x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მკითხავმა კლიენტს საქმრო ვერ უპოვა და სამი წლით ჩაჯდა ციხეში

image
მარტოხელა ქალები სხვადასხვა გზებით ცდილობენ იპოვონ ცხოვრების მეგზური, ზოგი საახლობლო წრეში, ზოგიც გარიგებით, ზოგი გასართობ დაწესებულებაში, ან გაცნობის საიტზე, თურქმა გოგონამ საქმროს პოვნა მკითხავის დახმარებით გადაწყვიტა, თუმცა ვერც ქმარი იშოვა და 6 ათასი ლირაც დაკარგა.


სასოწარკვეთილმა თურქმა ქალმა ს.ბ.-მ სტამბულში ბეშიკთაშის რაიონში ცნობილ მკითხავს ჰ.რ.-ს მიმართა და საქმროს პოვნაში დამხარება სთხოვა, ნათელმხილველმა ასტროლოგიური რუკა შეადგინა და კლიენტს განუცხადა, რომ მისი ბედნიერება "დაბლოკილია" და 2 000 ლირა მოთხოვა მის მოსახსნელად.


ახალგაზრდა ქალმა გადაიხადა თანხა და დაელოდა "ბედის" გახსნას", თუმცა უშედეგოდ, გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ მან ისევ მიაკითხა მკითხავს, თაღლითმა ქალმა ამჯერად დაარწმუნა კლიენტი, რომ "მისი ბედის ხაზს გაასწორებდა" და კიდევ უფრო მეტი -4000 ლირა დასცინცლა.


ასე გავიდა კიდევ ნახევარი წელიწადი, თუმცა ქალმა საბედო ვერ იპოვნა, ამის შემდეგ გადაწყვიტა პოლიციისთვის მიემართა, მკითხვამა ეს აშკარად ვერ გათვალა, რომ საქმე სამართალდამცავებამდე მივიდოდა, ქალი დააკავეს და თაღლითობისთის 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, იუწყება Mirror-ი


0
107
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0