x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"Старость не в радость" - ვარსკვლავები, რომლებთაც სურთ უკიდურესად ახალგაზრდად გამოიყურებოდნენ ( + ფოტოები )

imageხანში შესული ვარსკვლავების აბსოლუტური უმეტესობა ცდილობს მინი კაბებით, დეკოლტეებით, ათასნაირი აქსესუარებით და ზოგადად სექსუალური ჩაცმულობებით თავიანთი სილამაზე და მარადიულობა წარმოაჩინონ.image48 წლის მერაია ქერი - მომღერალი, რომელიც ყოველთვის ცდილობს თავისი პროვოკაციული, სექსუალური ჩაცმის სტილით გულრწფელი ყურადღება მიიპყროს როგორც სცენაზე, ასევე ცხოვრებაში.ცნობილია, რომ პოპ დივა მთელი ცხოვრება ჭარბ წონას ებრძვის. თუ მას ახალგაზრდობაში შეეძლო ადვილად გამკლავებოდა სიმსუქნეს, ახლა ასაკში ეს ნამდვილად უჭირს და თუ მისი უკანასკნელი ფოტოსურათებით ვიმსჯელებთ, ქალბატონი საბოლოოდ გადაიქცა სიმსუქნის ეტალონად. მომღერალი, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ელეგანტურად და თავშეკავებულად იმოსებოდეს, ის 20 წლის გოგოსავით ჯიუტად ამჯობინებს სპონტანურ სტილს. მერაია ქერი არის ერთ - ერთი ხმამაღალი ფერის ვარსკვლავი, რომელიც უიმედოდ ცდილობს დაამტკიცოს, რომ ის ჯერკიდევ ახალგაზრდა და ლამაზია.image60 წლის მადონა ხომ სრული სენსაციაა ჩაცმის სტილით და სექსუალურობით. თუმცა ვერაფერს ვიტყვით მის დახვეწილ გემოვნებაზე, რადგან როგორც წყარო წერს, ვარსკვლავისთვის მთავარია მეტი სიშიშვლე და სექსუალურობა, მნიშვნელობა არა აქვს სად და როგორ.ის თავისი სკანდალური გამოსვლებით მუდამ ყურადღების ეპიცენტრშია. საკუთარი შვილებიც კი მზად არიან გაექცნენ თავიანთ ეპატაჟურ დედას, მაგალითად ვაჟი როო უკვე მამასთან გაიუ რიჩისთან ცხოვრობს ლონდონში. დასავლელი ტაბლოიდები ვაჟისშვილის პროტესტს იმ ახალგაზრდა საყვარელსაც უკავშირებენ, რომელიც თითქმის როკოს ასაკისაა.მადონას ავიწყდება, რომ ის უკვე 60 წლისაა.image70 წლის ივანა ტრამპი - ყოფილი ჩეხი ფოტომოდელი და ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მეორე ცოლი, რომლის ახალგაზრდობა იყო მშვენიერეი სილამაზე. ის 15 წელი იყო დაქორწინებული და სამი შვილი ჰყავს. სხვათაშორის მათი ქალიშვილი ივანკა ორვე წყვილისთვის საამაყო შვილია და მემკვიდრეა.მან მილიარდელი ქმრისგან მხოლოდ 25 მილიონი მიიღო და რადგან სიამაყის გამო არ უნდოდა მოტყუებული ცოლის და იმედგაცრუებულის სტატუსი ჰქონოდა, საკუთარი ბიზნესი შექმნა (სხვათა შორის, ძალიან წარმატებული), დაქორწინდა რამდენიმეჯერ და ცნობილია თავისი ახალგაზრდა საყვარლებით. ზოგადად სამი შვილის და ოთხი შვილიშვილის ბებია სულაც არ გრძნობს თავს, რომ უკვე 70 წლისაა.image63 წლის დონატელა ვერსაჩე - განსაცვიფრებელია ცნობილი იტალიელი დიზაინერის დონატელა ვერსაჩეს მუდამ ახალგაზრდული გარეგნობა, რომ არაფერი ვთქვათ მის უამრავ პლასტიკურ ოპერაციებზე, რომლებმაც პრაქტიკულად შეცვალა იტალიელის საყოველთაო აღიარება. დიზაინერი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი სახეების დიზაინერი და "ჩამცმელია".image72 წლის შერი - რომელმაც ბოლოსდაბოლოს მხიარულად აღიარა, რომ მოხუცდა.70 წლის საიუბილეო კონცერტზე მომღერალი სრულიად შიშველი კაბით წარსდგა, რაც დაცინვის ობიექტი გახდა და ამის შესახებ მოგვიანებით მან ინანა კიდეც.image77 წლის ტინა ტერნერი - თქვენ არ დაიჯერებთ, რომ ეს ენერგიული ქალბატონი მალე 80 - ს მიუკაკუნებს!მას ახალგაზრდობაში მართლაც საოცარი ფიგურა ჰქონდა და მისი ულამაზესი ფეხები ყველაზე სექსუალურ ფეხებად ითვლებოდა უცხოურ შოუ - ბიზნესში.მას " Грэмми" პრემიაც აქვს მიღებული. მიუხედავად ამისა, უკვე ასაკოვანი ვარსკვლავი კვლავ ცდილობს ფეხების დემონსტრირებას.image49 წლის პამელა ანდერსონი - " Playboy " - ის ვარსკვლავი წითელი საცურაო კოსტუმით თუ სხვა სიშიშვლით წარსდგებოდა მილიონობით ადამიანის წინაშე, მნიშვნელობა არ ჰქონდა.ის წლების მანძილზე გამოირჩეოდა სექსუალური და ორიგინალური ჩაცმის სტილით, მაგრამ ნახევარი წლის წინ მოდელმა გადაწყვიტა რაღაც შეეცვალა თავის სტილში: უფრო თავშეკავებული მაკიაჟი და კოსტიუმები.image61 წლის ჯენის დიკინსონი - თვითგამოცხადებული პირველი სუპერმოდელი მსოფლიოში მუდამ ცდილობდა ყურადღების ცენტრში ყოფილიყო იმ ლამაზმანების გვერდით, როგორებიცაა სინდი კროუფორდი, ნაომი ქემპბელი და სხვები.მას ძალიან რთული ბავშვობა ჰქონდა და ძალზედ რთული გზა განვლო. არ ჰყავდა მდიდარი მშობლები. მასზე უარი თქვა ყველა მსხვილმა სამოდელო სააგენტომ, სანამ მოულოდნელად არ გაუმართლა და ერთ - ერთმა სააგენტომ დეფილეზე დიკინსონი მიიწვია.მდგრადობა, ხასიათის სიმტკიცე, სიჯიუტე და ამბიცია იქცა მისი წარმატების გარანტად.ჯენის დიკინსონი ერთადერთია, რომელმაც ყველაფერი სიმართლე ილაპარაკა სამოდელო ბიზნესზე, არასწორ და ტანჯვით მხარეებზე, რისი გადატანაც უწევთ ძირითადად დამწყებ მოდელებს.

0
148
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0