x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გაბრაზებულ კატას ბეწვი აებურძგნება, ამით ის უფრო დიდი ჩანს მტრების შესაშინებლად

რატომ ილოკავენ კატები ბეწვს?

კატები ბეწვის ლოკვით თავს ისუფთავებენ. ისინი ჭუჭყს, მოთელილ ბეწვსა და წვრილ მავნე მწერებს ადვილად იშორებენ ენით, რომელსაც ხორკლიანი ზედაპირი აქვს. დედა კატა კნუტებსაც ლოკვით ასუფთავებს, რაც ხელს უწყობს ერთმანეთთან მათ დაახლოებას.

image

რით იკვებებიან კატები და კნუტები?

კატები, როგორც მტაცებელი ცხოველები, ხორცით იკვებებიან. გარეული კატები საკვებისთვის სხვა ცხოველებზე ნადირობენ. შინაური კატები და კნუტები ხორცს, თევზს და მათთვის სპეციალურად დამზადებულ საკვებს შეექცევიან.

როგორ გამოხატავს კატა გაბრაზებას?

გაბრაზებულ ან შეშინებულ კატას ბეწვი აებურძგნება და ზურგს ამოზნექს. ამით ის უფრო დიდი ჩანს, რითაც მტრების დაფრთხობას ცდილობს.

თამაშის დროა

როდესაც კატა მექანიკურ თაგვს ეთამაშება, სულაც არ ერთობა _ ამით ის ნამდვილ თავზე ნადირობაში ვარჯიშობს.

ზოგიერთი კატის ჯიში ადამიანებზე საოცრად მიჯაჭვულია. სიყვარულს სიყვარულითვე პასუხობენ . თუმცა არ ღირს მათი გაბრაზება. რადგან ჭკუასა და ეშმაკობას ყველა ჭრილში გამოავლენენ.

ციმბირული კატა, ეს არსება პატრონს თავად ირჩევს, თუ რომელიმე კნუტი თავად გამოიქცევა თქვენი მიმართულებით, ეს ნიშნავს, რომ მან აგირჩიათ.

image

ციმბირული კატა პატრონთან საოცრად მიჯაჭვულია. თუ ბავშვს ასწავლით მასზე ზრუნვას, ისინი განუყრელი მეგობრები გახდებიან. ეს დიდი ფუმფულა ცხოველია, რომლის მოვლაც არაა ადვილი.

image
ბირმული კატა - სპეციალისტები თვლიან რომ, ეს ჯიში გამოირჩევა ყველაზე მაღალი ინტელექტით. ბირმული კატა მშვიდი ცხოველია და დახვეწილი მანერები აქვს.

ის ძალიან მხიარულია, ოგონდ ზღვარს არასოდეს გადავა .

imageსიამის კატა

ეს ჯიში, მოიხსენიება როგორც “ რევანშისტი", როგორც ეჭვიანი და კაპასი ცხოველი. თუმცა ეს ასე არაა. ის საკმაოდ მშვიდია, სანამ რამის გაკეთებას არ აიძულებენ. ის ზედმეტად ცნობისმოყვარე და ჭკვიანია.

image

რამდენ ხანს სძინავთ კატებს?

კატებს დღეში დაახლოებით 16 საათი სძინავთ . ბევრი მათგანი დღის განმავლობაში ისვენებს, განთიადზე და ღამით კი ყველაზე აქტიური არიან. კნუტებისთვის ძილი ძალზე აქტუალურია. ეს მათ ზრდაში ეხმარებათ.

0
56
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0