x
მეტი
  • 06.12.2019
  • სტატია:97171
  • ვიდეო:344017
  • სურათი:459132
დედოფლისწყაროში ორი ავტოავარია მოხდა - გარდაცვლილი არიან 23 და 27 წლის მამაკაცები
image


დედოფლისწყაროში მომხდარ ტრაგედიას ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიდევ ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გარდაცვლილები არიან სოფელ ზემო ქედში მცხოვრები 23 და 27 წლის მამაკაცები.


ორი ავარია რამდენიმე წუთის ინტერვალით მოხდა. თავდაპირველად, სოფელ არხილოსკალოში ავტოავარიის შედეგად ორი მგზავრი დაშავდა. ოპელის მარკის ავტომობილი კედელს შეეჯახა და ამობრუნდა. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში იყო მძღოლი.


დაშავებული მძღოლის დახმარება სცადა მისმა მეგობარმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს არ დაელოდა და საავადმყოფოში გადაყვანა დამოუკიდებლად სცადა. თუმცა, მერსედესის მარკის ავტომობილით, რომელსაც ასევე გადაჭარბებული სიჩქარით მართავდნენ, სოფელ ზემო ქედში, ცენტრალურ მაგისტრალზე, ტროტუარზე მდგარ განათების ბოძს და ხეს შეეჯახნენ.



ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პირველი ავარიისას დაშავებული 26 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მოათავსა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე არ არის.


23 წლის გარდაცვლილ მამაკაცს მეუღლე და 2 შვილი დარჩა.



image

(პირველ და მესამე ფოტოზე ზემო ქედი, განმეორებითი ავარიაა აღბეჭდილი, ხოლო მეორე ფოტო ასახავს სოფელ არხილოსკალოს, თავდაპირველად მომხდარ ავარიას)

image

0
1945
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
1945
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0