x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ღვთაებრივი პლაგიატი?
image
რენესანსის ეპოქაში მოღვაწე ხელოვანებმა დაიწყეს ადამიანის ანატომიის შესწავლა. ყურადღების ცენტრში მოაქციეს „დიადი ქმნილება“ და საფუძველი ჩაუყარეს ახალ, ჰუმანისტურ მოძრაობას, რაც გულისხმობდა მისწრაფებას ჰარმონიულობისაკენ, ყოველმხრივი განვითარებისაკენ. სწორედ ანთროპოცენტრიზმი ( ინტერესი ადამიანისა და მის მოღვაწეობის მიმართ) განასხვავებს შუასაუკუნეების კულტურას, რომელიც რენესანსის სახელითაა ცნობილი, ანტიკური კულტურისგან.

დანტეს კომედია, რომელსაც მოგვიანებით ბოკაჩომ ღვთაებრივი უწოდა და ღვთაებრივი კომედიის სახელით გახდა ცნობილი, მართლაც რომ რენესანსი ეპოქის ღვთაებრივი ნამუშევარია. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში გადმოცემული ამბები ფანტასტიკის სფეროა, მაინც კარგად იკვეთება ის საერთო ნიშნები, რაც რენესანსული ხელოვნების ნიმუშებისთვისაა დამახასიათებელი. დანტეს სურვილი, მოინანიოს ცოდვები, გრძნობები, რომელიც მას ჯოჯოხეთიდან სამოთხისკენ მოგზაურობისკენ უჩნდება ადამინურობის და ადამიანის საუკეთესო აღწერაა. ერთ ეპიზოდში დანტეს თანაგრძნობაც კი უჩნდება ბრუენტო ლათინის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მან თავად დასდო ბრალი მის ყოფილ მფარველს სოდომიზმში და მოათავსა ღვთისმგმობელთა შორის. ეს ქმედებაც სხვა არაფერია თუ არა ადამიანური თვისება სატანჯველად გაწიროს სხვა ადამიანი და შემდეგ შეეცოდოს.

ნაწარმოების სათაური - კომედია, მომდინარეობს ამ ცნების შუასაუკუნოვანი გაგებიდან, რაც გულისხმობს საშინელი ისტორიის ბედნიერად დასრულებას. დანტესეული სტრუქტურა შემდეგია - ნაწარმოები გაყოფილია 3 ნაწილად: ჯოჯოხეთი, სალხინებელი და სამოთხე. თითოეული მათგანი 33 ქვეთავისგან - ქებებისგან შედგება. ისეთი სიმბოლისტი მწერლისთვის, როგორიც დანტეა შეუძლებელია ამ რიცხვებს არ ქონდეს დატვირთვა. ერთ-ერთი მოსაზრებით, რომელსაც მე ვიზიარებ 3 გამოხატავს წმინდა სამებას, 33 კი ქრისტეს მიერ ამ ქვეყნად გატარებულ წლებზე მიუთითებს. დანტეს თანამგზავრია ვირგილიუსი, რომელიც მას გიდობას უწევს და რჩევებსაც აძლევს. ეს კიდევ ერთი სიმბოლური დატვირთვაა, რომელსაც დანტე იძლევა. თავად ადამიანურობის განხაიერებაა - გრძონებებით, ვირიგლიუსი კი ჩვენი გონებაა. დანტეს მოგზაურობა ჯოჯოხეთიდან სამოთხისკენ მას შემდეგ იწყება, რაც ქარონი მას და ვირგილუსს/ მდინარეზე გადაიყვანს და ცოდვების სიმძიმის მიხედვით დაყოფილი 9 გარსის მონახულება დაიწყება. მანამდე კი ნაწარმოები იწყება უსიერ „ტევრში“ - ტყეში, სადაც ის კარგავს ცხოვრების ბილიკს, რაც სიმბოლურად გამოხატავს დანტეს ცოდვებს, რომლებიც მას ღმერთისკენ მიმავალ გზას უჭრიან. მეორე მოსაზრებით კი ტყე უმეცრების სიმბოლოა, ზოგიერთი კი ხეს არამქვეყნიურ დანიშნულებას მიაწერენ: ფესვები - ჯოჯოხეთი, ხე - სალხინებელი და ზეცისკენ მიართული ტოტოები - სამოთხე. დანტეს სიმბოლოებზე საუბარი და მისი ნაწარმოების განხილვა შორს წაგვიყვანს ამიტომ უმჯობესია პირდაპირ გადავიდე იმ მოსაზრებების განხილვაზე, რომელებიც დანტეს კომედიის ღვთაებრივობას უარყოფენ და მას პლაგიატიზმში ადანაშაულებენ.

ერთი მოსაზრებით დანტეს ნაწარმოების ქვეთავია „ხილვა“, რომელთან დაკავშირებითაც ხორხე ბორხესი ამბობს, რომ შეუძლებელია ეს ნაწარმოები ხილვის ნაყოფი იყოს, რადგან დანტე 14 წელი წერდა კომედიას, ხილვა კი ამდენი ხანი არ გრძელდება, თუმცა ბორხესმა ხილვა ჰაუცინაციასთან გააიგივეა, რომელიც მართლაც არ გრძელდება დიდხანს, მაგრამ ხილვა სულ სხვა რამეა, რომელიც დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს და მთელ სერიებს მოიცავდეს. ასე თუ ისე ხილვები და ჰალუცინაციები მეცნიერების საქმეა და ეს მოსაზრება სულ სხვა მხრივ უნდა იყოს განხილული. კერძოდ, ის ფაქტი, რომ დანტემ ჯოჯოხეთიდან სამოთხეში ხილვებში იმოგზაურა, პირდაპირ ანალოგიას წარმოადგენს ალლაჰის მოციქულის - მუჰამედის ისტორისას, როდესაც მან ხილვაში სამოთხეში იმოგზაურა, მექიდან იერუსალიმში, და აღწერა როგორც სამოთხე ისე ჯოჯოხეთი. მუჰამედის ეს მოგზაურობა ცნობილია როგორც ამაღლების წიგნი ( არაბ. ქითააბ ალ მირაჟ). მეცამეტე საუკუნის დასაწყისისთვის ეს წიგნი უკვე ნათარგმნი იყო ესპანურ და ლათინურ ენებზე, რამაც გააჩინა მოსაზრება, რომ სწორედ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ გაჩენილმა შთაბეჭდილებებმა დააწერინა დანტეს კომედია.


მეორე მოსაზრებით დანტეზე დიდი გავლენა მოახდინა კიდევ ერთმა არაბულმა ნაშრომმა, რომელიც „შენდობის ეპისტოლეს“ (არაბ. რისალათუ ღუფრან) სახელითაა ცნობილი. წიგნის ავტორია აბუ ალ-ალა ალ-მაარი, რომელიც საკუთარ ნაშრომში სამოთხის და ჯოჯხეთის ისეთ კონცეფციას გვთავაზობს, რომ მისი ნაშრომი დიდხანს მიიჩნეოდა ათეისტურად და მუსლიმ საზოგადოებაში მისი წაკითხვა აკრძალული გახლდათ. კერძოდ, ალ-მაარი თავად მოგზაურობს აქლემთან ერთად ჯოჯოხეთში, სადაც ყველა ცოდვას დეტალურად აღწერს და გადმოგვცემს იმ განცდებს, რაც მის მონანიებასთანაა დაკავშირებულ., ამის შემდეგ ის გადადის ახალ სამყაროში, რომელიც მას ჩადენილი ცოდვებისგან წმენდს და ამზადებს მესამე სამყაროსთვის, სამოთხისთვის. ეს ნაწარმოები მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისშია დაწერილი და სწორედ ამიტომ ივარაუდება, რომ დანტემ სამი სამყაროს იდეა აბუ ალ-ალა ალ მაარისგან გადაამღერა. მეტიც, ვირგილიუსი, რომელის სიმბოლურ დატვირთვაზეც უკვე ვისაუბრე, ალ-მაარის აქლემის ზუსტი ანალოგია, რადგან არაბულ სამყაროში აქლემი(არაბ. ჯამალ) წმინდა ცხოველია, რომელიც სილამაზიის (არაბ. ჯამილ) და სიბრძნის სიმბოლოა, აგრეთვე ალ-მაარს ყავს სატრფო, რომელიც ბეატრიჩეს ძალიან წააგავს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსაზრებები რომლებიც დანტეს პლაგიატიზმში ადანაშაულებენ საფუძვლიანია, ჩემი აზრით, არაა საკმარისი იმისთვის, რომ ისეთი გენიალური პოეტი, როგორიც დანტეა პლაგიატად მოვიხსენიოთ და მისი ღვთაებრივობა ეჭვქვეშ დავაყენოთ. თუ დანტემ, ეს იდეა სხვისგან მოიპარა, მაშინ ამის შესახებ ცნობილი იქნებოდა იმ პერიოდში (და ცოტა მოგვიანებითაც) მოღვაწე სხვა ხელოვანებისთვის და „ღვთაბერივი ტრაგედიის“ სახელით გახდებოდა ცნობილი. სხვა ხელოვანთათვის კი შემოქმედების წყარო არ გახდებოდა. გენიალური ნახატი, რომელიც ბოტიჩელმა დახატა და დანტეს ინფერნო უწოდა, ალბათ არ შეიქმნებოდა ან ალ მაარის ინფერნოდ მოიხსენიებოდა. ბოტიჩელი-image

0
49
შეფასება არ არის
ავტორი:სოსო ზურაშვილი
სოსო ზურაშვილი
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0