x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508245
გიგანტური ზომის ნიანგი, რომელიც დინოზავრებით იკვებებოდა

ნიანგი


რა შეიძლება იყოს 17 მეტრის სიგრძის? სატვირთო ავტომანქანა? მინიფეხბურთის სტადიონი? მანძილი ქუჩის საპირისპირო მხარეს მდებარე მაღაზიამდე?

თუ უკანასკნელი პასუხია სწორი, ეგრევე მიხვდები, რამხელა მანძილია 17 მეტრი, წვიმა რომ დაუშვებს, შენ კიდევ, პური რომ გაგითავდება.

ან ნაბახუსევზე როცა ხარ და თითოეული სახსარი გტეხს.

17 მეტრი... ვაა, არა მაინც რა შეიძლება იყოს 17 მეტრი? იქნებ... ნიანგი?

მაგრამ ნიანგები ხომ ბევრად უფრო პატარები არიან! მათ შორის ყველაზე მოზრდილი სახეობების ყველაზე ზორბა ეგზემპლარების სიგრძე სულ რაღაც 5-6 მეტრია.

მაშ 17 მეტრის სიგრძის ნიანგი საიდან?

საიდან და "ტუმბუჩკიდანო, " იტყოდა სერიალ "ცხელი ძაღლის" ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელიც მე ძალიან მიყვარს.

მაგრამ ეს ნიანგი "ტუმბუჩკიდან" არ არის, რადგან მაშინ, როცა დედამიწაზე ეს მტაცებელი მეფობდა, წამლად ერთი "ტუმბუჩკაც" კი არ არსებობდა.

113 მილიონი წლის წინანდელ პერიოდზეა საუბარი.


ნიანგი


მეორეც, სად ამხელა ოყრაყი და სად – "ტუმბუჩკა?"

Sarcosuchus imperator – ასე შეარქვეს მეცნიერებმა ამ საზარელ არსებას, თორემ საკუთარი დედა რას ეძახდა, ვინ იცის. სალომეს? მაყვალას? ან იქნებ ბრიტნის?

ეჰ, ვინ იცის. დრონი მეფობენ და არა ნიანგებიო, წინაპრებს უთქვამთ.

პირველად ამ ცხოველის ნარჩენები აფრიკაში, 2 ადგილას იპოვეს არქეოლოგებმა 1964 წელს.

ამას მოჰყვა მეორე აღმოჩენა, რომელიც 2001 წელს განხორციელდა.

მეცნიერები თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ Sarcosuchus imperator-ი 11 მეტრის სიგრძის იყო, მაგრამ უახლესი კვლევებით დგინდება, რომ ის 17 მეტრს აღწევდა.



ნიანგი

რამდენიმე მკვლევარი იმასაც ვარაუდობს, რომ აღნიშნული ნიანგი 25 მეტრის სიგრძის იყო, ყოველ შემთხვევაში, მისი ზოგიერთი ეგზემპლარი მაინც.

თუმცა 17 მეტრი რა, ცოტაა?

სულაც არ არის ცოტა. მითუმეტეს, რომ ეს იყო არა 17-მეტრიანი ჭიაყელა, არამედ 8 ტონა წონის მქონე მონსტრი, ყბებზე არსებული ვეება კბილებით, რომლებიც უზარმაზარ ხანჯლებს წააგავდა.

რა აღარ შედიოდა მის მენიუში: თევზები, ცხოველები და თქვენ წარმოიდგინეთ, დინოზავრებიც კი.

აი ასეთი იყო ეს მონსტრი, რომელიც 94 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა ჩვენს ოღროჩოღრო პლანეტაზე.

0
130
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0