x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508440
ცხოვრებისეული რჩევები გაბრიელ გარსია მარკესისგან

ამ კოლუმბიელი მწერლის შემოქმედებამ დიდი ინტერესი გააჩინა ესპანური ენისადმი. ხალხმა ამ ენის შესწავლა მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ მის შემოქმედებას დედანში გაცნობოდა. არაერთი წიგნის ავტორი, ძალიან საინტერესო ლიტერატორული მიმართულების – «მაგიური რეალიზმის» დამფუძნებელია (სამხატვრო მეთოდია, რომელშიც რეალურ ყოველდღეობაში მაგიური ელემენტებია ჩართული). მისი ნაწარმოებები, ისე როგორც მისი ცხოვრება, მითებით და გამოცანებით იყო მოცული. ამის გამო, ბევრს უჩნდება მარკესის წიგნების ხელახლა წაკითხვის სურვილი. როგორც თავად მწერალი ამბობდა, ჩვენს ირგვლივ უამრავი უჩვეულო, ფანტასტიკური რაღაცეები არის, ხოლო ისინი, ვისაც ეს ხელთეწიფებათ, ჯიუტად გვიყვებიან ნაკლებად მნიშვნელოვანი, ყოველდღიური მოვლენების შესახებ...


image
ქვემოთ უდიდესი მწერლის 20 ციტატას გთავაზობთ, ადამიანის ბუნების და ცხოვრების შესახებ:


1. თუ რამე ძალიან გიყვართ – გაუშვით. თუ თქვენია – დაბრუნდება.

2. შესაძლებელია, ამ ქვეყანაზე უბრალო ადამიანი ხართ, მაგრამ ვიღაცისთვის –მთელი სამყარო იყოთ.

3. ნუ დახარჯავთ დროს ადამიანზე, რომელიც არ ისწრაფვის მის შენთან გატარებას.

4. ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ტკივილს მოგაყენებენ. მაგრამ, ადამიანების ნდობა უნდა განაგრძოთ, უბრალოდ, ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ.

5. ოჯახურ ცხოვრებაში, კატასტროფის თავიდან აცილება უფრო მარტივია, ვიდრე უმნიშვნელო საწყენი წვრილმანების.

6. ასაკი – ეს ის კი არ არის, თუ რამდენი წლის ხარ, არამედ ის, თუ როგორ გრძნობ მას.

7. თუ საქმეში ქალია გარეული, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე გაცნობიერებული მაქვს, რომ მსოფლიოს ქალები მართავენ.

8. ერთადერთი, რასაც ქალები არ პატიობენ, ღალატი არის. თუ თავიდანვე მოხდება თამაშის წესის დადგენა, ქალები ჩვეულებრივ ღებულობენ, როგორიც არ უნდა იყოს ის. მაგრამ, ვერ იტანენ, როდესაც წესებს თამაშის პროცესში ცვლიან. ასეთ შემთხვევებში, ისინი დაუნდობლები ხდებიან.

9. ცხოვრება – ის დღეები კი არ არის, რაც წარსულს ჩაბარდა, არამრდ ის – რაც დაგვამახსოვრდა.

10. ყველაფერი – ცოცხალია. მთავარია შევძლოთ და მასში სული გავაღვიძოთ.

11. ყური უნდა მიუგდოთ იმ ბავშვის ხმას, რომელიც ადრე ვიყავით და რომელიც სადღაც, ჩვენში ჯერ კიდევ არსებობს. თუ ასე მოვიქცევით, ჩვენს თვალებს ბრწყინვალება დაუბრუმდება.

12. დიდ ძალისხმევას ნურაფერზე გამოიჩენთ, – ყველაფერი, საუკეთესო, მოულოდნელად ხდება.

13. უზრუნველი სიბერე – საკუთარ მარტოობასთან მოლაპარაკების უნარი არის.

14. დააფასეთ ის, ვისაც თქვენს გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და ნუ გაეკიდებით მას, ვინც თავს, თქვენს გარეშეც, ბედნიერად გრძნობს.

15. ადვილად მიღწეული ბედნიერება დიდხანს ვერ გაგრძელდება.

16. ნუ იტირებთ, იმის გამო, რომ ეს დასრულდა. გაიღიმეთ, იმიტომ რომ ეს იყო.

17. საზოგადო ცხოვრებაში მთავარი – შიშთან ბრძოლის ცოდნაა, ხოლო მეუღლეების ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი – მოწყენილობის მართვის ცოდნაა.

18. ცხოვრების გაგრძელებიის ერთადერთი ხერხი ის არის, – რომ არ მისცეთ მოგონებებს თქვენი ტანჯვის უფლება.

19. არ არსებობს წამალი, რომელსაც შეუძლია იმის განკურნება, რისი განკურნებაც მხოლოდ ბედნიერებას შეუძლია.

20. გაიღიმეთ, ნუ მისცემთ უბედურებას სიამოვნების უფლებას.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


imageimageimageimage



0
382
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
382
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0