x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ვინ და როდის დაწერა ბიბლია?
image
მთელს მსოფლიოში ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც არ სმენია ბიბლიის შესახებ. ის თარგმნილია კაცობრიობის თითქმის ყველა ენაზე და მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული წიგნია. ვინ დაწერა ბიბლია და როდის?

ბიბლია შეიცავს წიგნებს, ან როგორც ადრე ეძახდნენ, სხვადასხვა დროს დაწერილ გრაგნილებს. ბიბლიაში 66 წიგნია, ზოგი მათგანი საკმაოდ პატარაა, სხვები კი საკმაოდ მოცულობითია.

39 წიგნი ებრაულ ენაზე იყო დაწერილი (მას უწოდებენ ძველ აღთქმას ან ებრაულ წერილებს) და 27 ბერძნულ ენაზე (მათ, როგორც წესი, ახალ აღთქმას ან ბერძნულ წერილს უწოდებენ).

დღეს ბიბლია იყოფა თავებად და ლექსებად, მაგრამ ისინი, ვინც დაწერა ეს წიგნები, არ ყოფდნენ ბიბლიას ამ გზით. ბიბლიის უკანასკნელი წიგნის დაწერიდან საუკუნეების შემდეგ დაიწყო თავებად დაყოფა.


უნდა ითქვას, რომ არც ერთი წიგნის შექმნას ადამიანის არსებობის ისტორიაში, არ დასჭირვებია ისეთი დიდი დრო, როგოგორც დასჭირდა ბიბლიას. სრულად წმინდა წერილების ფორმირებას დასჭირდა სულ 1610 წელი.

image

პირველი წიგნი 1513 წელს დაიწერა ჩვენს ერამდე., ბოლო წიგნი კი დასრულდა ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში.

ბიბლიის 66 წიგნში იყო წინასწარმეტყველები, იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ღვთისგან იღებდნენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას. მაგალითად, სამომავლო მოვლენების პროგნოზები, კანონები და ბრძანებები და ა.შ. ყველა, ვინც ბიბლია დაწერა, იყო მამაკაცი, 40 ადამიანი. ისინი სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ, მაგრამ ყველა იუდეველი იყო.

პირველი წიგნი დაწერა მოსემ, თუმცა, ეს არის ერთერთი იმ წიგნიდან, როელიც მის ავტორობით დაიწერა. ბოლო წიგნი მოციქულ იოანეს ეკუთვნის, რომელიც ბოლო იყო მოციქულთა შორის. მან დაწერა თავისი სახარება და სამი წერილი.

ბიბლიის ბევრი ავტორი პირადად არ იცნობდა ერთმანეთს, მათ შორის საუკუნეები იდგა, მაგრამ ბიბლიის 66 წიგნი ერთმანეთს სრულიად შეესაბამება და განსხვავებული ინტერპრეტაციები არ არის.

ბიბლიაში უამრავი სხვადასხვა სახის ინფორმაციას წერია მოკლედ. მაგრამ ყურადღება ექცევა ძირითად მომენტებს.image

ბიბლია აღწერს კაცობრიობის წარმოშობას, ადამიანის ცხოვრების ადრეულ ისტორიას. ის მოგვითხრობს დედამიწაზე წარღვნის შესახებ და მომდევნო მოვლენებზე, ისრაელის ხალხის წარმოშობას. ბიბლიაში აგრეთვე დეტალურადაა განსაზღვრული კანონისა და პრინციპების შესახებ, რომლებითაც ხალხი უნდა ხელმძღვანელობდეს ცხოვრებაში.

დეტალებში არის აღწერილი იესო ქრისტეს დაბადება, სიცოცხლე და სიკვდილი. გარდა ამისა, ბიბლიაში მრავალი წინასწარმეტყველებაა. ისეთები, რომელიც წარსულში შესრულდა და ისეთიც, რომ უნდა შესრულდეს.

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანმა, როგორც მინიმუმ, ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოს ყველა დროის საუკეთესო წიგნი, რომელსაც არ აქვს ანალოგი.


0
1983
5-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1983
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0