკეტი. მან განაცხადა, რომ პარასკეობით არ ივლის სკოლაში მანამ, სანამ შვედეთის მთავრობა არ დაიწყებს კლიმატის შესახებ პარიზის ხელშეკრულების პირობების შესრულებას. შეგახსენებთ - პარიზის ხელშეკრულება ეხებოდა გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლას. გოგონა მყისვე გახდა ცნობილი პიროვნება თითქმის მთელ მსოფლიოში, მის პროტესტს შეუერთდა ათასობით მოსწავლე აშშ-ის, ევროპის და ავსტრალიის 400-ზე მეტი ქალაქიდან, ხოლო თავად გრეტა წარდგენილი იქნა ნობელის პრემიაზე.



image



სულ რამდენიმე ათეული წლის წინ ეკოლოგიური კრიზისი ნაკლებადსაშიშ და შორეული მომავლის პრობლემად ითვლებოდა, თუმცა 2019 წლის თებერვალში ბრიტანეთის სახელმწიფო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა მოხსენება იმის შესახებ, რომ კაცობრიობამ უკვე შეაბიჯა ეკოლოგიური კატასტროფის ეპოქაში. გაეროს პროგნოზებით, 20 წლის შემდეგ საშუალო ტემპერატურა მსოფლიოში 1, 5 გრადუსით აიწევს, ეს კი ნიშნავს, რომ გვალვები, გრიგალები და წყალდიდობები სულ უფრო ძლიერი და დამანგრეველი გახდება. თუ დათბობის ზღვარი 2 გრადუსამდე აიწევს, მაშინ დაიწყება მყინვარების დნობა და წყალქვეშ აღმოჩნდება უამრავი ქალაქი და სოფელი, ხოლო მილიონობით ადამიანს წყლის და საჭმლის უკმარისობა დაემუქრება. ეს რომ არ მოხდეს, 2030 წლისთვის აუცილებელია ნახშირმჟავა გაზით ჰაერის დაბინძურება 45%-ით შემცირდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ქვეყანამ მოაწერა ხელი პარიზის შეთანხმებას, ისინი სულაც არ ჩქარობენ მისი გადაწყვეტილებების შესრულებას.



image




ახლა დავუბრუნდეთ გრეტა ტუნბერგს. ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ გლობალური დათბობის შესახებ პირველად 8 წლის ასაკში შეიტყო. შემდეგ წლების განმავლობაში აგროვებდა ინფორმაციას ამ პრობლემის შესახებ, თუმცა სულ უფრო და უფრო მეტად იწვევდა მის გაოცებას ის ფაქტი, რომ ადამიანები ნაკლებად არიან დაინტერესებული ესოდენ მნიშვნელოვანი პრობლემით. "-თუ საწვავის წვა ჩვენს არსებობას საფრთხეს უქმნის, რატომ უნდა გავაგრძელოთ ეს მოქმედება"?- სვამს ლოგიკურ კითხვას გრეტა.


ასაკის მატებასთან ერთად, გრეტამ უარი თქვა ხორცის ჭამაზე და თვითმფრინავით ფრენაზე, ხოლო როცა მას 15 წელი შეუსრულდა, შვედეთის პარლამენტთან მოაწყო აქცია პლაკატით "სასკოლო გაფიცვა კლიმატის დასაცავად". გრეტას მამა მსახიობია, დედა კი ოპერის მომღერალი. თავდაპირველად მათ არ მოსწონდათ თავიანთი შვილის საქციელი, თუმცა ამას სულაც არ შეუშლია ხელი გოგონასთვის, უარი ეთქვა თავის მიზანზე. მოსწავლემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა, ხმა მიეწვდინა მთავრობამდე, რადგან ასაკის გამო მას ჯერ საარჩევნო ხმის უფლება არ ჰქონდა.



image


გრეტა ხშირად მონაწილეობს ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებულ კონფერენციებში. ის თავად წერს თავისი გამოსვლის ტექსტს და სულაც არაა მორიდებული ტრიბუნასთან დგომის დროს. ერთხელ მან ასეთი რამ თქვა:

"- ჩვენ აქ იმისთვის კი არ ვართ, რომ მსოფლიოს ლიდერებს ვთხოვოთ, იზრუნონ ჩვენს მომავალზე. ისინი ყოველთვის იგნორირებას გვიკეთებდნენ და ასე გააგრძელებენ მომავალშიც. პოლიტიკოსებს არასოდეს ესმით ხალხის, ამიტომ მოვიდა დრო, ჩვენვე ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს თავზე. მე არ მინდა, რომ მშვიდად უცქერდეთ, როგორ იღუპება დედამიწა. მე მინდა თქვენ გამოგაფხიზლოთ".



image



გრეტას კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ, რომლებმაც ირონიულად გააკეთეს მინიშნება იმაზე, რომ გაფიცვა მხოლოდ და მხოლოდ მიზეზია იმისა, რომ მოსწავლემ სკოლა გააცდინოს. ამაზე გოგონას შემდეგი პასუხი აქვს: ''-რატომ ვისწავლო იმ მომავლისთვის, რომელიც შესაძლოა სულაც არ დადგეს".


თავისი გამოსვლების შემდეგ გრეტა ეკოლოგიური პროტესტის ვარსკვლავი გახდა. მოსწავლეებმა შექმნეს კლიმატის დაცვის მსოფლიო მოძრაობა დევიზით ''Fridays For Future'' (''პარასკევი მომავლის სახელით''). ისინი თავიანთი ქვეყნების მთავრობებისგან მოითხოვენ ეკოლოგიური პრობლემის პირველი ხარისხის პრობლემად აღიარებას, ნახშირმჟავა აირის გამოყოფის შემცირებას, ნავთობის და ქვანახშირის საწავავად გამოყენებაზე უარის თქმას და საარჩევნო ასაკის დაწევას 16 წლამდე.

გრეტა ტუნბერგი მოსწავლეებსს მოუწოდებს პარასკეობით სკოლაში წასვლის ნაცვლად მივიდნენ მათი ქალაქის მერიასთან, გადაიღონ ფოტოსურათები და სოციალურ ქსელში განათავსონ ჰეშთეგით #FridaysForFuture.





მოსწავლეების პროტესტი მრავალრიცხოვან კონფერენციებსა და ეკოლოგიური ორგანიზაციების მოწოდებებზე უფრო ეფექტური აღმოჩნდა და მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. გრეტას მხარი დაუჭირეს არამარტო მოსწავლეებმა, არამედ მოზრდილმა ადამიანებმა, მათ შორის გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკარმა, პარიზის, მილანის სიდნეის, ოსლოს, ბარსელონის და კიდევ მრავალი ქალაქების მერებმა; მარშს გულმხურვალე მხარდაჭერა გამოუცხადა კინოვარსკვლავმა ლეონარდო დი კაპრიომ, რომელიც ცნობილია თავისი გამოსვლებით გარემოს დასაცავად. მან მხარი დაუჭირა 2019 წლის 15 მარტს გამართულ მოსწავლეების გაფიცვას. ამ დღეს მსოფლიოს ყველა კონტინენტის 125 ქვეყნის 2083 დასახლებული პუნქტიდან 1, 5 მილიონამდე ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.





"როცა 11 წლის ვიყავი, დეპრესია დამეწყო, - იხსენებს გრეტა, - შევწყვიტე საუბარი და ჭამა. წონაში 10 კილოგრამი დავიკელი. მე დამისვეს ასპერგერის სინდრომის -აუტიზმის მსუბუქი ფორმის დიაგნოზი. ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ მაშინ ვილაპარაკებ, როცა ამას აუცილებლობად ჩავთვლი. ახლა სწორედ ეს მომენტი დადგა. მე მინდა, თქვენ ისე იქცეოდეთ, თითქოს თქვენსავე სახლს ხანძარი ემუქრება. მერწმუნეთ, ეს მართლაც ასეა.. გამოფხიზლდით, სანამ დროა''.

3
170
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
170
  
2019, 24 მარტი, 10:44
კარგი სტატია შეუსაბამო აღიარებით
2019, 21 მარტი, 9:38
მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით
2019, 19 მარტი, 14:37
ძალიან საინტერესო სტატიაა, მადლობა
0 1 3