x
დასახელდა პროდუქტი, რომელიც ჭარბი წონის და დიაბეტის რისკებს ამცირებს

imageაშშ-ში ოჰაიოს შტატის მეცნირებმა გამოარკვიეს, რომ მწვანე ჩაი შესაძლოა ადამიანს ჭარბი წონის დაძლევასა და ანთებითი პროცესის გამომწვევი ბიომარკების შემცირებაში დაეხმაროს, - წერს MedicalXpress. მეცნიერებმა ექსპერიმენტში მონაწილე თაგვებს გაუზომეს სხეულის და ცხიმოვანი ქსოვილის მასა, ასევე - ინსულინზე რეზისტენტულობა. ასევე შეისწავლეს მიკრობიოლოგიური მდგომარეობა კუჭის ტრაქტში. აღმოჩნდა, რომ მწვანე ჩაის გამოყენება იწვევს თაგვებში ინტენსიური კვების დროს 20%-ით ნაკლები ცხიმების დაგროვებას. ასევე მწვანე ჩაის გამოყენება ხელს უშლის სისხლში ენდოტოქსინების და ბაქტერიების შეღწევას და ამცირებს დიაბეტის რისკს. მეცნიერებს ანალოგიური ცდა ადამიანებზე ჯერ არ ჩაუტარებიათ, თუმცა აცხადებენ, რომ სასურველია გამოიყენონ მწვანე ჩაი დანამატების გარეშე.

0
194
შეფასება არ არის
ავტორი:თემოts
თემოts
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0