x
ფსიქიკური ჯანმრთელობა სურათებზე
ფსიქოლოგები არაერთ ტესტს იყენებ პიროვნებისა თუ პიროვნული პათოლოგიების შესაფასებლად.

ეს ტესტები საკმაოდ სპეციფიურია და არაფსიქოლოგებისთვის არცისე ცნობადი, თუ მარტივად აღსაქმელიცაა.თუმცა, არსებობს ტესტები, რომლებიც საკმაოდ ცნობილი და ფართოდ გამოყენებადია სფეროს გარეთ მომუშავეთათვისაც.

ერთ-ერთი ასეთი არის რორშახის ტესტი.

რორშახის მელნის ლაქების ტესტი მეოცე საუკუნის დასაწყისში შვეიცარიელმა ფსიქოლოგმა ჰერმან რორშახმა შეიმუშავა.ეს არის ფსიქოდიაგნოსტიკური ტესტი.


ტესტის გამოყენებისას პაციენტს ანახებენ ბარათებს, რომლებშიც წარმოდგენილია ბუნდოვანი სტიმულები მელნის ლაქების სახით.იმის მიხედვით, თუ როგორ აღიქვამს პაციენტი ფიგურებს დგინდება ფსიქოტიპი, ხასიათი თუ ემოციური მდგომარეობა.

ა.შ.შ-ში იგი აღიარებულია რიგით მერვე ყველაზე ეფექტურ ფსიქოლოგიურ ტესტად გონებრივი მაჩვენებლების დაქვეითების დროს მკურნალობისას.

ტრადიციული რორშახის ტესტი მოიცავს 10 ნიმუშს.5 მათგანი დახატულია შავი მელნით, ორი შავით და წითლით, სამიც ფერადია თეთრ ფონზე.პაციენტს სათითაოდ ანახებენ ბარათებს და ეკითხებიან მისი ასოციაციების შესახებ.შემდეგ ხდება ამ ასოციაციების შეფასება და ინტერპრეტირება.

რორშახიც ხომ ასე იქცეოდა, “ის ეკითხებოდა ხალხს, რას ხედავდნენ ლაქებში, აკვირდებოდა კავშირს პაციენტების პასუხებსა და შიზოფრენიას შორის''.

ტესტი იმ დაშვებას ეფუძნება, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასება იმის მიხედვით შეიძლება, თუ როგორ ამუშავებს ადამიანი ვიზუალურ ინფორმაციას.

როგორც ჩანს ეს დაშვება მართებულია.დღეს-დღეობით რორშახის ტესტი ერთ-ერთი ყველაზე მუშა და ფართოდ გამოყენებადია.როგორც დემიონ სერსლი აღნიშნავს: “ ეს ათი ლაქა მეოცე საუკუნის ყველაზე ხშირად გაანალიზებული ნახატებია''.

მართლაც და უცნაურია სამყარო: ვაშლის ჩამოვარდნით ნიუტონმა მსოფლიო კანონზომიერება აღმოაჩინა, მელნის დაწვეთებით რორშახმა ჩვენი ფსიქიკა გადაიტანა ფურცელზე, საინტერესოა რა იქნება შემდეგი, მთავარია ჩვენ როგორ აღვიქვამთ ვიზუალურ ინფორმაციას.image

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია მშვილდაძე
ხატია მშვილდაძე
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0