x
მეტი
  • 21.04.2019
  • სტატია:88861
  • ვიდეო:339388
  • სურათი:451368
გაბრაზებულ უფროსს მიუძახებია - ,, ბედოვლათო იქნებ ბორბლები ფეხებზე მიგებაო " როგორც ჩანს კასრელმა შენიშვნა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო... როგორ გაჩნდა ველოსიპედი

ფეხით სიარულის შემდეგ, ველოსიპედი გადაადგილების ყველაზე გავრცელებული ფორმაა მსოფლიოში . იგი იაფია და საწვავი არ სჭირდება და არც გარემოს აბინძურებს .

image

ველოსიპედი მრავალგვარია. სამთო ველოსიპედი კარგია ოღროჩოღრო ადგილებში, ტურისტული ველოსიპედი კი გრძელ გზაზეა გამოსადეგი.

ველოსიპედის ისტორია

პირველი ველოსიპედები ხისა იყო, რკინის ბორბლებიანი. არც მუხრუჭები ჰქონდა და არც პედლები. პირველი პედლიანი ველოსიპედი 1839 წელს გააკეთეს. ხოლო 1888 წელს ჰაერით დასატუმბი საბურავები გამოიგონეს. მსუბუქი ველოსიპედი, ექსტრემალური პირობებისათვის განკუთვნილი ველოსიპედი და სამთო ველოსიპედი 1970 იან წლებში გამოჩნდა .

image

მოტოციკლი

მოტოციკლი ძრავიანი ველოსიპედია, მას ველოსიპედივით ფოლადის კორპუსი აქვს. ხოლო კორპუსთან ძრავა, საწვავის ავზი, დასაჯდომი და სხვა ნაწილებია მიხრახნილი. ბენზინის ძრავაზე მომუშავე პირველი მოტოციკლი 1885 წელს შექმნა გერმანელმა გოტლიბ დაიმლერმა.

image

ველოსიპედის მართვა

ველოსიპედი კუნთების ძალით მოძრაობს. პედალზე ფეხის დაჭერით ტრიალებს ვარსკვლავა, რომელიც ჯაჭვს ეწევა. ჯაჭვი უკანა ბორბალს ატრიალებს და ველოსიპედი წინ მიჰყავს. ბევრ ველოსიპედს გადაცემის სიჩქარეები აქვს, რათა უფრო იოლი სამართავი იყოს.

image

არსებობს ლეგენდა გერმანელ მეურმეზე.რომელიც გვიამბობს ადამიანზე ერთი სოფლიდან მეორეში დადიოდა სამუშაოდ. ეს თავისდა უნებურად მომხდარა. როდესაც სამსახურში დაუგვიანია, გაბრაზებულ უფროსს შეუძახია“ ბედოვლათო ეგებ ფეხებზე ბორბლები მიგება " როგორც ჩანს კასრელმა შენიშვნა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო.

imageimage

ველოსიპედის გამოგონება მაინც კარლ ფონ დრეიზს უკავშირდება, ის გერმანელი იყო და მეტყევედ მუშაობდა . ის მუდმივად ცხენზე იყო ამხედრებული და იყენებდა ურიკას. ერთხელაც მან სცადა ისეთი მექანიზმის შექმნა რომელიც გაუადვილებდა შრომას. და მან სასიარულო მანქანა უწოდა. ამის შესახებ გერმანულ გაზეთებშიც იბეჭდებოდა. თუმცა მისი უფროსი ამის გამო სამსახურიდან გაგებით დაემუქრა.მეტიც გამომგონებელს დაემუქრნენ, რომ მსგავსი “ საფრთხობელას" შექმნისათვის საგიჟეთში გიკრავთ თავსო.

image
გაჭირვებული დრეიზი სამსახურის დაკარგვის შიშით დაემორჩილათ, თუმცა ერთ წელიწადს დიდი თოვლი მოვიდა და მხოლოდ მისი გამოგონება თუ წაადგებოდათ გადასაადგილებლად. ეს მისმა უფროსებმა გულში ჩაიდეს, რომ დადუმება მოუწიათ დრეიზის წინააღმდეგ, და დაელოდნენ ისეთ დროს როდესაც რევანშს აუღებდნენ . საბოლოოდ იმდენი ქნეს სულიერად ავადმყოფად გამოაცხადეს და შინა პატიმრობა მიუსაჯეს.

ეს საინტერესოა:

იცოდით! ჰაერში პირველად ცხვარმა, იხვმა და მამალმა იმოგზაურეს

imageმღვდელმონაზონ შიოსთან ერთად შეიპყრეს და წამებით მოკლეს ბერები

imageსანგრები... ცოცხალთა საფლავები

imageთუ თქვენი შვილი მოზარდია, ის შესაძლოა თვითმკვლელობაზე ფიქრობს!!!

imageკარასინი შეშფოთებულია საქართველოში ნატო-ს წვრთნებთან დაკავშირებით

image



0
138
3-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0