x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
რას ამბობს თქვენი საყვარელი ფერი თქვენ შესახებ? გაეცანი, ფერების ფსიქოლოგიას

image


რომელი ფერია თქვენი ფავორიტი? გაიგეთ, რას ჰყვებიან ისინი თქვენზე... image


თუ თქვენი საყვარელი ფერი შავია: ეს იმას ნიშნავს რომ თქვენთვის უმთავრესია
ძალაუფლება, ავტორიტეტი და პრესტიჟი. გსურთ, ყველაფერი მუდამ აკონტროლოთ.

image

თუ თქვენი საყვარელი ფერი თეთრია: ძალიან ნაზი და რბილი ადამიანი ხართ გამოირჩევით ისეთი თვისებებით, როგორიცაა ოპტიმისტური და პოზიტიური, თქვენ ოცნებით ცხოვრობთ და ერთ-ერთი ოცნება ცხოვრების გამარტივებაა.

image
თუ თქვენი საყვარელი ფერი ვარდისფერია: მგრძნობიარე, და კეთილი ბუნების ადამიანი ხართ, მიისწრაფვით წარმატებისკენ და ყოველთვის სხვების დახმარებისკენ მიილტვით. რა გჭირდებათ ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, სიყვარული.

image

თუ თქვენი საყვარელი ფერი მწვანეა: ბუნება რომ გეყვარებათ, გასაკვირი სულაც არაა.
ამასთანავე, დიდსულოვანი და გამგებიანი ადამიანი ხართ. გიყვართ სხვებისთვის
დახმარების ხელის გაწვდომა, და მათი პრობლემები გულთან ახლოს მიგაქვთ.


image

თუ თქვენი საყვარელი ფერი წითელია: თავდაჯერებული და სამართლიანობისთვის
მუდამ მებრძოლი ხართ, შეიძლება ითქვას, ოპტიმისტიც კი. დასახულ მიზანს აუცილებლად აღწევთ. მიისწრაფვით წარმატებისკენ, მათ შორის მატერიალური ზრდის მხარესთან.


image

თუ თქვენი საყვარელი ფერი ლურჯია: სანდო და საიმედო ადამიანი ხართ, მუდამ
ეძებთ საკუთარ თავში შინაგან სიმშვიდეს, ხართ სიმართლის და ჭეშმარიტების ძიებაში.
ადამიანებთან ურთიერთობა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

image

თუ თქვენი საყვარელი ფერი ნარინჯისფერია: მეგობრული და თბილი ადამიანი ხართ.
ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათით, გსურთ შეგიყვარონ ისეთი, როგორიც ხართ, მაგრამ მხოლოდ სიყვარული არაა საკმარისი – უნდა იყოს პატივისცემაც.

image

თუ თქვენი საყვარელი ფერი ყვითელია: პოზიტიურობა გახასიათებთ. ძაალიან კრეატიული ხართ, სულ იდეებით ხართ სავსე. ყველაზე მეტად რა გსურთ?

– თქვენი ცხოვრების ლოგიკურად განვითარება.

image

თუ თქვენი საყვარელი ფერი იისფერია: თავისუფლება თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ გაქვთ თავისუფალი სული, ხართ შემოქმედი,
რისი გამოვლენისათვის სწორედ რომ თავისუფლებაა საჭირო.

image

თუ თქვენი საყავრელი ფერი ყავისფერია: მიწაზე მყარად დგახართ, თუმცა ყველაზე
მეტად მარტოობა გაშინებთ, გჭირდებათ დაცულობის განცდა.
ცხოვრებაში კომფორტს და მატერიალურ კეთილდღეობას ეძებთ.


image


ვფიქრობ დაგაინტერესებთ: 10 გრძნობა, რომელიც აუცილებელია დაივიწყოთ
image





0
114
2-ს მოსწონს
ავტორი:- შარლოტა -
- შარლოტა -
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0